ბარსამანიას 10 სტატია ელ კლასიკოზე
კვირას ელ კლასიკოა და სანამ ახალ სტატიას მოვამზადებთ მანამდე შეგვიძლია ძველებს გადავავლოთ თვალი. უკვე საკმარისი დაგროვდა და რაღაც შეიძლება გამომრჩეს კიდეც, მაგრამ რაც მახსოვს იმათ ჩამოვწერ. მაშ ასე:
10. ორი მატჩის ისტორია - კლასიკო კოპა დელ რეიზე - მოთხრობილია მარადონასა და შუსტერის "ბარსელონას" გამარჯვების შესახებ მადრიდის "რეალთან" და კიჭა რონალდოს დროინდელი "ბარსას" ტრიუმფი კლასიკოში. რატომღაც რომ მიივიწყეს.
9. ორი მატჩი ისტორიიდან - ცუდი "ბარსას" კარგი კლასიკო - აქ მოთხრობილია იმ სეზონის შესახებ, რომელშიც "ბარსა" ლა ლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდა, მთელი სეზონი ჩააგდო, ჯერ ვან გაალის, მერე ანტიჩის წვალების შედეგად, მაგრამ, მიუხედავად ამ კოშმარისა, არცერთი კლასიკო არ წაუგია.
8. ჩავი ერნანდესის საუკეთესო კლასიკოები - როგორც სათაურშია აღნიშნული, ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩავის ჩატარებულ საუკეთესო მატჩებს "მადრიდის" წინააღმდეგ, სადაც სხვადასხვა ამბებიც არის მოთხრობილი, მაგალითად, კარის ძელზე მიბმული კაცის ამბავი, რის გამოც ელ კლასიკო დაგვიანებით დაიწყო, პერეს "გურულის" ამბები და ა.შ.
7. საუკეთესო 5 წარმოდგენა "ბერნაბეუზე" - ამ ძებნა-ძიებაში აღმოვაჩინე, რომ ეს სტატია ორჯერ დამიწერია, 2021 და 2022 წლებში. სხვაგვარად ვყვები ამბებს, მაგრამ ჩემი სია არ შეცვლილა, როგორც ჩანს მყარად მაქვს გონებაში შერჩეული - კრუიფი 1973/74, მარადონა 1982/83, რივალდო 2000/01, მესი 2010/11, 2013/14, 2016,17 და რა თქმა უნდა, რონალდინიო 2005/06. მაინც ორივე ბმულს მივუთითებ - ტოპ 5 წარმოდგენა "ბერნაბეუზე" და ტაში და სიჩუმე მადრიდში.
6. საუკეთესო ხუთი წარმოდგენა კლასიკოში, ამჯერად "კამპ ნოუზე". აი, ამ სიაზე კი შეიძლება დიდი დავა-კამათი, ჩემი სია კი ასეთი გამოვიდა - ფიგუ, პუიოლი, სუარესი, რომარიო, მესი.
5. შურისმაძიებელი აფრიკიდან - მოთხრობილია სამუელ ეტო'ოს შესახებ, რომელიც ყველაზე სახიფათო კაცი გახდა "რეალისთვის". დაამცირეს, გააგდეს და მერე სადაც დაიჭირა იქ მოუწყო ჯოჯოხეთი, გნებავთ "მალიორკას", გნებავთ "ბარსელონას" შემადგენლობაში.
4. როგორ გახდა "ლუჩო" "ბარსას" გმირი - აქა ამბავი ლუის ენრიკეს გადმობირებისა. კი ჰგავს ეტო'ოს ამბავს.
3. მომდევნო სტატიაა - 10 წელი დიდი შტორმიდან - ასე დაარქვეს ამ მოვლენას 2010/11 წლების სეზონში ესპანელებმა. სტატიაში მოთხრობილია იმ პერიოდის შესახებ, როცა 18 დღის განმავლობაში 4 ელ კლასიკოს ვიხილეთ. და ეს ყველაფერი მას მერე, რაც "ბარსას" უკვე ჰყავდა ჟოზეს "რეალი" განადგურებული. დუღილის ტემპერატურამ მართლაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
2. 20 წელი ღალატიდან - სტატია ლუიშ ფიგუზე.
1. კლასიკო ბორხესის მიხედვით - გადავწყვიტე ელ კლასიკოების ამბავი ბორხესის ოთხი სიუჟეტის მიხედვით მომეთხრო და მგონი რაღაც გამოვიდა კიდეც.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 12 ]