მესის 40 "კლასიკო"
ოთხშაბათს, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს კიდევ ერთხელ, კოპა დელ რეის ნახევარფინალის მეორე მატჩში დაუპირისპირდებიან.
"ბარსას" კაპიტნის, ლეო მესისთვის ეს მე-40 "კლასიკო" იქნება. არგენტინელს აქამდე ჩატარებულ შეხვედრებში 26 გოლი აქვს გატანილი.
"რეალის" წინააღმდეგ მესის წარმატებულ მატჩებს შორის გამოსარჩევი "კამპ ნოუზე" მისი პირველი "კლასიკო", "ბერნაბეუზე" 6-2, 4-3, 3-2 და ყველაზე ბოლოს 3-0 მოგებაა, დუბლებით, ჰეთ-თრიქებით და ბოლო წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლით.
"რეალი"-"ბარსას" შეხვედრა 27 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება, მომდევნო მატჩი კი, ამჯერად ლა ლიგის ეგიდით, 2 მარტს გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]