20 წელი ღალატიდან

20 წელი ღალატიდან

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღალატის (ყველაზე დიდის - MD) ისტორია 2000 წლის 13 მაისს იწყება. ამ დღეს Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოსეპ ლუის ნუნიესი, თავის 22 წლიან დინასტიას ასრულებდა და თანამდებობას ტოვებდა.

სამი დღით ადრე, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ვალენსიასთან" დამარცხდა, მთელი მსოფლიო ელოდა "ელ კლასიკოს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ "ბარსას" ნაცვლად, "ვალენსია" შერჩათ ხელში, რომელიც "რეალთან" განადგურდა.

ასეთ დროს კრიზისი გარდაუვალია, რადგან ნუნიესი ამ დროის განმავლობაში, თავად იქცა ინსტიტუციად, თავად იყო სისტემა, რომელსაც ყველა რგოლის მენეჯმენტი ერგებოდა. შესაბამისად იყო გარეული კორუფციაში, რის გამოც მოგვიანებით ამხილეს კიდეც.

შედარებისთვის, წლების განმავლობაში, იგივე რანგის გავლენა მოიპოვა სერ ალექსმა, "მანჩესტერ უნაიტედში", მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა და მისი წავსლის მერე კრიზისი რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ფერგი იდეალური მენეჯერი იყო, თავის შოტლანდიური სიმტკიცით და დროსთან პრაგმატული დამოკიდებულებით, ხოსეპ ლუის ნუნიესი კი წარუმატებელ "სანტა კლაუსს" ჰგავდა.

ფიგუმ იცოდა, რომ კონტრაქტის გასაუმჯობესებლად  იდეალური დრო იყო, იმისათვის, რომ გუნდი არ ჩამოშლილიყო, წესით და რიგით გუნდის ლიდერის ნებისმიერი კაპრიზი უნდა აესრულებინათ, ამიტომ მივიდა თავის აგენტთან, ხოსე ვეიგასთან და უთხრა - "დროა მეტი ფული მივიღო."

ვინ არის ლუიშ ფიგუ

იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ აზროვნებდა პორტუგალიელი, ამისათვის საჭიროა გავიხსენოთ, თუ როგორ აღმოჩნდა ის "ბარსელონაში". პორტუგალიის ოქროს თაობამ, ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე გაიბრწყინა და ლისაბონის "სპორტინგის" ახალგაზრდა ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად მთელი მსოფლიოს გრანდები იბრძოდნენ, მაგრამ უკეთესი კონტრაქტის მისაღებად, ლუიშ ფიგუმ და მისმა აგენტმა, შეიძლება ითქვას, რომ დახურული აუქციონი მოაწყვეს და ერთდროულად ორ იტალიურ კლუბთან - "პარმასთან" და "იუვენტუსთან" გააფორმეს კონტრაქტი.

როდესაც ეს ამბავი გასკდა, ლუიშს იტალიაში ორ წლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, შესაბამისად, ის რომ იტალიაში გადასულიყო, განათხოვრების წესით, სხვაგან მოუწევდა თამაში, რაც არც კლუბების ინტერესის სფეროში იყო და არც ფეხბურთელის, ამიტომ კონტრაქტები გაუქმდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა "ბარსელონა" რომელმაც შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და პორტუგალიელი გაიფორმა.

მეორე სურათი, რომელიც ფიგუს პორტრეტს კარგად გვიხატავს, გვხვდება 2 წლის შემდეგ, როცა იტალიაში დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურა. ფიგუმ "მილანთან" მიაღწია შეთანხმებას, "ინტერმა" "ბარსას" რონალდო წაართვა, ნუნიესის სიძუნწის გამო, ფიგუს გაშვებას კი აღარ აპირებდა. მოგვიანებით ნუნიესმა თქვა, რომ ფიგუს გადაუხადა იმდენი, რამდენსაც ითხოვდა. ნუნიესმა იფიქრა, რომ ამით პრობლემა მოგვარდა, მაგრამ მორიგი შესაძლებლობისთანავე, ფიგუ უფრო მეტს მოითხოვდა.

არჩევნები და კონტრაქტი

 

მოვიდა 2000 წელი, ახალი საუკუნის გასაყარი, აპოკალიპსი "ბარსელონაში", ამ დროს ფიგუს აგენტი მიდის ნუნიესთან და თხოვს იმას, რასაც ყოველთვის თხოვდა და ხანდახან მიზანსაც აღწევდა.

ფიგუმ ორჯერ მიიღო გაუმჯობესებული კონტრაქტი, ნუნიესი მესამედ ამის გაკეთებას, ასეთ მოკლე პერიოდში, არ აპირებდა. მან ასეთი რამ თქვა: "მე ამას არ გავაკეთებ, თუ ვინმე მზად არის ფიგუს კონტრაქტი გააუმჯობესოს, დაე მომდევნო პრეზიდენმტმა გააკეთოს ეს".

მომდევნო პრეზიდენტი კი ნუნიესზე ნაკლები ძუნწი და კორუმპირებული არ ყოფილა, ჟოან გასპარს ნუნიესისგან მხოლოდ ცუდი გამოყვა, კარგი კი არაფერი გაუკეთებია.

ამ დროის განმავლობაში, ფიგუს აგენტი ეძებდა კლუბებს, რომლებიც სასურველ თანხას გადაუხდიდა, ამას ერთგვარი შანტაჟის როლი უნდა ეთამაშა, ვეიგამ იპოვა "მილანი", "ლაციო" და მადრიდის "რეალი". ბუნებრივია, შანტაჟისთვის, "რეალზე" კარგს ვერავის იპოვიდა. ამავე პერიოდში, "ლაციო" თავს დატრიალებდა რივალდოს და გაცილებით კარგ პირობებს სთავაზობდა, ახალი პრეზიდენტის მოსვლამდე, "ბარსა" ჩამოშლის ზღვარზე იყო.

ამავე პერიოდში, საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდა მადრიდში, სადაც კენჭს იყრიდა ფლორენტინო პერესი, რომლის გამარჯვებისაც არავის სჯეროდა, რადგან ლორენსო სანსის პერიოდში, "რეალი" თავის სანუკვარ ტიტულს დაუბრუნდა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და "მილანი" ისევ გვარიანად ჩამოიტოვა.

ფლორენტინო პერესის სიტყვამ მთელი ესპანეთი შოკში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ ხახლმა ეს საარჩევნო ხრიკად, ზოგმა კი პროვოკაციად აღიქვა. პერესმა თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მადრიდში ლუიშ ფიგუს ჩაიყვანდა. (კონკრეტულად იმ წლის საუკეთესო ფეხბურთელს).

ფიგუმ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ პერესმა კონტრაქტი გაასაჯაროვა, ეს იყო ლუიშ ფიგუს ყველაზე დიდი შეცდომა, ის აგენტმა დაარწმუნა, რომ პერესი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ამიტომ იმ თანხას დახარბდა, რომელსაც პერესი ნებისმიერ შემთხვევაში გადაუხდიდა, თუნდაც პრეზიდენტი ვერ გამხდარიყო.

კონტრაქტის გასაჯაროებამ ყველაფერი შეცვალა, პერესმა მეტი ხმა მიიღო, არჩევნები მოიგო და ჯერი "ბარსელონას" ახალ პრეზიდენტზე იყო, რომელსაც ბოლო შანსი ჰქონდა ფიგუს შენარჩუნების.

ბოლო სიტყვა

ფიგუს გამოსახსნელი თანხა საკმაოდ დიდი იყო, დაახლოებით 20 მილიონამდე ევრო, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. ფიგუსა და გასპარის ბოლო შეხვედრისას "ბარსას" ახალმა პრეზიდენტმა შემდეგი რამ თქვა: "არ ვაპირებ მადრიდელების აბონემენტებში ფული გადავიხადო"  - ეს პასუხი იყო ფლორენტინო პერესის კიდევ ერთ პროვოკაციაზე, რომელმაც ღიად თქვა, რომ თუ "ბარსა" ფიგუს კონტრაქტს გამოისყიდდა, იმ თანხად გულშემატკივრებს აბონემენტებს დაურიგებდა, ასე უზრუნველყოფდა გასპარი, სავსე "ბერნაბეუს".

არავის სჯეროდა, მაგრამ ფიგუ მაინც აღმოჩნდა მადრიდის "რეალში". მისი ტრანსფერი რეალურად რამდენიმე ეგოს გადაჰყვა, ერთი მხრივ საქმეში იყვნენ ძუნწი ვაჭრები - ნუნიესი და გასპარი, ხოლო მეორე მხრივ ხარბი ლუიშ ფიგუ და მისი აგენტი, ხორხე ვეიგა, დაახლოებით იმავე ტიპის აგენტი, როგორიც დღეს მინო რაიოლაა.

ზოგადად, ფეხბურთელის ერთგულება, ზუსტად მაშინ ვლინდება, როცა კლუბს მძიმე პერიოდი აქვს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას, უამრავი ვარსკვლავი ახსოვს, რომლებმაც უარესი პირობები არჩიეს, დამცირება და შეურაცხყოფაც აუტანიათ, პრეზიდენტების გამო, მაგრამ მოსისხლე მტერთან გადასვლა, წამით არ უფიქრიათ.

ამიტომ, ყველას ესმის, თუ რა "სიმსივნე" ჰყავდა "ბარსელონას" ნუნიესისა და გასპარის სახით, მით უმეტეს, რომ არც ახლა ჰყავთ უკეთესი, მაგრამ ასევე ყველას კარგად ესმის, რომ ფიგუს სიხარბემ სძლია და ის ნასროლი ღორის თავიც დაიმსახურა, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

ძალიან მძიმე სანახავი გამოდგა ფიგუს პრეზენტაცია, მომდევნო დღეს ყველა გამოცემის გარეკანი აჭრელებული იყო, ფიგუსა და დი სტეფანოს სურათებით, ალფრედოს დაკარგვა "ბარსას" იქამდე არ ჰქონდა მონელებული, სანამ ლიონელ მესი არ გამოჩნდა გუნდში, რადგან სწორედ ლეომ შექმნა "ბარსაში" ის დინასტია, რაც დი სტეფანოს ჰქონდა "რეალში".

სამაგიეროდ ტკბილი სანახავი გამოდგა, ჯიმი ჯამპის ნასროლი დროშა, ევრო 2004-ის ფინალში. ფიგუმ გარდა იმისა, რომ საკუთარ კედლებში წააგო ფინალი, "ბარსელონას" დროშა ააფარეს სახეზე და თითქოს ანიშნეს, რომ ამისთვის ისჯებოდა.

წლების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა იგივე ხრიკის გამოყენება სცადა მესისთან მიმართებაში, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.

წყარო: Mundo Deportivo

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 ივლისი 2020 00:00
    0
    მოკლედ ღორი!

    ვიდეო, როგორ ესროლეს ფიგუს სახეში ბარსას დროშა!
    https://yandex.ru/video/preview/?filmId=5655745070833126281&from=tabbar&parent-reqid=1595707268280963-1587929235689082725100305-production-app-host-vla-web-yp-130&text=%D0%B2+%D1%84%D0%B8%D0%B3%D1%83+%D0%B1%D1%80%D0%BE%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%B8+%D1%84%D0%BB%D0%B0%D0%B3+%D0%B1%D0%B0%D1%80%D1%81%D0%B5%D0%BB%D0%BE%D0%BD%D1%8B
    Culé [?]
    #8 24 ივლისი 2020 19:47
    4
    ციტატა: Fsicofat
    კომენტარებს ვკითხულობ და ამდენი სიბოროტე ჯერ არ მნინახავს.. ტიპს ორი კაპიკი არ მოუმატეს და წავიდა, და ნეიმარმა რაღა ქნა? მარა მაინც მისტირიხართ ნეი ნეი მაინც გიყვართ სიმართლე მწარეა

    კაი რა სად ნეი და სად ეს? ნეი მოსისხლე მტრის გუნდში მაინც არ გადასულა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Fsicofat
    სტუმარი [?]
    #7 24 ივლისი 2020 17:39
    1
    კომენტარებს ვკითხულობ და ამდენი სიბოროტე ჯერ არ მნინახავს.. ტიპს ორი კაპიკი არ მოუმატეს და წავიდა, და ნეიმარმა რაღა ქნა? მარა მაინც მისტირიხართ ნეი ნეი მაინც გიყვართ სიმართლე მწარეა
    Culé [?]
    #6 24 ივლისი 2020 17:27
    2
    ყოჩაღ ავტორს, ქებისა და რესპექტის გარდა სხვა რა შემიძლია ვუთხრა? ხო, საკუთარი საყვარელი კლუბით სიხარული და ტკბობა :))
    Culé [?]
    #5 24 ივლისი 2020 16:42
    2
    კარგია რომ მოვიცილეთ ეს ფულის მონა *ლე. ფიგუს დედაც ოქროს ბურთი წაართვა ბარსას როგორ რონალდომ და ლუის სუარესმა წაიღეს ოქროს ბურთი ინტერში ისე როგორც წაიღო ამან რეალში
    [?]
    #4 24 ივლისი 2020 16:32
    4
    პერესზეც გეთქვათ 2 სიტყვა
    ყველაფრის მკადრებელი კაცი, შანტაჟებით და უბედურებებით მოიპოვა გავლენა არამარტო საფეხბურთო არამედ პოლიტიკურ სივრცეშიც. გახდა სრულყოფილი მაფიოზი შავი ყუთით, რომელშიც ყველაზეა კომპრომატი, ტებასზე მესიზე რონალდოზე დედამისზე. ესე აღწევდა შედეგებს ყველა ტურნირზე. მესიმ უარი რო უთხრა ტრანსფერზე იმიტომაც მიდიოდა სასამართლოები წლები. ვინც გააკრიტიკა (მოდრიჩი, ალონსო მოურინიო და სხვები) ყველა დაიბარეს. რონალდოს გაუპატიურების თემა ვინ აუგორა? მოდრიჩს რო ოქრო მოეგო რონალდოს იმიჯი შელახა და ის ქალებიც პერესის მონებმა მოისყიდეს. გამოვა მერე რძეშეუმშრალი სი.რიკო მადრიდისტა და პერესი რა შუაშიაო რეალია მაგარიო :D განა რამსენი წელი დარჩა? თუ ღმერთზეც კომპრომატი არ აქვს რამე ჰა ჰაა 5 წელში უნდა გააგოროს დუბარა და მერე ვნახავთ რეალის სახეს. პერესამდე 8 წელი 1/4 ფინალი რო არ ენახათ. სანამ ბაბუ არ დაბრუნდა და ვოლფსბურგები აპოელები და ცსკ ები არ დაილაგა კენჭისყრაზე. მონა კარლოსი როგორ იღებს ბურთს დოლურადან... წაშალეს ეგ ვიდეო ჯერ მარა ისევ დაიდო და ნახეთ. ცივ ბურთს რო ჩაავლო და აღარ გაუშვა. მესის გარეშე ნაკლებად დაერხევა ბარსას ვიდრე პერესის გარეშე რეალს.

    და ვინც არ შემოეწუწება ხოლმე და კომენტარებს.სექტაზე აკოპირებს იქაური იმბეცილების საღადაოდ იმის ოჯახში შევაგდე ტიტველი ილაიშ მორიბა და ვარბენინე კაბიან წევრებზე
    Culé [?]
    #3 24 ივლისი 2020 16:22
    0
    რა საჭიროა ,ამ ფულის ღორის გახსენება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ივლისი 2020 15:18
    1
    ციტატა: GUGU MSN
    პენალდოს დედიკო თუ მამიკოა ეს?

    ყოველ შემთხვევაში იმ გასხმულ ფინალში ბერძნებთან(ერთხელ ჯგუფში და მეორედ ფინალში), ატირებულ რონალდუს რო ვერავინ აწყნარებდა. ცოტა ამან დააწყნარა ალბათ უთხრა 2016-ში აიღებო. ისე უფრო მამა გამოდის. მითუმეტეს მამამისი ლოთი იყო და ადრე მოკვდა. დედამისმა კი ინტერვიუში თქვა აბორტის ფული არ მქონდა რო მომეცილებინა-ო.(ეს ხუმრობა არ გეგონოთ, დედამისმა ინტერვიუში თქვა)
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 ივლისი 2020 15:13
    0
    მაგისი......მავხანი
    --------------------
    Always basca