კლასიკა: 10 წელი დიდი შტორმიდან!

კლასიკა: 10 წელი დიდი შტორმიდან!

 „ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირება უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ მსოფლიოს „კლასიკოდ“ არის მიჩნეული, მაგრამ არის პერიოდები, როცა „კლასიკოს“ დონე იმატებს, ან იკლებს. ახლა კლების პერიოდია, რადგან ორივე გუნდი რეორგანიზაციას და ახალ პროექტს საჭიროებს, დეკადის წინ კი იყო დრო, როცა საუკუნის უდიდესი პროექტები, საფეხურებად მიიწევდნენ მაღლა, მესისა და რონალდუს თაოსნობით.

Marca-მ გადაწყვიტა 10 წლის წინანდელი ამბები გაეხსენებინა, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება „კლასიკოსკენ“ იყო მიმართული. 

მაშინ ამბობდნენ, რომ ეს არ იყო „კლასიკო“, ჟოზეს პერსონა ყველაფერს აფუჭებდა, გუნდები ბინძურად თამაშობდნენ, რაც „კლასიკოს“ არ უხდებოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რომ ზუსტად ის იყო ნამდვილი „კლასიკო“, როცა ფეხბურთელები ერთ საინტიმეტრსაც არ თმობდნენ და მოედანზე ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული.

ჟოზესა და პეპის დაპირისპირება ცალკე განხილვის თემად იქცა, მესი-რონალდუსთან შედარებით, არანაკლები დუელი იყო, ორი განსხვავებული ფილოსოფია, ორი რევოლუციონერი, ორი რადიკალურად განსხვავებული ხედვა და ხასიათი, ეს ყველაფერი ზუსტად 10 წლის წინ მოხდა, 2011 წლის 16 აპრილიდან, 3 მაისამდე - დიდი „კლასიკოს“ შტორმი!

დემონური კალენდარი - ასე უწოდეს მაშინ ესპანურ პრესაში, 18 დღის განმავლობაში ოთხი "კლასიკო" იყო ჩანიშნული, ლა ლიგის, სადაც წარმატების შემთხვევაში „ბარსა“ თითქმის ინაღდებდა ჩემპიონობას, კოპა დელ რეის ფინალი, რაც წარმოუდგენლად საინტერესო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ „კლასიკოს“ დაძაბულობას ფინალური დაძაბულობაც თან ერთვოდა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები - იდეალური სცენარი სეისმოლოგებისთვის, სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილმა მეგობრებმა გაუღიმეს ერთმანეთს და მოედანზე დინამიტი შეიტანეს.

პიკეს ხელი

ეს არ ყოფილა უბრალო მატჩები, ამ ოთხი თამაშის განმავლობაში იმდენი ინციდენტი იყო, რამდენიც 5 წელს ეყოფოდა, მოედანზე ერთმანეთს ყველაფერში ადანაშაულებდნენ, დიდებული სტადიონების ბებერ კედლებს შორის ისმოდა გადაძახილები ისეთ თემებზე, რაც დღესაც მთავარი საკითხი იქნებოდა: სპორტი, კორუფცია, ძალადობა, სამართლიანობა და რასიზმიც კი.

გვარდიოლა მსოფლიო ფეხბურთში ტირანიას ამყარებდა, კრუიფის ფილოსოფიას ხორცი შეასხა და თავის მომაკვდინებელ შეტევას სათავეში ლიონელ მესი ჩაუყენა, რომელიც უკვე მარადონას იყო შეჭიდებული, ისე როგორც სიზმრად იაკობი შეერკინა ღმერთს.

 პეპს და ჟოზეს, უკვე ჰქონდათ ტრიპლეტი შესრულებული, პეპს 2008/09 წლების სეზონში, ხოლო ჟოზეს 2009/10 წლების სეზონში, ამ განწყობით ეკვეთნენ ერთმანეთს ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერში, სეზონის პირველ „კლასიკოში“, ორი აწყვეტილი მატარებელი ერთ ლიანდაგზე გაუშვეს და დიდი ძალით შეასკდნენ, მაგრამ „ბარსელონას“ მატარებელმა ისე განგრძო სვლა, რომ არც კი შერყეულა, „რეალის“ ვაგონები კი ნაწილ-ნაწილ დაიფლითა, სწორედ იმ თამაშში იყო პიკეს აღმართული გაშლილი ხუთი თითი, რომელიც პირდაპირ ჟოზე მოურინიოს ლოყაზე აღბეჭდეს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების გარეკნებზე.

აპრილში კი რევანშის დრო მოვიდა, მაგრამ რომელი იყო მატჩ-რევანში? ოთხიდან რომელი?

„დიდი შტორმის“ პირველი „კლასიკო“ – 16 აპრილი

„ბარსა“ მადრიდში დიდი უპირატესობით ჩავიდა, ჩემპიონატს რვა ქულით ლიდერობდნენ, წარმატების შემთხვევაში „რეალისთვის“ ყველაფერი სრულდებოდა, მიუხედავად ამისა, ჟოზემ მაინც ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და არც ერთ ეტაპზე უპირატესობა არ ჰქონია, მატჩი 1:1 დასრულდა, ორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მესიმ და რონალდუმ შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

„ბარსას“ 74%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა, „რეალმა“ კი მხოლოდ ბოლოს სცადა სახიფათო კონტშეტევების განხორციელება. სწორედ, ამ თამაშის შემდეგ თქვა ლეგენდარულმა ალფრედო დი სტეფანომ - „მე ვნახე „ბარსა“ ლომის როლში და „რეალი“ თაგვის როლშიო“ - მადრიდელთა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელისგან, (მაშინ უპირობოდ „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო იყო) ასეთი სიტყვები ძალიან მძიმე მოსასმენი გამოდგა, ამ შეფასების მთავარი ადრესატი კი ჟოზე მოურინიო გახლდათ.

 7 ყვითელი ბარათი და 1 წითელი! ასეთი იყო „დიდი შტორმის“ პირველი „კლასიკო“.

გასახდელში მიმავალ გზაზე კი დაიწყო ის, რაც უკვე ამდენი წელია გრძელდება, ჟერარ პიკესა და სერხიო რამოსის გადაძახილები - „პატარა ესპანელებო, ლა ლიგა უკვე ჩვენია, მალე თქვენს თასსაც წავიღებთ (კოპა დელ რეი სამეფო თასია) მერე კი ჩემპიონთა ლიგიდან მიგაბრძანებთ!“ - ასეთი იყო პიკეს შეძახილი და რამოსის პასუხი უბრალოდ დაცენზურებულია.

პრესკონფერენციაზე ჟოზე ჩვეული თეატრალურობით წარსდგა: „დავიღალე „ბარსას“ წინააღმდეგ კაცნაკლული ყოფნით, ეს შეუსრულებელი მისიაა.“

მეორე „კლასიკო“ 20 აპრილი, კოპა დელ რეის ფინალი

„მესტალია“ ნამდვილ სტალინგრადად იქცა, ჟოზე მოურინიომ ფსონი კვლავ პეპეზე გააკეთა, როგორც საყრდენ ნახევარმცველზე, ის აქცია მთავარ დამრტყმელ ძალად და ამან იმუშავა, ყველაზე სახიფათო მომენტი მან შექმნა, პეპეს დარტყმული ძელმა მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ კარი კვლავ პინტოს ანდო, ხოლო მოურინიომ ტრადიცია შეცვალა და კარში პირველი ნომერი დააყენა, თუნდაც ეს გადაწყვეტილება კმარა ამ ორი მწვრთნელის ფილოსოფიის შესაფასებლად.

ფეხბურთელები 60-იანი 70-იანი წლების ხულიგნებს ჰგავდნენ, რომლებმაც მსაჯი გამოიჭირეს და მიაბულინგეს, ყველა სადავო გადაწყვტილების შედეგად მთავარი არბიტრი ფეხბურთელების გარემოცვაში ექცეოდა და ისეთი სახე ჰქონდა, რომ ცოტაც და მოედნიდან გაიქცეოდა.

„ბარსამ“ გაიტანა, მაგრამ უნდიანომ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა, ეს მორიგი გარჩევის მიზეზი გახდა. როგორც კი მადრიდელები ბინძურ თამაშს იწყებდნენ და აშკარა უხეშობაზე გადადიოდნენ, „ბარსას“ ფეხბურთელები ასევე ბინძურად პასუხობდნენ სიმულაციით, მსაჯის ადგილზე ყოფნა კი არავის სურდა.

 ექვსი ყვითელი და 1 წითელი ბარათი! - ესეც მეორე „კლასიკო“.

„ჩვენ ერთადერთი გუნდი ვიყავით ვისაც ფეხბურთის თამაში სურდა.“ - თქვა მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესმა.

დი მარიას ჩაწოდებულს რონალდუ მაღალ ნახტომში დახვდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, არგენტინელი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოედნიდან გააძევეს, ხოლო „რეალმა“ 18 წლის შემდეგ პირველად აღმართა სამეფო თასი.

ჟოზე ხომალდის კაპიტანია, ჩვენ მასთან ერთად სიკვდილის წინააღმდეგაც წავალთ“ - ამბობდა გახარებული სერხიო რამოსი, რომელმაც 18 წლის უნახავი თასი ავტობუსიდან გადააგდო და კარგად შეზარხოშებულმა მძღოლმა გაჭყლიტა.

ამ ფაქტმა კატალონიელები წაგებული ფინალის მიუხედავად ხასიათზე მოიყვანა.

27 აპრილი, მესამე „კლასიკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი

აპრილის ბოლოს ტორნადო „ბერნაბეუს“ მიუახლოვდა, მატჩის წინ გვარდიოლამ თასის ფინალის მსაჯობაზე ისაუბრა: „თასი ორი სანტიმეტრის გამო წავაგეთ, არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე და არა მგონია, რომ გვერდით მსაჯს სანტიმეტრის სხვაობა დაენახა.“

თამაშამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გაიმართა და მოურინიო როგორც ყოველთვის მზად იყო: „ახალ ერაში შევაბიჯეთ, მწვრთნელმა მსაჯი სწორი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.“ (ჩვეული ირონიით).

ამაზე გვარდიოლას პასუხმაც არ დააყოვნა - „ამ ოთახში(საპრესკონფერენციო დარბაზში) ის ..... ბოსია“ (In This Room, He is The Fucking Boss”)

ჟოზე ისევ უკნიდან თამაშობს, პეპე ისევ საყრდენზეა, თამაშს კი გერმანელი არბიტრი, ვოლფგან შტარკი განსჯის, რომელიც ყველაზე ცივსისხლიანი არბიტრი იყო ბუნდესლიგაში.

ტაიმი 0:0 დასრულდა, გასახდელში მიმავალ გზაზე ერთმანეთს კეიტა და არბელოა დაუპირისპირდნენ, იქვე სათადარიგოთა შორის მყოფმა პინტომ „რეალის“ წარმომადგენელს წაუთაქა და ამისთვის წითელი ბარათი აუფრიალეს.

ვულკანი 51-ე წუთზე ამოიფრქვა, როცა „რეალის“ ყველაზე უხეში ფეხბურთელი, „ბარსას“ ყველაზე სიმულიანტი ფეხბურთელისკენ გაშლილი ფეხით წავიდა! პეპემ ფეხი ნაჯახივით წაიღო, დანი ალვესი კი მოედანზე გაგორდა, აღარც კი ჰქონდა მნიშვნელობა ეტკინა თუ არა, ასეთი თამაში წითელი ბარათით ისჯება, თეთრებით გარშემორტყმულმა შტარკმა წითელი ააფრიალა - მესის აჩრდილი და პერსონალური მეურვე მოედნიდან გააგდეს.

აფელაიმ მარსელოს ფეხის დაცდენით ისარგებლა და ფლანგზე გაიჭრა, მის გადაცემას მესი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. მესის მეორე გოლს კი კომენტარი არ სჭირდება.

 5 ყვითელი ბარათი და 3 წითელი! (პინტოსთან და პეპესთან ერთად, მოურინიოც გააგდეს)

ჟოზე ხვდებოდა, რომ ყველაფერი დასრულდა, „კამპ ნოუზე“ ორბურთიან სხვაობას ვერ აღმოფვრიდა, პრესკონფერენციაზე კი ისე მოიქცა, როგორც გვარდიოლამ უწინასწარმეტყველა: „თუ UEFA-ს შესახებ ჩემს აზრს დავაფიქსირებ ჩემი კარიერა ახლავე დასრულდება, რატომ? (ცნობილი Porke) რატომ ოვრებო? რატომ ბუსაკა? რატომ დე ბლეკერე? რატომ შტარკი? რატომ? რატომ? არ ვიცი, ამას UNICEF-ი  არეკლამებს? ამის ატანა შეუძლებელია, თუ ჩვენ გასვლაზე მიზანს მივაღწევთ, ისინი კვლავ შეგვიშლიან ხელს, რატომ?!“

„მან ისეთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რომლის მოგებისაც შემრცხვებოდა, ეს იყო სკანდალი „სტემფორდ ბრიჯზე“, ამჯერად ის მოიგებს სკანდალით „ბერნაბეუზე, იმედი მაქვს ოდესმე ისე მოიგებს ლიგას, რომ არსად კითხვის ნიშანი არ გაჩნდება.“

გვარდიოლა კი ზედმეტად კმაყოფილი იყო იმისათვის, რომ კომენტარი გაეკეთებინა ან მსაჯზე, ან მოურინიოზე, მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა.

მარსელომ ბუსკეტსი რასისტულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მაგრამ ეს არ დადასტურებულა.

3 მაისი - განმეორებითი მატჩი - „დიდი შტორმის“ დასასრული

ჯერ კიდევ ყველაფერი დუღდა, როცა განმეორებითი მატჩის დრო მოვიდა, არბიტრად დე ბლეკერე დანიშნეს, მოურინიოსთვის ერთ-ერთი საძულველი მსაჯი. პრესკონფერენციაზე ჟოზეს ნაცვლად მისი ასისტენტი, აიტორ კარანკა წარსდგა: „ვიღაც ისჯება დანაშაულისთის, ვიღაცას კი რასისტული გამოხტომა შერჩა.“

ანგარიში პედრომ გახსნა, შემდეგ კი მარსელომ გაათანაბრა, მატჩი 1:1 დასრულდა, „უემბლიზე“ „ბარსა“ გაემგზავრა.

საინტერესო იყო, რომ „რეალის“ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მსაჯს მოედნიდან გაეძევებინათ, მაგრამ წითელი ბარათი არ აწეულა, აქ ნამდვილად იგრძნობოდა, რომ დე ბლეკერე ასეთი განწყობით და პირობით გამოვიდა მოედანზე, ის „რეალის“ ფეხბურთელს მოედნიდან არ გააძევებდა და ჟოზეს სალაპარაკოს არ მისცემდა.

მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს კასილიასმა და რონალდუმ: „მათ გაგვძარცვეს, გოლი არ ჩაგვითვალეს, „ბერნაბეუზეც“ უსამართლოდ მოგვექცნენ და აქაც“ - თქვა იკერმა.

„ეს იყო შეუსრულებელი მისია 4, დროა, რომ მარტო ითამაშონ, მეტოქის გარეშე“ - ეს უკვე კრიშტიანუს სიტყვებია.

 გვარდიოლა კი ზეიმობდა - „ჩვენ უძლიერესი და უმდიდრესი მეტოქე დავამარცხეთ, რომელთაც ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ.“

„რეალს წაგება არ შეუძლია, მათ „ბარსელონას“ კომპლექსი აქვთ.“ - თქვა დანი ალვესმა.

ეპილოგი

ყველაფერი ამით არ დასრულებულა, 1-2 თვეში გუნდები ესპანეთის სუპერ თასის ფინალში შეხვდნენ, სადაც ახალი სკანდალი დატრიალდა და ჟოზემ ტიტო ვილანოვას კინაღამ თვალი გამოთხარა.

ჩავი და კასილიასი მეგობრობის შენარჩუნებას ცდილობდნენ, ხოლო ესპანეთის ნაკრები ტრიუმფალურ სხვლას განაგრძობდა.

კასილიასისთვის მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში, ეს გიჟური ოთხი „კლასიკო“ განხილულია, მათ შორის მოურინიოს თვალითაც - „მე ვცდილობდი, რომ ჩემს ფეხბურთელებში მეომრული თვისებები გამეღვიძებინა, სხვაგვარად „ბარსას“ დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა.“

„ჩვენ მზად არ ვიყავით ასეთი თამაშისთვის.“ - ამბობს კასილიასი დოკუმენტურ ფილმში.

„მათ რაციონალიზმი დაკარგეს.“ - ამატებს ანდრეს ინიესტა.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ მაშინდელმა "კლასიკომ" საზღვრები დაკარგა და ბინძურ თამაშში გადაიზარდა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ დიდებული სანახაობა იყო. 

10 წელი გავიდა, თითქოს გუშინ იყო..

„დიდი შტორმი“ უდიდეს კლასიკად იქცა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 აპრილი 2021 23:26
    0
    ბუსკეტს რო კაცი რაიმეში დაადანაშაულებ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 აპრილი 2021 17:21
    0
    მეზარება ბევრს ვერ დავწერ, ამიტომ მოუს მოკლედ ვეტყვი. მაგ სიმართლით იარე და შენი დედაც მო....
    [?]
    #6 17 აპრილი 2021 09:35
    1
    ციტატა: CHEPE
    მან ისეთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რომლის მოგებისაც შემრცხვებოდა, ეს იყო სკანდალი „სტემფორდ ბრიჯზე“, ამჯერად ის მოიგებს სკანდალით „ბერნაბეუზე, იმედი მაქვს ოდესმე ისე მოიგებს ლიგას, რომ არსად კითხვის ნიშანი არ გაჩნდება.“

    რაო ჟოზემ??😌😌😌 ასეთი მოგებულ ლიგა შემრცხვებოდაო..
    აბა იმ ტლოპინას კითხეთ გენიოსი რომ ჰგონია თავი გავარდნა 3 ლიგა რანაირად მოიგო... აყროლებულ მადრიდს მიხედეთ ბიჭო და ნუ ატლიკინებთ ენებს თქვემს მსაჯრიდს მიხედეთ იქ დაბრუნდება სადაც მისი ადგილია ,,საღორეში"👌👌👌

    მამენტ ჟოზემაც სკანდალურად მოიგო, ბარსასთან პირველ თამაშში მილიტოს თამაშგარე, ბოიანის არ ჩათვლილი გოლი, თუ მილიტოსი ჩასათვლელი იყო, ბოიანს სუფთა გოლი გაუტანია. სტემფორდ ბრიჯზე არანაკლებ სკანდალურია მარა ამ დედამ...ლი მადრიდული პრესა პერესის ბრძანებით ისე მუშაობდა რო ბარსას ყველა წამატებას მსაჯებს აწერდნენ და სკანდალად ფუთავდნენ. დავიჯერო სტემფორდ ბრიჯზე სადაც 10 კაცით დაგვტოვეს ტყუილად, იქ უფრო დაიჩაგრა ჩელსი თუ ბეიერნი უფრო ცოდოა რომელმაც სტუმრად დაუქამბექა რეალს მარა მსაჯმა უკადრებელი იკადრა ჯერ ვიდალის გაგდებით, მერე კაზეს არ გაგდებით და რონალდოს გოლი ხო სასაცილო იყო. ბარსა აქეთ დაუჩაგრა ჩელსისთან 2 თამაშის ჯამში. პსჟ სთან ამხელა წარმატება შეუბღალა პრესამ ბარსას. იმ პრესამ რომელიც რეალის ყველა არაჩესნ მოგებას სიძლიერით აფასებს. ეგ სულ ეგრე იყო
    მწერალი [?]
    #5 16 აპრილი 2021 23:36
    0
    nika 54,
    Marca-ს სტატიაა, ძაან დეპრესიულიც ნუ იქნები : )

    ერთი დღე დარჩა პირველ ტიტულამდე. barca-5
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 აპრილი 2021 21:05
    3
    მოკლედ მოგონებებიღა დაგვრჩა წინა წლების. ნოსტალგიაშია "ბარსამანიაც"
    Culé [?]
    #3 16 აპრილი 2021 21:00
    2
    მგელი ხარ ფეოლა მგელი და მგელზე უფრო მგელი :)))
    გულშემატკივარი [?]
    #2 16 აპრილი 2021 20:42
    3
    ალბათ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ეპოქა... პიკში მყოფი საუკეთესო ფეხბურთელებით შეკრული რეალი ბარსას დაპირისპირების ყურების საშუალება სეზონში რამდენიმეჯერ, რომ გაქვს და ყოველ თამაშში მსოფლიოს საუკეთესო ორი მოთამაშე, საუკეთესო მწვრთნელები და საუკეთესო გუნდები რომ უპირისპირდებიან ერთმანეთს და კიდევ სხვა ბევრი ინტრიგა რომ დევს ერთ მატჩში, ამაზე უკეთესი რაღა უნდა ნახო ფეხბურთში... ვეღირსებით კი კიდევ რამე მიახლოებულს მაინც?.. ეჰჰ..
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 აპრილი 2021 20:12
    1
    ბრავო 🙏🙏 ძალიან ძალიან მაგარი სტატია და ძალიან ძალიან მაგარი დრო იყო, ბავშვი ვიყავი მარა ისე მახსოვს ყველაფერი თითქოს მართლა გუშინ იყო 🥺 საოცარი პერიოდი ფეხბურთში, დაძაბულობის პიკი, არც კლუბები და არც გულშემატკივრები ერთმანეთს რომ არ ინდობდნენ 🥲💙❤️