პირველად ისტორიაში - ზედიზედ მოგებული 3 კლასიკო ფინალში
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "ბარსელონას" მიერ "რეალ მადრიდის" დამარცხება (3-2) ისტორიული "ელ კლასიკო" გამოდგა. ეს იყო ამ გუნდების დაპირისპირებებში პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ზედიზედ 3 ფინალი მოიგო (იგულისხმება ერთმატჩიანი ფინალები).
დღევანდელ მატჩამდე ჰანსი ფლიკის გუნდმა "რეალ მადრიდი" გასული სეზონის მიწურულს ესპანეთის თასის ფინალში 3-2 დაამარცხა, მანამდე კი, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში 5-2 გაანადგურა.
ერთმატჩიან ფინალებში "ელ კლასიკოში" ასეთი ანგარიშია: "ბარსელონას" 7 მოგება, "რეალ მადრიდს" 5 მოგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]