"ბარსელონას" ჰოკეის გუნდი
"ბარსელონა" რომ ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტული კლუბია ეს ჰოკეის გუნდის დამსახურებაცაა. ძნელია სპორტის ისტორიაში "ბლაუგრანას" ჰოკეის გუნდზე უფრო წარმატებული გუნდი მოვნახოთ.
"ბარსელონას" პროფესიონალური გუნდი ჰოკეის ერთ-ერთ სახეობაში, გორგოლაჭებიან ჰოკეიში (Roller hockey) ჰყავს. კატალონიურ კლუბს ეს მიმართულება 1942 წლის 1 ივნისს დაემატა, თუმცა ერთი წლის შემდეგ გაუქმდა, რადგან საჭირო მოედნის მოძიება პრობლემა იყო.
1948 წელს "ბარსელონამ" "გრან ვიას" მოედანი იქირავა და ჰოკეის გუნდი აღადგინა. ამ დროიდან მოყოლებული, 1960-იან წლებამდე, "ბარსელონას" ჰოკეის გუნდი ესპანეთში ჰეგემონიის დამყარებისთვის იბრძოდა. 1963 წელს დაიწყო კრიზისი, რომელიც ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული და რომელიც 7 წელი გაგრძელდა.
განსაკუთრებული ერა
1970 წელს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად გუნდის ყოფილი მოთამაშე ჯოზეპ ლორენტე დაინიშნა, რამაც "ბლაუგრანას" მოგებების გზაზე დაბრუნება გამოიწვია. 1972-დან 1987 წლამდე "ბარსელონას" ჰოკეის გუნდი სეზონში მინიმუმ 1 ტიტულის მოგებას ახერხებდა, გამონაკლისი მხოლოდ 1975/76 წლების სეზონი იყო. 1978-1985 წლებში "ბარსელონამ" ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება 8-ჯერ მოახერხა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა 1977/78 წლების სეზონი, როდესაც "ბარსელონამ" შიდა და საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
ცვლილებები და უტიტულობა
1987 წელს დაღმასვლა დაიწყო, რისი მიზეზიც ვარსკვალვური მოთამაშეების ნაკლებობა და კონკურენტების აქტიურად გაძლიერება გახდა. შედეგად, 1987/88 წლების სეზონში, 17 წელიწადში 39 ტიტულის მოგების შემდეგ ჟოზეპ ლორენტემ გუნდი დატოვა. მას რამდენიმე მოთამაშეც გაჰყვა. ჟორდი ვილა-პუჩმა კარიერა დაასრულა, ჟოზე და ჟოან ტორნერები "ნოიაში" გადავიდნენ, ხუან კარლოსმა კი "იგუალადას" მიაშურა.
უტიტულობა 1993/94 წლების სეზონამდე გაგრძელდა. ამ წელს "ბარსამ" ესპანეთის თასის ფინალში ლა კორუნიის "ლისეო" დაამარცხა.
კარლოს ფიგეროა და თავიდან დაბადება
ერთი წლის შემდეგ გუნდი კარლოს ფიგეროამ ჩაიბარა, "ბარსელონას" ასევე შეუერთდნენ ხოსე ლუის პაესი, რობერტო როლდანი, დავიდ გაბალდონი და კარლოს ფოლგერა. შედეგად "ბლაუგრანა" ყველა ტურნირის ფავორიტად იქცა. 1995/96 წლების სეზონში "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, მომდევნო წელს კი იგივე ჩემპიონთა ლიგაზეც გააკეთა. 1997/98 წლების სეზონში კატალონიელებმა წარმატებას ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროპის სუპერ თასზე მიაღწიეს, ასევე მოიგეს საკონტინენტთაშორისო თასის პირველი გათამაშება, რომელშიც სამხრეთ ამერიკული UVT დაამარცხეს.
1998/99 წლების სეზონში, "ბარსელონას" 100 წლის იუბილეზე, ესპანეთის ჩემპიონატი კლუბის ყველა პროფესიონალურმა გუნდმა მოიგო, მათ შორის ჰოკეის გუნდმაც. ამას მოჰყვა იბერიის თასზე, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებები. 2000/01 წლების სეზონში "ბარსა" საუკეთესო იყო ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერ თასსა და იბერიის თასზე.
კიმ პაულსის ერა
2003/04 წლების სეზონში, კარიერის პიკზე სპორტიდან წავიდა გაბი კაირო. მას მიჰყვა კარლოს ფიგეროაც, რომელიც ჯერჯერობით ბოლო მწვრთნელია, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. ფიგეროა "ბარსელონას" ყოფილმა ჰოკეისტმა, კიმ პაულსმა შეცვალა, რომლის ხელშიც გუნდი მოგებებს განაგრძობდა. "ბარსელონაში" გატარებული 4 წლის განმავლობაში მან გუნდს 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკონტინენტთაშორისო თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 4 კონტინენტური თასი, 1 ესპანეთის თასი და 1 CERS თასი მოაგებინა.
20 ჩემპიონთა ლიგა
2011 წელს გუნდი ყოფილმა მოთამაშემ, გაბი კაირომ ჩაიბარა. მის ხელში "ბარსამ" ესპანეთის სუპერ თასი, თასი და ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო, ხოლო 2013 წლის მარტში მან გუნდის სათავეები ასისტენტს, რიკარდ მუნიოსს გადააბარა.
მუნიოსის დროს "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 20 ტიტულიან ნიშნულს გადააბიჯა. 2014 ად 2015 წლებში გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატიც და თასიც, 2018 წელს კი იგივე შედეგს ქვეყნის თასი დაამატა.
იმ 12 ტურნირიდან, რომელიც "ბარსელონას" მოუგია, 8-ში ტიტულების რეკორდი კატალონიურ გუნდს ეკუთვნის.
ტიტულები
*რეკორდი
ესპანეთის ჩემპიონატი |
32* | |
1973/74, 1976/77, 1977/78, 1978/79, 1979/80, 1980/81, 1981/82, 1983/84, 1984/85, 1995/96, 1997/98, 1998/99, 1999/00, 2000/01, 2001/02, 2002/03, 2003/04, 2004/05, 2005/06, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2009/10, 2011/12, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21 |
ჩემპიონთა ლიგა |
22* | |
1972/73, 1973/74, 1977/78, 1978/79, 1979/80, 1980/81, 1981/82, 1982/83, 1983/84, 1984/85, 1996/97, 1999/00, 2000/01, 2001/02, 2003/04, 2004/05, 2006/07, 2007/08, 2009/10, 2013/14, 2014/15, 2017/18 |
ესპანეთის თასი |
24* | |
1952/53, 1957/58, 1962/63, 1971/72, 1974/75, 1977/78, 1978/79, 1980/81, 1984/85, 1985/86, 1986/87, 1993/94, 1999/00, 2001/02, 2002/03, 2004/05, 2006/07, 2010/11, 2011/12, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2021/22 |
ესპანეთის სუპერ თასი |
11* | |
2004/05, 2005/06, 2007/08, 2008/09, 2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2017/18, 2019/20 |
კატალონიის ლიგა |
7* | |
1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 2018/19, 2019/20, 2020/21 |
კონტინენტური თასი |
18* | |
1980/81, 1981/82, 1982/83, 1983/84, 1984/85, 1985/86, 1997/98, 2000/01, 2001/02, 2002/03, 2004/05, 2005/06, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2010/11, 2015/16, 2018/19 |
საკონტინენტთაშორისო თასი |
5* | |
1997/98, 2005/06, 2008/09, 2014/15, 2018/19 |
CERS თასი |
1 | |
2005/06 |
იბერიის თასი |
3* | |
1999/00, 2000/01, 2001/02 |
მონტროს ერთა თასი |
3 | |
1977/78, 1979/80, 1994/95 |
თასების მფლობელთა თასი |
1 | |
1986/87 |
კატალონიის ჩემპიონატი |
2 | |
1956/57, 1959/60 |