"ბარსელონას" ხელბურთის გუნდი

"ბარსელონას" ხელბურთის სექცია ოფიციალურად 1943 წლის 23 ნოემბერს დაარსდა, მაგრამ კატალონიელთა ხელბურთის გუნდი ამხანაგურ თამაშებს 1930-იან წლებშიც ატარებდა.

თავდაპირველად ხელბურთს 11-11-ზე, საფეხბურთო მოედანზე თამაშობდნენ, რადგან თანამედროვე, 7-კაცა ხელბურთი დახურულ დარბაზში 1950-იან წლებამდე პოპულარული არ იყო.

წარმატება 11-კაციან ხელბურთში

ხელბურთის გუნდმა პირველ წარმატებას მალევე მიაღწია. 1940-იანი წლების შუაში "ბარსამ" ზედიზედ 3-ჯერ მოიგო როგორც ესპანეთის, ასევე კატალონიის ჩემპიონატი. იგივე განმეორდა 1949 და 1951 წლებში. 1950-იან წლებში გუნდმა ტიტულებს კატალონიის 4 და ესპანეთის 1 ჩემპიონატი შემატა.

თანამედროვე ხელბურთი

7-კაცა ხელბურთში იგივე წარმატების გასამეორებლად "ბარსელონას" ლოდინი 60-იანი წლების ბოლომდე მოუხდა. დარბაზში თამაშის დროს "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატი და თასი ერთად პირველად 1969 წელს მოიგო. "პალაუ ბლაუგრანას" აშენებამ (1971) კი "ბარსელონას" დარბაზის მიმართულებებს ახალი გასაქანი მისცა. თუმცა 1970-იან წლებში ესპანურ ხებურთში "გრანოლიერსი", "კალპისა" და მადრიდის "ატლეტიკო" დომინირებდნენ. დროის ამ მონაკვეთში "ბლაუგრანამ" მხოლოდ 2 თასი და 1 ჩემპიონატი მოიგო. თუმცა კლუბს ოქროს ხანა კარს მოსდგომოდა.

ოქროს ერა

80-იანი წლები 2 ჩემპიონატისა და 1 თასის მოგებით დაიწყო, 1984 წელს კი გუნდის მთავარ მწვრთნელად ვალერო რივერა დაინიშნა, რამაც გუნდის სხვა დონეზე აყვანა გამოიწვია. ამას როგორც ესპანეთში ასევე მის მიღმა "ბარსელონას" 20 წლიანი დომინაცია მოჰყვა. 1987-1992 წლებში "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო, იგივე გაიმეორა 1995-2000 წლებში, ესპანეთის თასი კი 9-ჯერ მოიგო.

ევროპის მეფეები

"ბარსელონამ" გემო საერთაშორისო წარმატებებსაც გაუგო. ლეგენდარული მოთამაშეების, სერანოსა და საგალესის წყალობით 80-იანი წლების დასაწყისში "ბლაუგრანამ" თასების მფლობელთა თასი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, ჩემპიონთას თასზე გამარჯვებას კი გემო პირველად 1991 წელს გაუსინჯა. ამას კიდევ 2 თასების მფლობელთა თასი მოჰყვა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 1996-2000 წლებში ვალერო რივერას გუნდმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო. ძნელი წარმოსადგენია, ამ სპორტში ეს მიღწევა ოდესმე ვინმემ გაიმეოროს. კატალონიელებმა 4-ჯერ ევროპის სუპერ თასიც მოიგეს.

"ოცნების გუნდის" დასასრული

რივერამ გუნდი 2003/04 წლების სეზონში დატოვა. წავიდა ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ენრიკ მასიპიც, მას მიჰყვენ ლეგენდები - ურდანგარინი, გუიხოსა, ორგეკა, შეპკინი და ო'კალაჰენი. ხელბურთის "ოცნების გუნდი" აღარ არსებობდა.

მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩესკო ესპარმა ჩაიბარა, მის ასიტენტებად კი ლეგენდარული ხელბურთელები, მასიპი და ო'კალაჰენი დაინიშნენ. მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად წარმატებული პერიოდი არ სრულდებოდა.

"ოცნების გუნდიდან" შემორჩენილი ერთადერთ მოთამაშეს, კაპიტან დავიდ ბარუფეტს ნაგი, სკრბიჩი და იკერ რომერო დაემატნენ და "ბარსა" დომინირებას განაგრძობდა. 2005 წელს კატალონიელებმა მე-7 ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2006 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს.

"ფულ ჰაუსი" 2015 წელს

"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ლოდინი 2011 წლამდე მოუხდა. 2009 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანოლო კადენასი ჩავი პასკუალმა შეცვალა, რომლის მეთაურობითაც, 2011 წლიდან მოყოლებული, "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს ყოველთვის იგებს და ზედიზედ მოგებების რეკორდს აუმჯობესებს. ისეთი ხელბურთელების წყალობით, როგორებიც იყვნენ ვიქტორ ტომასი, ნიკოლა კარაბატიჩი და იესპერ ნოდესბო, "ბარსელონამ" საკონტინენტთაშორისო თასის (Super Globe) პირველი 2 გათამაშება მოიგო (2013, 2014), შემდეგ კი ამ ტურნირზე ზედზიედ 3-ჯერ იმარჯვა (2017-2019). ამას დაემატა 2014/15 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეცხრედ მოგება. ამ სეზონში "ბარსელონამ" ყველა, შვიდივე შესაძლო ტიტული მოიგო და 1999/2000 წლების მიღწევა გაიმეორა.

ტიტულების ჩამონათვალში შეგიძლიათ ნახოთ, რომ 13 შესაძლო ტურნირიდან 12-ში "ბარსელონა" რეკორდსმენია, ის ერთადერთი კი ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირია, სადაც "ბარსამ" ბოლო 2002/03 წლების სეზონში ითამაშა და მოიგო კიდეც.

ტიტულები

*რეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატი

29*
1968/69, 1972/73, 1979/80, 1981/82, 1985/86, 1987/88, 1988/89, 1989/90, 1990/91, 1991/92, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 1999/00, 2002/03, 2005/06, 2010/11, 2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22

ჩემპიონთა ლიგა

11*
1990/91, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 1999/00, 2004/05, 2010/11, 2014/15, 2020/21, 2021/22

ესპანეთის თასი

26*
1968/69, 1971/72, 1972/73, 1982/83, 1983/84, 1984/85, 1987/88, 1989/90, 1992/93, 1993/94, 1996/97, 1997/98, 1999/00, 2003/04, 2006/07, 2008/09, 2009/10, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22

Asobal Cup

17*
1994/95, 1995/96, 1999/00, 2000/01, 2001/02, 2009/10, 2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22

ესპანეთის სუპერ თასი

24*
1986/87, 1988/89, 1989/90, 1990/91, 1991/92, 1993/94, 1996/97, 1997/98, 1999/2000, 2000/01, 2003/04, 2006/07, 2008/09, 2009/10, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22

კატალონიის სუპერ თასი

20*
1997/98, 1998/99, 1999/00, 2000/01, 2001/02, 2003/04, 2005/06, 2006/07, 2007/08, 2009/10, 2010/11, 2011/12, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21

Super Globe

5*
2013/2014, 2014/15, 2017/18, 2018/19, 2019/20

EHF თასი

1
2002/03

ევროპის სუპერ თასი

5*
1996/97, 1997/98, 1998/99, 1999/2000, 2003/04

ევროპის თასების მფლობელთა თასი

5*
1983/84, 1984/85, 1985/86, 1993/94, 1994/95

კატალონიის ლიგა

12*
1981/82, 1982/83, 1983/84, 1984/85, 1986/87, 1987/88, 1990/91, 1991/92, 1992/93, 1993/94, 1994/95, 1996/97

ესპანეთის ჩემპიონატი (11-კაცა ხელბურთი)

6*
1944/45, 1945/46, 1946/47, 1948-49, 1950/51, 1956/57

კატალონიის ჩემპიონატი (11-კაცა ხელბურთი)

10*
1943/44, 1944/45, 1945/46, 194647, 1948/49, 1950/51, 1953/54, 1954/55, 1956/57, 1957/58