დაეხმარე ბარსელლონას ოფიციალურ ფანკლუბს

ჩვენი ფანკლუბი 2006 წელს დაარსდა და "ბარსელონას" გულშემატკივრებს მათი საყვარელი კლუბის შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ აწვდის. 2017 წლის თებერვალში კი ჩვენმა ფანკლუბმა "ბარსელონისგან" ოფიციალური ფანკლუბის სტატუსი მიიღო.

ჩვენი საიტი Barcamania.ge ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართული სპორტული საიტია, ჩვენი ფანკლუბი Penya Blaugrana Tbilisi კი "ბარსელონას" ერთადერთი ქართული ოფიციალური ფანკლუბი.

თუ გაქვს სურვილი, დაეხმარო ფანკლუბს ფუნქციონირებასა და განვითარებაში, შენ შეგიძლია ეს ნებისმიერი ოდენობის თანხით, თუნდაც ერთი ლარით გააკეთო.

რაში ჭირდება ფანკლუბს ფინანსები? ძირითადად 3 მიმართულებით: ტექნიკური ხარჯი (საიტის დომენისა და ჰოსტინგის მომსახურება); ჟურნალისტებისთვის მინიმალური ანაზღაურების გაცემა იმისათვის, რომ მათ თქვენამდე ინფორმაცია დროულად მოიტანონ; გათამაშებების დასაფინანსებლად.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურადაა დარეგისტრირებული არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფანკლუბის ხელმძღვანელი პირები ამ საქმიანობიდან მოგებას ვერ ნახულობენ და თქვენ მიერ გადმორიცხული თითოეული ლარი სრულად მოხმარდება ფანკლუბს.

ჩვენი ფანკლუბის საბანკო რეკვიზიტები:

  • ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”
  • ბანკის კოდი: TBCBGE22
  • ანგარიშის ნომერი: GE85TB7388336080100004
  • მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი
  • მიმღების სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი