„რა გავაკეთოთ ლუის?“ - ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის რისკი
მოგვიახლოვდა "ელ კლასიკო" - მატჩი, რომელსაც ყველა ელის, მაგრამ, შესაძლოა, "კლასიკომ" ხიბლი ცოტა დაკარგოს და "ბარსას" პრობლემები შეექმნას. რატომ? იმიტომ, რომ ლუის სუარესი ძალიან ახლოსაა დისკვალიფიკაციასთან.
ურუგვაელმა უკვე მე-4 ყვითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციას ერთი ბარათი აშორებს. თუ ეს "ხეტაფესთან" მოხდა, მაინც ცუდი იქნება, რადგან კატალონიელებს "ელ მადრიგალზე" აქვთ სათამაშო "ვილიარეალის" წინააღმდეგ, რომელიც სერიოზული მეტოქეა, განსაკუთრებით, საკუთარ სტადიონზე.
იმ შემთხვევაში, თუ სუარესი არ მიიღებს გაფრთხილებას "ხეტეფესთან" მას შეეძლება თამაში "ვილიარეალთან", მაგრამ "ვილიარეალთან" გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ის "რეალთან" ტოვებს მატჩს. სუარესმა უნდა ეცადოს, რომ გაფრთხილება არ აიკიდოს, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში მას მატჩის გამოტოვება მოუწევს.
შეიძლება, სატურნირო ცხილიდან გამომდინარე, სუარესმა "კლასიკო" რომ გამოტოვოს ბევრი არაფერი დაშავდეს, მაგრამ ეს ხომ "კლასიკოა" - მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ტურნირია ეს, რამდენად მნიშვნელოვანია... "კლასიკო" მაინც "კლასიკოა"!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 52 ]