კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წარმოგიდგენთ Barcamania.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამ გვერდზე თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ, თუ რა ინფორმაციას აგროვებს ჩვენი ვებგვერდი მომხმარებლებზე, როგორ იყენებს მას და როგორ იცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლითაც მომხმარებლების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

ჩვენი ვებგვერდის ნებისმიერი სახით გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ წაკითხული გაქვთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ეთანხმებით მას.

კონფიდენციალური პოლიტიკა

Barcamania.ge პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები შეგროვებასა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.

ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს Barcamania.ge-ს თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა.

პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები

თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია Barcamania.ge მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებგვერდის გამოყენებასთან და მის მომსახურებასთან. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებგვერდის დაცულ ადგილებზე და მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები;
  2. ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებბრაუზერის შეთავსებადობასთან და ვებგვერდების ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
  3. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია გამოსაყენებელი სამართლით.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით.

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს Barcamania.ge-ს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება და ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.

თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

Barcamania.ge დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან Barcamania.ge-ზე, რომ გამოგიგზავნოთ ახალი ინიციატივები, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებგვერდის საქმიანობასთან და მომსახურებასთან.

Barcamania.ge დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში Barcamania.ge შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 10 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

მონაცემების შეგროვება და უსაფრთხოების ზომები

როდესაც იყენებთ Barcamania.ge-ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად (“Cookies” მეშვეობით), მაგალითად, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს და მომხმარებლების უპირატესობებს ამ ვებ-გვერდზე არსებული მომსახურების არჩევისას და იმ პროდუქტების შეძენისას, რომლებიც ხელმისაწვდომია მომსახურებით. ინფორმაცია და მონაცემი შეგროვებულია ავტომატურად და პირდაპირ ვებგვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემი შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს Barcamania.ge-ზე ხელმისაწვდომი მომსახურების გაუმჯობესება ვებგვერდის მომხმარებლების საჭიროებისა და უპირატესობისთვის.

სხვა შემთხვევებში, Barcamania.ge პირდაპირ შეაგროვებს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას მისი მომხმარებლებისაგან, როდესაც ისინი ონლაინ დარეგისტრირდებიან Barcamania.ge-ზე.

Barcamania.ge დაამუშავებს ასეთ მონაცემს მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ ფარგლებში, რომელიც აღნიშნულია აქ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით და შესაძლებელია გამჟღავნდეს მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფასთან.

აუცილებელი უსაფრთხოების ზომების განვითარება მოხდა, რათა დაცული იქნეს პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შემთხვევითი დაკარგვისაგან, შეცვლისაგან, არაკანონიერი გამჟღავნებისაგან ან ხელმისაწვდომობისაგან და შეიქმნა ყველა სხვა მიზეზის საწინააღმდეგოდ, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას. თუმცა, Barcamania.ge-ს არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ Barcamania.ge-ზე ვებგვერდის და მონაცემების და ინფორმაციის გადაცემის დაცვისთვის მის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები, თავიდან ააცილებს ან გამორიცხავს არაკანონიერი ხელმისაწვდომობის ან მონაცემის დაკარგვის ნებისმერ რისკს.

მკაცრად მიზანშეწონილია, რომ თქვენი კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებით, რომლებიც დაიცავს ქსელის მონაცემთა გადაცემას/მიღებას (როგორიცაა ანტივირუსული სისტემა) და რომ, თქვენი ინტერნეტ მომსახურების მომწოდებელი მიიღებს შესაბამის ზომებს ქსელის მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოებისათვის (როგორიცაა, მაგალითად, Firewalls და ანტი-სპამ ფილტრაცია).

Cookies

ვებგვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. Cookies არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ Barcamania.ge-ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის მისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში. მხოლოდ Barcamania.ge ამუშავებს Cookies მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ერთიანად და ანონიმურად, იმისთვის რომ მოხდეს მისი მომსახურებისა და ვებგვერდის ოპტიმიზაცია მომხმარებელთა საჭიროების და უპირატესობის შესაბამისად. როგორც თქვენ შეიძლება იცოდეთ, თითოეული ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა შესაძლებლობას Cookies წაშლისა თითოეული სესიის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინფორმაციას ამ წაშლის პროცედურების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში, თუ გსურთ წაშალოთ Cookies. მონაცემთა ავტომატურად შეგროვების პროცედურის და Cookies გამოყენების შესახებ თანხმობა არის აუცილებელი ვებ-გვერდისა და მისი მომსახურების სარგებლობისთვის.

თუ თქვენ არ გნებავთ, რომ თქვენმა ბრაუზერმა თანხმობა განაცხადოს Cookies-ზე, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ Cookies მიღების ოფცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.

პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება

Barcamania.ge დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ, რომელიც გამოხატულია თავისუფლად, იმისთვის, რომ გამოგიგზავნოთ სარეკლამო მასალა და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული კომუნიკაციები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ხვდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მომსახურებაში, რომელიც უზრუნველყოფილია Barcamania.ge-ის მიერ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი თანხმობა აუცილებელია, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას წინასწარ და მოგცემთ არჩევანს დათანხმდეთ ან უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით, ზემოთ მითითებული მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მონიშვნით.

თუმცა, Barcamania.ge-მ შესაძლოა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. როგორიცა მაგალითად, როცა ასეთი დამუშავება აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც აქვს Barcamania.ge-ს ან როდესაც ასეთი დამუშავება საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტით მომხმარებლებთან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რათა ისარგებლოთ უფლებით და თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროსა და ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, არ მიიღოთ მომავალი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მომსახურებასთან.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ დასტური Barcamania.ge-სგან, მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან მუშავდება თუ არა, რეგისტრირებულია თუ არა და დამუშავების რა პროცესშია, კომუნიკაციის გასაგების ფორმით.

უფრო მეტიც, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ Barcamania.ge-სგან ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების წყაროს შესახებ; მიზნებისა და თქვენი პერსონალური მონაცმების დამუშავების გზების შესახებ; ლოგიკის შესახებ, რომელიც ჩართული ნებისმიერი ელექტრონული მონაცემის დამუშავებისას; მონაცემთა მაკონტროლებლისა და პროცესორების დეტალების შესახებ; გაერთიანების ან გაერთიანების კატეგორიათა სახელები, ვისთანაც შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ეს მონაცემები, მაგალითად, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი ან ასე დანიშნული მხარე.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ Barcamania.ge-სგან:

  1. განახლებული, შესწორებული ან როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი ინტერესი, თქვენი გაერთიანებული პერსონალური მონაცემები;
  2. თქვენი (უკანონოდ დამუშავებული) პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდაქმნა ანონიმურ ფორმაში, დაბლოკვა, მათ შორის მონაცემი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქნას შენახული, იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იქნა შეგროვებული და შემდგომში დამუშავებული;
  3. თანხმობა ოპერაციებზე, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული (იგივე შინაარსით), რომელშიც მონაცემი გამჟღავნდა ან გავრცელდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ან თუ გამოყენებული საშუალებები აშკარად არაპროპორციულია უფლების დაცვისთვის.

თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ, მთლიანად ან ნაწილობრივ:

  1. ლეგიტიმური მიზნებისთვის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუნდაც ის დაკავშირებული იყოს იმ მიზნებთან, რისთვისაც შეგროვდა;
  2. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება რეკლამის ან პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ან მარკეტინგული კვლევისა ან კომერციული კომუნიკაციის ჩატარების მიზნით.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოთ აღნიშნული უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამას აკეთებთ გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად, Barcamania.ge-სთნ თქვენი მოთხოვნის გაგზავნით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@barcamania.ge. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.

მარეგულირებელი კანონები

ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.

შესწორებები და ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკისა

Barcamania.ge-ს შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და Barcamania.ge-ს განახლებული პოლიტიკა.