ჩვენ შესახებ


Barcamania.ge ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართული სპორტული საიტია. ჩვენი ვებგვერდი 2005 წლის ბოლოს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად ფუნქციონირებს.

2007 წლის 12 დეკემბერს, Barcamania.ge-მ "ბარსელონას" ქართველი გულშემატკივრების პირველი შეკრება გამართა. მას შემდეგ, ჩვენი მომხმარებლები "ბარსელონას" მნიშვნელოვან თამაშებზე იკრიბებიან ხოლმე.

2017 წლის 6 თებერვალს, Barcamania.ge-ს ბაზაზე შექმნილ ფანკლუბს (Penya Blaugrana Tbilisi) "ბარსელონამ" ოფიციალურის სტატუსი მიანიჭა. Penya Blaugrana Tbilisi "ბარსელონას" ერთადერთი აქტიური ქართული ფანკლუბია.

2019 წლის იანვარში კი, ქართულ რეალობაში უპრეცედენტო რამ მოხდა - Barcamania.ge-ს ბაზაზე დაარსებულმა "ბარსელონას" ოფიციალურმა ქართულმა ფანკლუბმა საკუთარი ბარი გახსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ ფანკლუბს საკუთარი ბარი აქვს.

ჩვენი საიტის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაქსიმალურად ხარისხიანი ინფორმაცია. როგორც მომხმარებლების, ასევე სიახლეების მხრივ, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ხარისხი და არა რაოდენობა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენს საიტზე ვერასდროს შეხვდებით გამოგონილ ინფორმაციას, რაც, სამწუხაროდ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში დიდი იშვიათობაა. Barcamania.ge-ს დამფუძნებლების ურყევი ნებაა, რომ არასდროს, არანაირი მიზეზით, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით საიტზე არ მოხდეს გამოგონილი ინფორმაციის განთავსება. ამ მიზნის განსახორციელებლად, საიტზე დანერგილია ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი შიდა სტანდარტი - ყველა სიახლეს ახლავს წყარო, რისი წყალობითაც, როგორც ადმინისტრაციას, ასევე მომხმარებლებს, ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ.


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

პარტნიორები

Flashscore.ge
მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი