"ბარსელონას" ფორმების ისტორია


      

ამ გვერდზე თქვენ შეხვდებით "ბარსელონას" ყველა იმ ფორმას, რომლის არსებობაც დოკუმენტალურად დადასტურებულია. ფორმების ისტორია ფოტოსურათებიდან კატალონიურმა გამოცემა ARA-მ შეისწავლა.

1899-1940 წლები

"ბარსელონას" ფერების წარმოშობის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნო ვერსიას, რომელსაც შეგვიძლია ოფიციალური ვუწოდოთ, ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

არსებობს მოსაზრება, რომ "ბარსელონამ" ისტორიაში პირველი შეხვედრა თეთრი ფორმით ჩაატარა, თუმცა ტრადიციული ლურჯი და ბროწეულისფერი კლუბის ფორმაზე პირველივე წელს აისახა. ამ ფერის ზოლებით კი ფორმები 1910 წლიდან ჩნდება.

1899/1900 - 1909/1910

გერბის გარეშე გერბით
       
"ბარსელონას" ფორმის პირველი ფოტოსურათი 1900 წლით თარიღდება. ამ დროს, უკვე ვხედავთ მუქ ლურჯად და ბროწეულისფრად შუაზე გაყოფილ ფორმას. ის შეკერილი იყო ფლანელის ქსოვილისგან, რაც ფეხბურთის თამაშს არაკომფორტულს ხდიდა. იმდროინდელი რეკლამებიდან ირკვევა, რომ ფორმა Kneipp-ის ქარხანაში იკერებოდა, რომელიც Carrer del Call-ზე მდებარეობდა. პირველ ფორმას ქალაქ ბარსელონას გერბი ჰქონდა, შორტები კი ქამრით იკვრებოდა.


1910/1911

 

1910 წლის 16 იანვარს, "ბარსელონამ" ვერტიკალური ზოლებიანი ფორმა პირველად ჩაიცვა. ახალი ფორმა, ფლანელის მატერიასთან შედარებით, უფრო მსუბუქი ქსოვილისგან იყო შეკერილი. ამ ფორმით "ბარსამ" პირველად "კარერ ინდუსტრიას" მოედანზე ითამაშა, "ცენტრალის" წინააღმდეგ.

იმავე წელს, "ბარსელონამ" კლუბის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა, რომელიც სანტიაგო ფემენიამ მოიგო. მას შემდეგ, "ბარსა" ლოგოს კონცენფიას ინარჩუნებს, თუმცა დიზაინში მცირე ცვლილებები პერიოდულად შედის.

ახალი ფორმის შორტები დამოკლდა იმისათვის, რომ თამაში უფრო კომფორტული ყოფილიყო.


1911/1912 - 1912/13

 

ვერტიკალური ზოლები გაფართოვდა და ფორმამ ის სახე მიიღო, რომელიც მისთვის მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იყო დამახასიათებელი. ლურჯი ზოლი ცენტრში იყო, რაც მომდევნო წლების ფორმებშიც შენარჩუნდა. ფორმას საყელოს შესაკრავი ჰქონდა, შორტები კი კვლავ თეთრი იყო.


1913/1914 - 1921/22

 

"ბარსელონა" მაისურის დიზაინს ინარჩუნებს, მაგრამ იცვლება შორტის ფერი.


1922/1923 - 1929/1930

       
მაისური თასმებით აღარ იკვრება. ფორმაზე მომრგვალებული საყელო პირველად გამოჩნდა. იმავე პერიოდში, "ბარსელონა" თითქმის იდენტური დიზაინის ფორმით თამაშობდა. განსხვავებული იყო საყელო და სახელოების ფერი.


1930/1931 - 1939/40

 

ფრანკოს დიქტატორობის დროს, "ბარსელონა" იძულებული გახდა ლოგოზე კლუბის დასახელების აბრევიატურა შეეცვალა და ინგლისური FCB-ს (Football Club Barcelona) ნაცვლად დაეწერა ესპანური CFB (Club de Futbol Barcelona). ასევე, კატალონიის დროშის 4 ვერტიკალრი ხაზი ორით შეიცვალა.

შორტები, კომფორტულად სათამაშოდ, დამოკლდა, ხოლო გეტრებზე მუქი ლურჯი და ბროწეულისფერი ფერები გაჩნდა.

1940-1979 წლები

ამ პერიოდისთვის ფართო ზოლებიანი მაისური, ლურჯი შორტი და ზოლებიანი გეტრები ნორმად იქცა. ფორმები კვლავ ბამბისგან იკერებოდა, მაგრამ მატერია ფეხბურთის სათამაშოდ უფრო კომფორტული გახდა. ფეხბურთელებმა მოკლემკლავიანი მაისურებით თამაში 1960-იან წლებში დაიწყეს. კლუბმა ფორმების შესაკერად კონტრაქტი კომპანია Monthalt-თან გააფორმა. ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" მე-2 ფორმაც გაუჩნდა, ნიშნავს, რომ იმ დროისთვის, შავ-თეთრ ტელევიზორებში სპორტი აქტიურად გადაიცემოდა.


1940/1941 - 1949/1950

პირველი მეორე
       
1949 წელს, "ბარსელონას" 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოგოზე კვლავ კატალონიის დროშის 4 ზოლი გამოჩნდა. ფორმაში ღია ლურჯი იყო გამოყენებული, გეტრების დიზაინი კი იცვლებოდა მანამ, სანამ არჩევანი ლურჯ და წითელ ზოლებზე არ შეჩერდა. 1940-იან წლებში, როდესაც "ბარსელონა" მსგავსი ფორმის გუნდებს, მაგალითად "ლევანტესა" და "პონტევედრას" ეთამაშებოდა, კატალონიელები მოედანზე თეთრი მაისურებით გადიოდნენ.


1950/1951 - 1959/1960

პირველი ბაზრობათა თასის
        
თუ მცირე დეტალებს არ ჩავთვლით, "ბარსელონას" პირველი ფორმა ისეთივე რჩება, როგორიც კლუბს სამოქალაქო ომის შემდეგ ეცვა. ბაზობათა თასზე 1957-1958 წლებში თამაშის დროს, "ბარსელონას" ფორმა იყო თეთრი და მასზე გამოსახული იყო არა კლუბის, არამედ ქალაქის გერბი, რადგან ტურნირი ქალაქებს შორის იმართებოდა და "ბარსელონა" კატალონიის დედაქალაქს წარმოადგენდა.
ბაზრობათა თასის ყველაზე ცოტა ხნით
   
ბაზრობათა თასზე სათამაშოდ, თეთრის გარდა, "ბარსელონას" ფორმის ლურჯი ვერსიაც ჰქონდა. ამ ფორმის შემადგენელი ნაწილი ასევე იყო თეთრი შორტები და მუქი გეტრები. 1957 წლის 8 მაისს, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტისთან" ახალი ფორმით თამაშს აპირებდა - თეთრი მაისური ლურჯ-წითელი ჰორიზონტალური ზოლებით, ლურჯი შორტები და ლურჯ-წითელი გეტრები. თუმცა, თამაშის დაწყებამდე, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა პროტესტი მოედანზე შევარდნით გამოხატა. ისინი ტრადიციული ფორმით თამაშს ითხოვდნენ და გუნდი იძულებული გახდა ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.


1960/1961 - 1969/1970

ზაფხულის პირველი ზამთრის პირველი
        
პირველი მოკლემკლავიანი მაისური. იგივე დიზაინით, ამოღებული საყელოთი. "ბარსელონა", ზამთარში სათამაშოდ, ძველ, გრძელმკლავიან მაისურსაც ინარჩუნებდა.
მეორე ბაზრობათა თასის
   
დიზაინი შექმნილია იმისთვის, რომ შავ-თეთრ ტელევიზორში ყურების დროს, გუნდების უკეთ გარჩევა იყოს შესაძლებელი. ბაზრობათა თასზე გუნდი კვლავ ქალაქის გერბიანი მაისურით გამოდის.


1970/1971 - 1978/1979

ზაფხულის პირველი ზამთრის პირველი
        
1974 წლის ბოლოს, "ბარსელონას" ლოგოზე დაბრუნდა ინიციალები FCB. შეიცვალა საყელოს დიზაინი. შორტებზე გაჩნდა მცირე ზომის ჯიბე. ზამთარში, გუნდი კვლავ გრძელმკლავიანი მაისურით თამაშობდა, რომელსაც მომრგვალებული საყელო ჰქონდა.
მეორე მესამე
   
1975/1976 წლების სეზონში, "ბარსელონამ" ყვითელი ფორმით ისტორიაში პირველად ითამაშა. ფორმა, რომელსაც ლურჯი და წითელი დიაგონალური ზოლები ჰქონდა, რამდენიმე მატჩში გამოიყენეს. ყვითელი ფორმის შემოღების მიუხედავად, "ბარსელონა" ინარჩუნებდა თეთრ ფორმასაც, რომელსაც 60-წლიანი ისტორია ჰქონდა. ამ დროისთვის, თეთრ ფორმაზე კლუბის გერბი დაბრუნდა.

1979-1992 წლები

"ბარსელონას" ფორმების შეკერვა კატალონიურმა ფირმა Meyba-მ ითავა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა - ფორმები ბამბისგან აღარ იკერებოდა. ფერადი ტელევიზორების გამოჩენამ Meyba-ს საშუალება მისცა ახალი დიზაინები შეექმნა და დაერღვია ტრადიცია, რომლის თანახმადაც, "ბარსა" შინ ლურჯ-წითელი, ხოლო სტუმრად თეთრი ფორმით თამაშობდა.


1979/1980

პირველი მეორე
        
Meyba-ს დებიუტი ფორმის მატერიის ცვლილებით გამოირჩა. პირველ წლებში, მაისურის დიზაინი არ შეცვლილა. დიდი ხნის შემდეგ, პირველად შეიცვალა გეტრების დიზაინი. თეთრ ფორმას გუნდი 1980-იანი წლების დასაწყისამდე იყენებდა. ამის შემდეგ, Meyba-მ სხვა ფერების გამოყენება დაიწყო.


1980/1981

 

Meyba-მ საყელოს ახალი დიზაინი შეიმუშავა - ლურჯი და წითელი ზოლებით.


1981/1982 - 1989/1990

პირველი მეორე
        
მაისურის სახელოებზე გაჩნდა Meyba-ს საფირმო ზოლები. ეს ზოლები გაჩნდა შორტებზეც, რომლებიც კვლავ ინარჩუნებდა მცირე ზომის ჯიბეს. ფორმაზე პირველად გაჩნდა Meyba-ს ლოგო. 4 წლის განმავლობაში, სანამ "ბარსამ", თასების მფლობელთა თასზე, "მეცთან" 1-4 წააგებდა, გუნდის მეორე ფორმა იყო ყვითელი, ლურჯ-წითელი ვერტიკალური 2 ზოლით.
მესამე მეოთხე
   
ერთ-ერთი ყველაზე მცირეხნიანი ფორმა, რომლის მაისურიც მთლიანაც წითელი იყო, სახელოებზე ზოლებით. ამ ფორმამ ყვითელი მაისური ჩაანაცვლა. 80-იანი წლების მე-2 ნახევარში, "ბარსელონა" ასევე თამაშობდა ცისფერი ფორმით, რომელსაც წითელი და ლურჯი 2 ვერტიკალური ზოლი ჰქონდა.


1990/1991 - 1991/1992

პირველი მეორე
        
ლურჯი ფერის ტონალობა შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ მაისურსა და შორტზე. გეტრების დიზაინი უცვლელი დარჩა. სრულად წითელი ფორმის შემდეგ, Meyba-მ ეს ფერი წარსულში ყვითელი და ცისფერი ფორმების დიზაინს შეუხამა.
მესამე მეოთხე
   
ისტორიაში პირველად, კლუბმა ნარინჯისფერი ფორმით ითამაშა. ამ ფერის იყო შორტებიც და გეტრებიც. 1990 წლის ივლისში, "ბარსელონამ" იაპონიაში 2 თამაში ამ ფორმით ჩაატარა. კრუიფის მიერ გაწვრთნილ გუნდს მაისურზე JAL-ის (იაპონიის ავიახაზები) ლოგო ჰქონდა.

1992-1998 წლები

Meyba ჩაანაცვლა Kappa-მ, რომელმაც 90-იან წლებამდე არსებული ტენდენციები დაარღვია. ისტორიაში პირველად, ლურჯი და წითელი ზოლები არაერთგვაროვანი გახდა და თეთრი ელემენტებიც შეიძინა, რაც, იმ დროისთვის, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. დიზაინში ცვლილებები კომერციული მიზნებით იყო განპირობებული, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ხშირად იცვლებოდა.


1992/1993 - 1994/1995

პირველი მეორე საერთაშორისო
     
პირველად ისტორიაში, "ბარსელონას" ფორმაზე მცირე ზომის თეთრი დეტალები გაჩნდა. ამ ფერის დეტალები მაისურის სახელოებსა და შორტის გვერდებზე გამოჩნდა. მთელს მაისურზე დატანილი იყო წარწერები "Barca". მაისური ხუთის ნაცვლად 4 ზოლისგან შედგებოდა. პირველად ისტორიაში, "ბარსელონამ" მწვანე ფერის ფორმით ითამაშა, რომლის მაისურზეც დატანილი იყო წარწერები "Barca". ამ ფორმით "ბარსა" საერთაშორისო მატჩებს ატარებდა. განსხვავებული იყო სახელოებისა და შორტის გვერდების დიზაინი. ამ მაისურზე არ იყო დატანილი წარწერები "Barca" და ის ტრადიციული 5 ვერტიკალური ზოლისგან შედგებოდა.


1995/1996 - 1996/1997

პირველი მეორე
        
წინა ვერსიაში გამოჩენილი თეთრმა ელემენტებმა იკლო. მაისური კვლავ 5 ვერტიკალური ზოლისგან შედგებოდა.  ფორმა ერთმანეთისგან განსხვავებული ტონალობის მწვანე ელემნტებისგან, ასევე წითელი და ლურჯი დეტალებისგან შედგებოდა.


1997/1998

პირველი მეორე
        
Kappa-ს მიერ შექმნილი ბოლო დიზაინი თეთრ ელემენტებს ინარჩუნებდა.  წინა წლების მსგავსი დიზაინი, მაგრამ დომინანტი ფერი ნარინჯისფერია.
საერთაშორისო საერთაშორისო
   
საერთაშორისო თამაშებზე "ბარსელონა" არაერთგვაროვანი ზოლებისგან შემდგარი ფორმით თამაშობდა. საერთაშორისო გასვლით მატჩებში გუნდი მსგავსი დიზაინით თამაშობდა, მაგრამ დომინანტი ფერი ნარინჯისფერი იყო.

1998-2019 წლები

"ბარსელონა" გლობალური ბრენდი, ხოლო მაისურები შემოსავლის წყარო გახდა. ამის გამო, ახალმა პარტნიორმა, Nike-მა, რადიკალურად განსხვავებული დიზაინი შექმნა, რომელიც უფრო მკაფიო ფერებით გამოირჩევა. უკვე გასვლითი ფორმებიც ყოველწლიურად იცვლებოდა და გუნდს სტაბილურად მე-3 ფორმაც დაემატა. ცვლილებები შევიდა ფორმის მატერიაშიც - უფრო ელასტიური, მსუბუქი და ჰაერგამტარი გახდა. სწორედ Nike-ს ფორმაზე დაიწერა "ბარსელონამ" ისტორიაში პირველად სპონსორის რეკლამა.


1998/1999

პირველი მეორე
        
თავის პირველივე დიზაინში Nike-მა სიახლე შემოიტანა - კლუბის ლოგო მაისურის ცენტრში იყო მოთავსებული. ეს კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. Nike-მა ნარინჯისფერი შეიანრჩუნა, მაგრამ ზოლების მიმართულება, ასევე შორტისა და გეტრების დიზაინი შეცვალა.


1999/2000

პირველი მეორე
        
მაისურის დიზაინი კლუბის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაისური ორ, წითელ და ლურჯ ნაწილებად იყო გაყოფილი და ის "ბარსელონას" პირველ ფორმას წააგავდა. Nike-მა საყელოს დიზაინი შეცვალა და ეს დიზაინი რამდენიმე წლის განმავლობში შეინარჩუნა. ისტორიაში პირველად, "ბარსელონამ" ნაცრისფერი ფორმით ითამაშა. მარტივი დიზაინის მაისური, რომელსაც გვერდებზე ლურჯი და წითელი ზოლები დაჰყვებოდა.


2000/2001

პირველი მეორე
        
ამ სეზონში "ბარსელონამ" სახელოზე შეინარჩუნა სპეციალური ლოგო, რომელიც კკლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მეორე ფორმა უცვლელი დარჩა.


2001/2002

პირველი მეორე მესამე
     
ვერტიკალური ზოლების რაოდენობა გაიზარდა. სახელოები ერთმანეთისგან განსხვავებული ფერის იყო. "ბარსელონას" ფორმაზე ოქროსფერი გამოჩნდა. მაისურის შუაში განთავსებული იყო მსხვილი მუქი ლურჯი და წვრილი წითელი და ლურჯი ზოლები. თურქეთში, "გალასარაისთან" გამართულ მატჩში, "ბარსელონამ" ლურჯი მაისურით, წითელი შორტითა და გეტრებით ითამაშა.


2002/2003

პირველი მეორე
        
კლუბის ლოგო მაისურის მარცხენა მხარეს დაბრუნდა. ვერტიკალური ზოლები მართკუთხა აღარ იყო. ფორმის ძირითადი ფერი მუქი ლურჯი იყო, რომელსაც დიაგონალური ლურჯი და წითელი ზოლები ჰქონდა.


2003/2004

პირველი მეორე
        
დიზაინში სიახლე გამოჩნდა - მაისურის ქვედა ნაწილი მთლიანად წითელი იყო. შორტი Kappa-ს დროინდელ დიზაინს დაემსგავსა. "ბარსელონას" ფორმაში ახალი ფერი გამოჩნდა, რომელსაც, მაისურსა და გეტრებზე, წითლი და ლურჯი ჰორიზონტალური ზოლები დაჰყვებოდა.


2004/2005

პირველი მეორე
        
საყელოს დიზაინი მომრგვალებული გახდა. ლურჯი ფერის ორი ტონალობის ნაზავი წვრილი წითელი ვერტიკალური ზოლით.


2005/2006

პირველი მეორე
        
ისტორიაში პირველად, ფორმაზე კატალონიის დროშა გამოჩნდა, ხოლო შორტების ფერად წითელი შეირჩა. მაისურის ზოლების რაოდენობა გაიზარდა.  ახალი ფერის ფორმა, რომლის გაყიდვებმაც სწრაფი ტემპით იმატა.


2006/2007

პირველი მეორე
        
მაისურის წინა მხარეს UNICEF-ის ყვითელი ლოგო გაჩნდა. ნარინჯისფერი დიზაინი, სახელოებისა და შორტების ბოლოებში ლურჯი და წითელი წვრილი ზოლებით.


2007/2008

პირველი მეორე
        
ლოგოს დიზაინი "კამპ ნოუს" 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. გასვლით მატჩებში გუნდი ლურჯი ფერის განსხვავებული ტონალობის ვერტიკალური ზოლებით თამაშობდა.


2008/2009

პირველი მეორე
        
Nike-მა 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორმის მსგავსი დიზაინი შექმნა, რომლის შიდა მხარესაც "ბარსას" ჰიმნის ტექსტი და წარწერა "Mes que un Club" (მეტი, ვიდრე კლუბი) გაჩნდა. 80-იანი წლების დიზაინის მსგავსი, მცირედი ცვლილებებით. ამ შემთხვევაში, ლურჯი და წითელი ვერტიკალური ზოლები მაისურის მარცხენა მხარეს განთავსდა.


2009/2010

პირველი მეორე ჟოან გამპერის თასის
     
ვერტიკალური ზოლების რაოდენობა გაიზარდა როგორც მაისურზე, ასევე გეტრებზეც. საყელოსა და გეტრებზე ყვითელი ზოლი გაჩნდა. "ბარსელონამ" ახალი ფერის შემოღება გადაწყვიტა. 2009 წელს, გამპერის თასისთვის, "ბარსელონამ" სპეციალური დიზაინი შექმნა, რომლის მხოლოდ 1899 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ლურჯი მაისური წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი ვერტიკალური ზოლებით ცენტრში და საქველმომმედო ორგანიზაცია MES-ის ლოგოთი. 


2010/2011

პირველი მეორე
        
ფორმის დიზაინში წითელი შორტი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მაისურის საყელოს ყვითელი კანტი მიუყვებოდა. "ბარსელონას" ფორმაზე მწვანე ფერი დაბრუნდა. მაისურს ერთი ჰორიზონტალური ლურჯ-წითელი ზოლი ჰქონდა. 


2011/2012

პირველი მეორე
        
UNICEF-ის ლოგო მაისურის უკანა მხარეს გადავიდა, წინა მხარეს კი Qatar Foundation-ის რეკლამა განთავსდა. ფორმაზე არაერთგვაროვანი ვერტიკალური ზოლები გამოჩნდა. სრულად შავი ფორმა, რომელზეც წითელი და ლურჯი ელემენტები საერთოდ არ იყო.


2012/2013

პირველი მეორე
        
ვერტიკალური ზოლები ლურჯიდან წითელში გარდამავალმა დიზაინმა შეცვალა. ასევე გარდამავლობა ჰქონდა მეორე ფორმასაც, მაგრამ ფერებად ყვითელი და ნარინჯისფერი შეირჩა. გარდა ამისა, განსხვავებული იყო გარდამავლობის მიმართულებაც.


2013/2014

პირველი მეორე მესამე
     
Qatar Foundation-ის რეკლამა Qatar Airways-მა ჩაანაცვლა. სახელოებსა და გეტრებზე არაერთგვაროვანი წითელი და ლურჯი ზოლები გამოჩნდა. ისტორიაში პირველად, ფორმის დიზაინი კატალონიის დროშისგან შედგებოდა. ეს ფორმა, კლუბის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იყო. შავი ფორმა დაბრუნდა, მაგრამ, ამჯერად, ყვითელი ელემენტებით.


2014/2015

პირველი მეორე მესამე
     
მაისურს მეორე სპონსორის, BEKO-ს ლოგო დაემატა, რომელიც სახელოზე განთავსდა. საყელოს წინა მხარეს გამოჩნდა კატალონიის დროშა. 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების პატივსაცემად, მეორე ფორმა მთლიანად ნარინჯისფერი იყო. მესამე ფორმის ფერად ელექტრიკ ყვითელი შეირჩა, რომელსაც ნაპირებზე მუქი ზოლი მიუყვებოდა. სამკუთხა საყელოზე 3 ღილი გამოჩნდა.


2015/2016

პირველი მეორე მესამე
     
ისტორიაში პირველად, "ბარსელონას" ფორმაზე, ვერტიკალურის ნაცვლად, ჰორიზონტალური ზოლები გამოჩნდა. შორტის ფერად წითელი დაბრუნდა. ყვითელი მაისური და გეტრები, ლურჯი შორტი. მაისურის უკანა მხარეს კატალონიის დროშა იყო გამოსახული. ლურჯი ფორმა, რომელიც, სახელოებისა და შორტის ბოლოში შავში გადადიოდა.


2016/2017

პირველი მეორე მესამე
     
ფორმის ინსპირაცია Meyba-ს მიერ 1990-იან წლებში შექმნილი დიზაინი იყო და ის იოჰან კრუიფის ლეგენდარულ "ოცნების გუნდს" მიეძღვნა. მეწამული მაისური და შორტი ვარდისფერი დეტალებითა და გეტრებით. მწვანე ფორმა არაერთგვაროვანი მუქი ჰორიზონტალური ზოლებით.


2017/2018

პირველი მეორე მესამე
     
შეიცვალა სპონსორი - "ბარსას" ფორმაზე იაპონური Rakuten-ის რეკლამა განთავსდა. მაისურის ვერტიკალური ზოლები არაერთგვაროვანი გახდა. კიდევ ერთი ფორმა ერთ ფერში, ამჯერად ცისფერში. მეორე ფორმის იდენტური დიზაინის, მაგრამ მუქი წითელი.


2018/2019

პირველი მეორე მესამე
     
წითელი ვერტიკალური ზოლების რაოდენობა გაიზარდა. შორტი უფრო მუქი გახდა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, გეტრებზე ვერტიკალური ზოლები დაბრუნდა. მწვანე ფერის ფორმა ლურჯი და წითელი დეტალებით. ღია ვარდისფერი ფორმა ქალაქ ბარსელონას ზედხედის ელემენტით.


2019/2020

კაცების პირველი ქალების მეორე
        
თუ 2015 წელს "ბარსელონას" მაისურზე ისტორიაში პირველად გამოჩნდა ჰორიზონტალური ზოლები, ამჯერად Nike-მა მოირიგი სიახლე შემოგვთვაზა და ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთი რაიონის (Eixample) საპატივცემულოდ, ფორმის დიზაინი კუბიკებით გააწყო. კატალონიის დროშამ ფორმის წინა მხარეს გადმოინაცვლა და ის უფრო ხილვადი გახდა. ისტორიაში პირველად, "ბარსელონას" ქალთა გუნდის მაისურზე თავისი სპონსორის რეკლამაა დატანილი.
მეორე მესამე
   

მეკარეების ფორმები

კლუბის ისტორიის პირველი დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მეკარეები მაღალსაყელოიან მაისურებს ატარებდნენ. "ბარსელონას" ბოლო სამ დიდ მეკარეს კი ერთი რამ აერთიანებს - მწვანე ფორმა.

სამორა პლატკო ნოგუესი
     
რიკარდო სამორამ "ბარსელონაში" მხოლოდ 3 წელი ითამაშა, მაგრამ ის მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სურათების უმრავლესობაში მას მაღალი, ძირითადად თეთრი საყელოიანი მაისური აცვია. უნგრელი მეკარე ფერენც პლატკო მაღალ საყელოიან ფორმას ატარებდა. არსებობს ცნობილი სურათი, სადაც მას გუნდის სხვა წევრებისგან სწორედ საყელო გამოარჩევს. მისი წინამორბედების მსგავსად, არაგონელი მეკარე ხუან ხოსე ნოგუესიც, რომელიც "ბარსაში" 30-იან და ადრეულ 40-იან წლებში თამაშობდა, მაღალსაყელოიან ფორმას ატარებდა.
რამალიეტსი სადურნი ურუტი
     
ანტონი რამალიეტსსაც გუნდელებისგან, ფერის გარდა, საყელოს დიზაინი გამოარჩევდა. განსხვავებული დიზაინით თამაშობდა სალვადორ სადურნი, რომელმაც კლუბში 15 წელი დაჰყო. ურუტის ყველაზე ცნობილი ფორმა სწორედ ისაა, რომელიც მას "ვალიადოლიდთან" ლეგენდარულ მატჩში ეცვა: Meyba-ს ლურჯი გეტრები, შორტი და მაისური, წითელი საყელოთი.
სუბისარტა ვალდესი ტერ შტეგენი
     
ანდონი სუბისარეტა ყველას მისთვის დამახასიათებელი მწვანე მაისურითა და შავი შორტით ახსოვს. ვიქტორ ვალდესის დროს ფორმის დიზაინი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ის ყველაზე მეტად პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფორმით დაგვამახსოვრდა. ტერ შტეგენიც, ძირითადად, მწვანე ფორმით თამაშობს, თუმცა ასევე გვახსოვს წითელი და შავი ფორმებიც.

საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

პარტნიორები

Flashscore.ge