"ბარსელონას" ქალთა გუნდი

"ბარსელონას" ქალთა გუნდი ესპანური ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესი გუნდია.

1988 წელს ქლათა ფეხბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი დამფუძნებელი გუნდი იყო Club Femení Barcelona, რომელასც "ბარსელონა" ასპონსორებდა.

გუნდმა პირველ წარმატებას 1991/92 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. 2 წლის შემდეგ კატალონიელებმა პირველი ტუტლი მოიგეს - ესპანეთის თასი. ამის შემდეგ რთული პერიოდი დაიწყო და 1997 წელს გუნდი მე-2 დივიზიონში გავარდა.

2001 წელს "ბარსელონამ" ქალთა სექცია ოფიციალურად დააარსა, ესპანეთის ჩემპიონატმა კი რეფორმა განიცადა და Superliga Femenina დაერქვა.

"ბარსელონამ" ელიტაში დაბრუნება 2004 წელს მოახერხა, მაგრამ 2007 წელს გავარდა. ამჯერად მხოლოდ ერთი წლით. მალევე წარმატებული პერიოდი დაიწყო.

2011 წელს "ბარსამ" ესპანეთის თასი მეორედ მოიგო. ერთი წლის შემდეგ კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს - თავი 94 ქულას მოუყარეს და ეს ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგეს.

2012/13 წლების სეზონში "ბლაუგრანამ" ტიტული დაიცვა, რასაც ესპანეთის თასიც დაამატა და დუბლი პირველად გაიფორმა. იგივე განმეორდა მომდევნო წელსაც, 2014/15 წლების სეზონში კი "ბარსა" ჩემპიონატს დასჯერდა.

ქვეყნის პირველობის ზედიზედ 4-ჯერ მოგების შემდეგ, "ბარსელონა" ზედიზედ 4-ჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. ამ 4 წლის განმავლობაში "ბლაუგრანამ" ესპანეთის თასი 2-ჯერ მოიგო.

2018/19 წლების სეზონში "ბარსელონას" ქალთა გუნდი უტიტულოდ დარჩა, მაგრამ ეს სეზონი მაინც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება, რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა.

2019/20 წლების სეზონში "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების გემოც გაიხსენა და ქვეყნის სუპერ თასის პირველ გათამაშებაშიც მარტივად იმარჯვა (10-1 "სოსიედადთან" გამართულ ფინალში).

ტიტულები

*რეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატი

8*
2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23
 

ჩემპიონთა ლიგა

2
2020/21, 2022/23

ესპანეთის თასი

9*
1993-94, 2010-11, 2012-13, 2013-14 , 2016-17, 2017-18, 2019/20, 2020/21, 2021/22

კატალონიის თასი

10*
2009, 2010, 2011, 2012, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019

ესპანეთის სუპერ თასი

3*
2019/20, 2021/22, 2022/23

ხენერალიტატის თასი

1
1985