ჩავი ერნანდესის საუკეთესო კლასიკოები

ჩავი ერნანდესის საუკეთესო კლასიკოები

ჩავის პირველი "კლასიკო" ახლოვდება და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა, თუ ვინმემ იცის ამ შეხვედრის მაგია, ეს სწორედ ჩავი ერნანდესია და იმედი მაქვს გაახერხებს რამეს, საკუთარ გამოცდილებასა და ინტელექტს კარგად გამოიყენებს, არც ახალგაზრდებისთვის ნათქვამი სიტყვა უნდა შეეშალოს, ძველგაზრდებს რაც შეეხებათ, მათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

მანამდე კი ჩავის საუკეთესო კლასიკოები გავიხსენოთ. საუკეთესო პირობითად, შესაძლოა, ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ, რაც მეხსიერებამ უკეთ შეინახა იმაზე ვიტყვი. 

2001/2002

ცუდი დრო იყო კლასიკოსთვის, რივალდო ამ სეზონში ხშირად ტრავმიანობდა და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, მაგრამ, როგორც მიგვაჩვია ტკივილგამაყუჩებელი დაირჭო და ისე გავარდა მოედანზე. 78 წუთი გაძლო, ფეხი ისე ტკიოდა, რომ რამდენჯერმე ჯარიმის დარტყმაზეც თქვა უარი და აქ შემოვიდა ჩავი თამაშში, სწორედ აქ მიხვდა "კამპ ნოუ", რომ ჯარიმის დარტყმა ამ ბიჭსაც შეეძლო. მართალია გოლად ვერ აქცია, მაგრამ მაინც..  

ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო, იმ დღეს ბარსელონაში ანტიგლობალიზაციის სამიტი იმართებოდა და მთავარ არბიტრს საცხოვრებელი ძლივს გამოუყვეს, ყველა სასტუმრო დაკავებული იყო, სამიტზე შენიშნეს, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი შეხვედრას არ ესწრებოდა, მათ შორის ისინი, ვინც გადაწყვიტა ამ სამიტის ჩატარება, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს სად იყვნენ ამ დროს. შეხვედრას 95,000 მაყურებელი დაესწრო. 

არბიტრი პერეს ბურული იყო, რომელსაც ჩვენთან პერეს "გურულს" ეძახდნენ. სულ ხუთი კლასიკო იმსაჯა და მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეს აბსოლუტურად გიჟური გამოდგა. მატჩის დაწყებამდე კარლეს პუიოლი მივიდა მასთან და უთხრა, - "ძმაკაც, კარის ძელზე კაცია მიბმული", ბურულმა იფიქრა მეღადავება ეს გაიძვერა ხუჭუჭაო და ბიძა კაცივით უპასუხა, - "ერთი ადგილი დააყენე და საქმეს მიხედეო", მაგრამ, გაიხედა და რას ხედავს, ვიღაც შეჩვენებულმა მართლა მიიბა თავი, თანაც ხელბორკილებით. 

თამაშის სტარტმა გადაიწია. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს შეჩვენებული გამოქცეული ანტიგლობალისტი ყოფილა, რომელიც მილიონობით მაყურებლის საგინებელი გახდა. შესაძლოა, ვინმემ ბენზოხერხის მოტანაც იფიქრა, მაგრამ არ ივარგებდა, პირდაპირი ეთერი იყო, ამიტომ, გასაღების ძებნა დაიწყეს და არ ვიცი რა ძალის მეშვეობით, მაგრამ იპოვეს და აუშვეს ეს "რებელა" კაცი. 

დასაწყისიც ასეთი უნდა! 

პირვველი სახიფათი მომენტი რივალდოს დარტყმის მერე შეიქმნა. ძლიერად ვერ დაარტყა გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ გამოჩნდა, რომ სესარი ვერ იყო კარგ ფეხზე ამდგარი. იმ სეზონში კასილიასს ამჯობინეს, რადგან გამოსვლებზე უკეთ თამაშობდა, აი, ხაზზე რა მოგახსენოთ. 

ანგარიში ზიდანმა გახსნა. "ბარსას" დაცვა დღევანდელთან შედარებით უკეთესი ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ იყო ჩავის ბრწყინვალე პასი და კლუივერტის დარტყმა ბრეითუეიტის სტილში. არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ, მთავარი მოქმედი პირები არ შეცვლილან, ფეხზე ძლივს მდგარმა რივალდომ ჩავის გაუგორა და ამანაც ისეთი მანძილიდან დაარტყა ცხოვრებაში რომ არ დაურტყამს, სესარმა რაღაც მოიგონა და გოლი! ეს იყო ჩავის პირველი გოლი კლასიკოში. მოედანზეც საუკეთესო იყო და ჩანჩალა "ბარსამ" "რეალთან" არ წააგო, - 1:1. 

2003/04

ბევრი რამის გამო იყო გამოსარჩევი მატჩი. რა თქმა უნდა, ჩავის გამო ვიხსენებთ, მაგრამ სხვა ამბებიც იყო. ეს მატჩი 34-ე ტურში შედგა, "ბარსას" უკვე ისეთი აწყვეტილი აქვს, რომ ვერ აჩერებენ, ამიტომ, "რეალი" სრული მზადყოფნით ხვდება მეტოქეს. თეთრებში - ბექემი, კამბიასო, ზიდანი, "ბარსაში", - კოკუ, ჩავი, დავიდსი. ასეთი იყო მოედნის ცენტრი, ფლანგებზე "რეალს" სალორი-ფიგუს იმედი ჰქონდა, "ბარსას" ოვერმარსის არ ვიცი, მაგრამ, რონალდინიოს იმედი ნამდვილად ჰქონდა და დაატრიალა თავის მაგია. ფიგუ კი ანტიგმირად იქცა. საერთოდ, მაგარი აჭრილი იყო. წინა სეზონის ბოლოს "იუვენტუსთან" გაფუჭებული პენალტი არ აპატიეს და მთელი ახალი სეზონი წნეხში დაიწყო, "ბარსასთან" ბევრი იაქტიურა, გაორმაგებული ენერგიით, მაგრამ, ზედმეტი მოუვიდა, ჯერ ერთი ყვითელი აიღო, მერე ვიღაცას თავში შემოსცხო, მაგრამ მსაჯმა რატომღაც აპატია და გააფრთხილა, - "ოღონდ მიზეზი მომეცი და დედას--------", ჰოდა, ფიგუმ მისცა მიზეზი. იცით ვინ იყო არბიტრი? ალფონსო პერეს "გურული"! პორტუგალიელი რომ გააწითლეს ანგარიში 1:1 იყო, "ბარსა" თამაშში დაბრუნდა და ზეწოლას ზრდიდა, მისი გაგდების მერე კი აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა და ამ მატჩის მოგება დროის ამბავი გახდა, მაგრამ, ასეთ საოცარ გოლს თუ გაიტანდა ბევრი ვერ წარმოიდგენდა. 

ე.წ "პარაშუტი" ბევრი გვინახავს, მათ შორის ისეთები, რომლებსაც გოლი მოჰყოლია, მესისგან გვინახავს, ინიესტასგან, რივალდოსგან, ლაუდრუპისგან, მაგრამ, რონიმ განსაკუთრებულად შეასრულა, ძალიან გამორჩეულად, გასაგიჟებელი პასი გააკეთა და ჩავიმ არაორდინალური მოძრაობით შეაგდო. სუპერ გოლი იყო! 

ეს იყო ჩავის პირველი გამარჯვების გოლი კლასიკოში. 

2010-2011

ეს უკვე სულ სხვა ჩავია. ევრო-2008-დან რაც დაიწყო, სულ სხვა ამბავია. საოცარია, მაგრამ სანამ ინიესტა არ გამოჩნდა, მანამდე ჩავიმ საკუთარი თავი ვერ იპოვა. მე კი მგონია, რომ მათი დიდებული ამბავი და ჩავის აღზევება ევრომდე დაიწყო, ზუსტად იმ საშინელ სეზონში, როცა "ბარსა" არაფერს არ ჰგავდა, ლიდერები ტრავმიანობდნენ და კონფლიქტში იყვნენ, გუნდი ესპანურ და ბრაზილიურ ბანაკებად დაიყო, მოედანზე კი ესპანელებმა დაიწყეს თავის გამოჩენა, "ჩავიესტა" აქედან იწყება, ორივე მიხვდა, რომ დეკუს დრო წავიდა, მიხვდნენ, რომ ვინც არ უნდა მოეყვანათ, მოედნის ცენტრი მათი უნდა ყოფილიყო და ძალიან დიდი ამბავი დაიწყო, რაც ევროზე გაგრძელდა და გვარდიოლამ აბსოლუტურად სრულყო. 

2010-11 წლების სეზონში უკვე მეფეები არიან. მადრიდში ჟოზე მიიყვანეს, მისი სიძულვილი პიკს აღწევდა, მას შემდეგ, რაც "ინტერთან" ერთად "ბერნაბეუზე" ლიგის მოგების შანსი მოგვისპო, თანაც ანტიფეხბურთით, ვულკანიც წაეხმარა. ამ დროისთვის, ნოემბერში, როცა მატჩი უნდა გამართულიყო, ამბობდნენ, რომ ორი აწყვეტილი მატარებელი ერთ ლიანდაგზე შეასკდებოდა ერთმანეთს, ასეთი იყო მოლოდინი, რადგან, ჟოზე ამ დროს ღმერთი ეგონათ, "პორტუ", "ჩელსი", "ინტერი", ყველგან საოცარი წარმატება ჰქონდა და "რეალის" ჯერი მოვიდა. 

მერე რაც მოხდა, ამას დაწვრილებით გახსენება აღარ სჭირდება. ყველაზე ხშირად გახსენებული მატჩია. უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ აქაც საოცარი გოლით დაიწყო ყველაფერი. ჩავის შერბენა და ინიესტას პასი ძალიან ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ბურთის მსგავსი მიღება თუ გინახავთ ოდესმე? ქუსლით დამუშავებული ისე, რომ დასარტყმელად გქონდეს გამზადებული? სულ შემთხვევითო, ამბობდნენ, მოხვდაო.. რავიცი.. ვინმეს თუ გინხავათ ფეხბურთელს ბურთი ქუსლში მოხვედროდეს და წინ დახვედროდეს? არა, რაღაც სულ სხვა ამბავია აქ. ახლა ვერ გამიგია ვერაფერი და მაშინ წამებში მით უმეტეს, ვერაფერს გაიგებდნენ. 

ეს იყო ჩავის პირველი ანგარიშის გამხსნელი გოლი კლასიკოში.

2011/12

პეპის ბოლო სეზონის პირველი კლასიკო. ვიქტორ ვალდესმა ჩვეულ სტილში დაიწყო და ბენზემამ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში. მერე ჟოზემ ის გააკეთა, რასაც აკეთებდა ხოლმე. თამაში ჩაკეტა, რომ ანგარიში შეენარჩუნებინა და კონტრშეტევაზე გადმოიპარებოდა ხოლმე. ასე სასაცილოდ. ასე სამარცხვინოდ. "ბარსამ" კი დაიწყო და დაიწყო.. 

თავიდან გაჭირდა ბურთის გადატანა საყრდენი ზონის მიღმა. "რეალი" თავს ძალიან კარგად იცავდა, მაგრამ ლეომ თამაში თავის თავზე აიღო, თეთრები წამოიხია და ალექსისს გაატანინა. 

ამის მერე კი ჩავიმ გაისროლა. ხო, აქაც გაუმართლა. თუ სწორად მახსოვს მარსელოს მოხვდა ბურთი და ისე შევარდა მისი კარგი მეგობრის კარში. შორიდან, მიწაზე დაუშვებლად გაუშა. შემოსცხო ძაან გემრიელად და 2:1. გამარჯვების გოლი ერნანდესის იყო, ბოლოს ფაბრეგასმა დასვა წერტილი, ალვესის პასის შემდეგ. 

ეს მეორე გამარჯვების გოლი გამოდგა "რეალის" კარში. 

გარდა გოლებისა, ალონსო-დიარა-იოზილი, რომ "ბარსას" ტრიოსთან ვერაფერს გააწყობდა ამას ზედმეტი მიმოხილვა არ სჭირდება. დაუმალეს ბურთი და არბენინეს გიჟებივით, თეთრი სამოსი კი ჰქონდა ყველას. 

2012/13

უკვე ვილანოვას პერიოდია. პეპი წავიდა, მაგრამ ტიტო ძალიან კარგად იწყებდა. სეზონი როგორც გახსოვთ სუპერ თასის ფინალებით იხსნებოდა, ახლანდელ პერიოდს არ ჰაგვდა, ზამთარში რომ ხდება ეს ყველაფერი, თან სადღაც ძალიან შორს. "ბარსამ" თავის მატჩი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი ტრადიციულად თავად გაუშვა, მატჩი სწრაფად მოატრიალა, ჯერ პედრომ შეაგდო, მერე მესიმ პენალტი და ბოლოს ინიესტას ულამაზესი დრიბლინგის მერე, ჩავიმ დაასრულა შეტევა, - 3:1! 

აი, ასე. ყველაფერი ძალიან ლამაზად და თითქოს გადაწყდა ყველაფერი, მაგრამ, არ გამოდგა საქმე ასე. მესიმ ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ანგარიში 4:1 გამხდარიყო. აქ მორჩებოდა ყველაფერი, დასანანია. ეს ტიტოს პირველი ტიტული იქნებოდა. ბოლო წუთებზე კი ვიქტორ ვალდესმა ჯეისონ სტეითემივით დაიწყო კარის ხაზზე ცეკვა, დი მარიამ წაართვა და გაგვიტანა. ეს ტიტული პირადად ვალდესმა წააგო. იცოდა ხოლმე ასე, გაიგიჟებდა თავს. 

ჩავი შეუდარებელი იყო როგორც "კამპ ნოუზე", ისე "ბერნაბეუზე", მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე წავაგეთ, კაცნაკლულმა "ბარსამ" ბევრად კარგად ითამაშა, ვიდრე "რეალმა", სუბიექტური ვარ, რა თქმა უნდა.

ბონუსი

გოლი არ შეუგდია, მაგრამ ყველას უნდა გახსოვდეთ რა ამბები დაატრიალა მადრიდში. ლეგენდარული 2:6 "ბერნაბეუზე". რთულია ერთპიროვნულად ვინმეს გამორჩევა, თუ მაინც ერთ ფეხბურთელზე ვიტყვით, რომ საუკეთესო იყო, ალბათ მესია ეს კაცი. ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა ანრის და საოცარი იყო ჩავი ერნანდესი. ოთხი საგოლე პასი! ოთხი!!! "ბერნაბეუზე". 

ჯარიმიდან ჩააწოდა და კარლესი გაფრინდა!

დიარას ბურთი წაართვა თავის ნახევარზე და მესის გააყოლა გასატანად.

სწორი პაუზა აიღო და ანრი გაიყვანა ერთი-ერთზე. 

დაბზრიალდა თავის სტილში და მესი გაიყვანა ერთი-ერთზე. 

გარდა ამისა მთელი მატჩი მოედნის ცენტრის მეფე იყო! თავის ძმაკაცთან, ბუსკეტსთან და მესისთან ერთად. 

კლასიკაა. დაუვიწყარია. 

ეს არის ჩავის საოცარი მონაგარი, ფეხბურთელის რანგში, მწვრთნელის რანგში კი სულ მალე დაიწყებს ძალიან რთული ამოცანის შესრულებას.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 იანვარი 2022 15:44
    2
    რამოსიც, პეპეც, უსაზიზღრესი ფეხბურთელები. არ აკლებდნენ არც ხედირა, არც ალონსო. მოკლედ იმ დროინდელი მოურინიოს რეალი იყო მოედანზე ზიზღის მფრქვეველი გუნდი.
    ფანი [?]
    #4 10 იანვარი 2022 12:44
    0
    ეს კლასიკოც იქნება გამორჩეული, იმედია ფორმის ჩაცმა და თამაშში ჩართვა არ მოუწევს.
    Culé [?]
    #3 10 იანვარი 2022 12:20
    0
    ფეოლა ბრავოო!
    ამ თამაშების ყურება ყოველ ჯერზე უდიდესი სიამოვნებაა! მიმოხილვა კი როგორც ყოველთვის - ს უ პ ე რ !
    Culé [?]
    #2 10 იანვარი 2022 12:06
    0
    მწვრთნელის რანგში ძაან არ უმართლებს ჯერ ჯერობით, ვისაც შეიძლება ენდო ან არ ენდობი ყველა იტრამვება, მაგრამ ვნახოთ რა იქნება მაინც კლასიკოა
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #1 10 იანვარი 2022 11:44
    1
    ჩავი არის გენიოსი, ამას რომ წესიერი გუნდი მიცე ყველაფერს მოიგებს.