ჰანსი ფლიკი ფინალს ისევ არ აგებს
"ბარსელონას" დამრიგებელს, ჰანსი ფლიკს მთავარი მწვრთნელობის დროს ფინალი არასდროს წაუგია. გერმანელმა სპეციალისტმა თავის აქტივს მორიგი მოგებული ფინალი დღეს შემატა, როდესაც ესპანეთის სუპერ თასზე "რეალ მადრიდი" 3-2 დაამარცხა.
ფლიკმა "ბარსელონაში" მე-4 ტიტული და მე-3 ფინალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ სამივე ფინალში მან "რეალ მადრიდი" დაამარცხა - ორჯერ ესპანეთის სუპერ თასზე და ერთხელ თასზე.
"ბაიერნში" მუშაობის დროს ფლიკმა გუნდი ფინალში 5-ჯერ გაიყვანა და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა - გერმანიის თასზე, გერმანიის სუპერ თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერ თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
საინტერესოა, რომ სამწვრთნელო კარიერის სტარტზე, 2000-2005 წლებში, მან "ჰოფენჰაიმი" რეგიონული ტურნირის, ჩრდილოეთ ბადენის თასის ფინალში 4-ჯერ გაიყვანა და ოთხივე გადამწყვეტი დაპირისპირება მოიგო. მისი წასვლის შემდეგ კი ამ გუნდმა პირველივე ფინალი წააგო.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 28 ]