ბარსელონა-ოსასუნა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: შაბათი, 13 დეკემბერი, 21:30
ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში "ბარსელონა" "ოსასუნას" უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ლა ლიგაში ყველა მატჩი რთულია. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის 100%-ით მზად უნდა ვიყოთ. 3 ქულის მოპოვებაზე ვართ ფოკუსირებულები.
სასტარტო ცენტრალური თავდამსხმელი? ისეთ კლუბში, როგორიც "ბარსაა", მნიშვნელოვანია ძლიერი შემადგენლობის ყოლა და შესაბამისად, კონკურენცია, როგორც ეს ტორესისა და ლევანდოვსკის შემთხვევაშია. ბოლო კვირებში ორივე მათგანით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ბოლო მატჩებში ერიკ გარსია საყრდენის პოზიციაზე კარგი იყო. ასეთი სტაბილურობით თამაში კარგია, მაგრამ არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. ვნახოთ, რა იქნება დე იონგთან დაკავშირებით... შესაძლოა, გარსიამ ისევ იქ ითამაშოს.
ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია და ამაზე უნდა ვიმუშავოთ. ყურადღება მხოლოდ იმაზე არ უნდა გავამახვილოთ, რომ ცხრილში პირველ ადგილზე ვართ.
ჟოან გარსია ჩვენი პირველი მეკარეა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ამჟამად ცვლილების არანაირი განზრახვა არ მაქვს.
რაშფორდი პროფესიონალია. მისი დამოკიდებულება და მენტალიტეტი ბრწყინვალეა. მას ადაპტაცისთვის დრო სჭირდებოდა, ახლა კი სიამოვნებას იღებს. მარკუსით მოხარული ვარ. ის აქ ბენდიერია.
ბალდე ახალგაზრდაა. ის ძალიან კარგად თამაშობს. ალეხანდროს დიდი პოტენციალი აქვს. მას შეუძლია, ესპანეთის ნაკრების წევრი იყოს, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოს და განვითარება გააგრძელოს.
დე იონგი ავად იყო და ორი მატჩი გამოტოვა. ის სწორედ ამიტომ არ თამაშობდა. ფრენკის აღდეგნა სჭირდება. ყოველივე ამის შემდეგ მისი არყოფნა გასაგებია.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]