შჩესნიმ სასტარტოში ადგილი ტერ შტეგენს თავად დაუთმო

შჩესნიმ სასტარტოში ადგილი ტერ შტეგენს თავად დაუთმო

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "გვადალახარასა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩის (0-2) წინ უცნაური რამ მოხდა.

თამაშის წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" კარს პოლონელი ვოიცეხ შჩესნი დაიცავდა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ტრავმიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული გუნდის პირველი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვიხილეთ.

Sport-ის ჟურნალისტის, კარლოს მონფორტის ცნობით თავდაპირველი ცნობები სიმართლე იყო და ჰანსი ფლიკი კარში მართლაც ვოიცეხ შჩესნის დაყენებას აპირებდა, თუმცა თავად პოლონელმა გამოთქვა სურვილი, ტერ შტეგენს ეთამაშა. შჩესნის აზრით, ვინაიდან ტერ შტეგენი გუნდის პირველი კაპიტანია და თანაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, მან თამაში დაიმსახურა.

კატალონიური წყაროს ცნობით შჩესნის ამ საქციელით ჰანსი ფლიკიც და კლუბის ხელმძღვანელობაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოედანზე 18 მაისის შემდეგ პირველად ვიხილეთ. ცნობილია, რომ ჟოან გარსიასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ ის გუნდის მესამე მეკარედ მიიჩნევა, რის გამოც გერმანელის იანვარში გუნდიდან წასვლა გამორიცხული არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #8 10 საათის წინ
    0
    შესნიმ თქვა: რა აზრი აქვს ჩემს დგომასო, ბურთი ჩემამდე მაინც არ მოვაო და გავსკდები სიგარეტის წევითო... laughing
    წევრი [?]
    #7 გუშინ, 21:57
    0
    ტერ შტეგენის გაშვება სისულელე იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 გუშინ, 19:27
    0
    შტეგენზე იწერება ვირთხააო ნეტა სიმართლეა,თუ აუგორეს რაღაცა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 გუშინ, 17:37
    0
    მეკარე უნდა იყოს შტეგენივით ფეხით მოთამაშე ბუფონივით ხაზზე მოთამაშე ოლივერ კანის ხასიათით და ნოიერის გამოსვლებზე თამაშით გამორჩეული. აი ეს არის მეკარის სკილები
    წევრი [?]
    #4 გუშინ, 16:20
    0
    Ianvarshi bevri matchis chatareba mogviwevs kvirashi 2jer yoveltvis tan tasis tamashebic gvaq imedia yvela xodze iqneba
    Culé [?]
    #3 გუშინ, 11:20
    11
    იმენა ჯიგარსონა ტიპია შესნი,
    შესნიზე სუ ის მახსენდება მსოფლიოზე, არგენტინა - პოლონეთზე დიმარია რო ეფინტავა, და მერე ამანაც რო რევანში აუღო
    Culé [?]
    #2 გუშინ, 11:14
    7
    ოქროა ვოიცეხი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 გუშინ, 10:16
    21
    შესნი პაულინიო, ობამეიანგი ლუკ დეიონგის გზად ადგას. ყველას რომ უყვარს ქომაგებიდან.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.