რობერტ ლევანდოვსკი მზადაა, ხელფასი შეიმციროს

რობერტ ლევანდოვსკი მზადაა, ხელფასი შეიმციროს

"ბარსელონას" პოლონელი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი მზადაა, კატალონიურ კლუბში დარჩენის სანაცვლოდ ხელფასი შეიმციროს.

37 წლის ვეტერანს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ბოლო დროს არაერთხელ დაიწერა, რომ კატალონიური კლუბი დარწმუნებული არაა, გაუხანგრძლივებს თუ არა პოლონელს ხელშეკრულებას. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ ლევანდოვსკის MLS-ში ეპატიჟებიან და რობერტი კარიერის ოკეანის გადაღმა გაგრძელების წინააღმდეგი არაა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის.

ესპანური Carrusel-ის ცნობით ლევანდოვსკის პრიორიტეტი კატალონიაში დარჩენაა და ის მზადაა, მიზნის მისაღწევად ანაზღაურების შემცირებას დასთანხმდეს.

ლევანდოვსკი "ბარსელონას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. გავრცელებული ინფორმაციით "ბარსას" მისი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 21 მილიონი ევრო უჯდება, რასაც დაახლოებით 5 მილიონი ევრო ემატება. თავად ფეხბურთელს გადასახადების გადახდის შემდეგ ამ თანხის დაახლოებით ნახევარი ხვდება.

რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონაში" 2022 წელს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბაიერნიდან" გადმოვიდა. "ბლაუგრანას" მაისურით მან 164 თამაში ჩაატარა, 109 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #2 1 საათის წინ
    0
    თუ სკამზე დაჯდება და პრეტენზია არ ექნება და არ დაიწყებს ტერშტეგენივით კუტუს წელვას მაშინ დარჩეს, რაც არ უნდა იყოს ამხელა გამოცდილება და კლასი აქვს. რა თქმა უნდა სკამის ფეხბურთელის ხელფასით.
    წევრი [?]
    #1 2 საათის წინ
    1
    Რავი რატო არ უნდა დარჩეს ეს კაცი არ ვიცი უდიდესი კლასი და გამოცდილება აქვს უბრალოდ ძირითადის ფორვარდი მოსაყვანია ყველა შემთხვევაში