ბარსელონა-ოსასუნა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

- თამაშის დრო: შაბათი, 8 მარტი, 23:55
ხვალ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში "ოსასუნას" უმასპინძლებს. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
რთული მატჩი იქნება, "ოსასუნა" პრესინგს კარგად მიმართავს. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია. დაძაბულ შეხვედრას ველით.
გარკვეული როტაცია იქნება, მაგრამ გვინდა, მოედანზე შეძლებისდაგვარად საუკეთესო შემადგენლობა გამოვიყვანოთ.
ვნახოთ, ხვალ პედრის დასასვენებლად შესაფერისი დრო იქნება თუ არა. ის საოცარი, პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც აღდგენით სამუშაოებს კარგად ასრულებს და უმაღლეს დონეზე ვარჯიშობს.
მენტალიტეტი და ბოლოდროინდელი თამაშები? ჩემი გუნდით ვამაყობ. ფეხბურთელებს ყველა სიტუაციაზე კარგი რეაგირება ჰქონდათ. "ბენფიკასთან" ყველამ შესანიშნავად ითამაშა. შჩესნი ძალიან დაგვეხმარა. ამიტომაა ის ჩვენი ნომერ პირველი მეკარე.
ამ გუნდით ძალიან ამაყი ვარ. ის, რაც "ბენფიკასთან" მოხდა, თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რაც სამომავლოდ წაგვადგება.
მჯერა, რომ ყოველთვის კარგია საკითხებისადმი პოზიტიურად მიდგომა. დადებითად აზროვნების, პრესინგისა და ჩვენი სტილით თამაშის ფილოსოფიაში ძლიერები ვართ. შესანიშნავია ისიც, რომ წარსული შეცდომებიდან გაკვეთილი მივიღეთ და ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ თავი გუნდურად. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კონკურენცია ყველას მოსწონს. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა - რაღაც განსაკუთრებული, წარმოუდგენელი. აქ ბედნიერი ვარ და ამას ყველა გრძნობს.
საუკეთესო და ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებები "ბარსას" მწვრთნელის ამპლუაში? რთული კითხვაა, შესაძლოა, ძალიან რთული, რადგან ამის განსახილველად ბევრი დრო არ მქონია. რა თქმა უნდა, ყველა უშვებს შეცდომებს და იღებს კარგ გადაწყვეტილებებს შეძლებისამებრ, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მსურს და ამის გაკეთება არც ახლა მინდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]