ხავიერ ტებასი ნეგრეირას საქმეზე: რეალ მადრიდი რეალობას ამახინჯებს

ხავიერ ტებასი ნეგრეირას საქმეზე: რეალ მადრიდი რეალობას ამახინჯებს

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით "რეალ მადრიდის" ბოლოდროინდელ გააქტიურებას ეხმაურება.

ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით "რეალ მადრიდი" დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, თუმცა ბოლო დროს "ბლანკოსი" ძალიან გააქტიურდა. დედაქალაქელების სატელევიზიო არხმაც და კლუბის პრეზიდენტმაც "ბარსელონა" მსაჯების მოსყიდვაში არაერთხელ დაადანაშაულა. ბევრი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ბლაუგრანამ" სუპერ ლიგის პროექტი დატოვა და "რეალ მადრიდი" შურისძიებას ასე ცდილობს. ამ აზრს იზიარებს ხავიერ ტებასიც.

"რეალ მადრიდი" ნეგრეირას საქმეზე უცებ ალაპარაკდა. მადრიდელები ამას დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდნენ, რადგან სუპერ ლიგის პროექტში "ბარსა" მათი მოკავშირე იყო. ახლა კატალონიელებმა პროექტი დატოვეს და მადრიდელები გმირის როლს თამაშობენ. ყველაფერი, რასაც "რეალ მადრიდი" აკეთებს, უბრალოდ თეატრი და რეალობის დამახინჯებაა.

- განაცხადა ხავიერ ტებასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #1 2 საათის წინ
    0
    <<ცენზურის დარღვევა>> ლაპპრტამ ვაწირა ბარსა❤️ ვმაბობდი მე საბოლოოდ ლაპორტა ბართომეუზე უარესი პრეზიდენტი იქნებათქლ და აჰა ჯერ შლოტერბეკს აღრა ყიდულობენ ბასტონი უნდათ თურმე🤦🏻‍♂️ ტიპები იმედენად დებილები არიან რომ ვერ ხვდებიან რომ 3 მცველიანი ტაქტიკის კაცი 4 მცველიანშკ ვერ ითამაშებს თან როცა ვანდევენი შლოტერბეკის ვარიანტია კიდე