ბარსელონა-ბეტისი - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: შაბათი, 5 აპრილი, 23:00
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში "ბეტისთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
რთული მატჩი იქნება. საუკეთესოები უნდა ვიყოთ, რათა გავიმარჯვოთ.
გავის არანაირი სერიოზული პრობლემა არ აქვს. მას თამაში შეუძლია.
ტრებლის მოგებას ფიქრი კარგია, მაგრამ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ვგრძნობ, რომ გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებულია.
ყველაფრისთვის ვიბრძვით, ყველაფრის მოგება გვინდა.
იღბალი არაფერია, ეს ყველაფერი თავდაუზოგავად შრომასთანაა დაკავშირებული. გასახდელში წარმოუდგენელი ატმოსფეროა.
ბედნიერი ვარ, როცა ყველა 100 პროცენტით იხარჯება. წინა თვე გვიჩვენებს, რამდენად კარგად მივიწევთ წინ. ეს მხოლოდ მოედანზე მყოფ თერთმეტ მოთამაშეს არ ეხება.
ახლა "დორტმუნდთან" თამაშზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ "ბეტისზე" ვართ ფოკუსირებულები. ჩვენი მიდგომა ასეთია.
რა თქმა უნდა, როტაციას უნდა მივმართოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]