პაუ კუბარსის საიუბილეო მატჩი ბარსელონაში

პაუ კუბარსის საიუბილეო მატჩი ბარსელონაში

"გვადალახარასთან" ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გამართული მატჩი (0-2) პაუ კუბარსისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.

კუბარსიმ "ბარსელონას" პირველ გუნდში მე-100 თამაში ჩაატარა და 18 წლის, 10 თვისა და 24 დღის ასაკში გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.

პაუ "ბარსას" სკოლის აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი პირველ გუნდში 2024 წლის იანვარში ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "უნიონისტასთან" შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ კუბარსი შთამბეჭდავი ტემპით პრგორესიებს. ამაზე მხოლოდ ისიც მიუთითებს, რომ გასული სეზონიდან მოყოლებული ის "ბლაუგრანას" ძირითადი ცენტრალური მცველია.

კუბარსიმ 67 მატჩი ლა ლიგაში ჩაატარა, 22 - ჩემპიონთა ლიგაზე, 9 - ესპანეთის თასზე, 2 კი - ესპანეთის სუპერ თასზე. ჩემპიონთა ლიგის გარდა, ის ყველა ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების კლუბში 100-მატჩიან ნიშნულს მივაღწიე. იმედი მაქვს, კიდევ მეტს მივაღწევ.

- განაცხადა კუბარსიმ თამაშის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #7 21 დეკემბერი 2025 17:18
    0
    SHOTEX_ERADZE1992, Შეტენეს😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 დეკემბერი 2025 23:25
    0
    მოიხოდე პაუ
    წევრი [?]
    #5 17 დეკემბერი 2025 18:08
    0
    გილოცავ პაუ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 დეკემბერი 2025 16:58
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    18 წლის ფეხბურთელი რო მე -100 თამაშს ატარებს პრობლემაა,
    სუ მეშინია გავისნაირად ტრავიბსკენ მიდრეკილი არ გახდეს.

    წელს ამას და კუნდეს ყველაზე დიდი რეგრესი აქვს, შარშან წარმოვიდგენდით, რომ კუბარსი , კუნდე ჩა^^^^^^,ამასობაში ერიკ გარსიას და ხერარდ მარტინს პროგრესი ექნებოდათ.??

    არც იამალს აქვს დიდი წინსვლა, ვეღარ ვცნობ.
    წევრი [?]
    #3 17 დეკემბერი 2025 12:39
    2
    გუშინ როგორ შეტენეს დემბელეს The best-ის ჯილდო? 🤔
    Culé [?]
    #2 17 დეკემბერი 2025 12:33
    3
    18 წლის ფეხბურთელი რო მე -100 თამაშს ატარებს პრობლემაა,
    სუ მეშინია გავისნაირად ტრავიბსკენ მიდრეკილი არ გახდეს.

    წელს ამას და კუნდეს ყველაზე დიდი რეგრესი აქვს, შარშან წარმოვიდგენდით, რომ კუბარსი , კუნდე ჩა^^^^^^,ამასობაში ერიკ გარსიას და ხერარდ მარტინს პროგრესი ექნებოდათ.??
    Culé [?]
    #1 17 დეკემბერი 2025 12:06
    0
    სათამაშო დონე უნდა დაიბრუნო პაუ