ელ კლასიკოს წინ - კარგი და ცუდი ამბები რეალ მადრიდის ბანაკში
- თამაშის დრო: კვირა, 11 იანვარი, 23:00
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გასამართი "ელ კლასიკოს" წინ "რეალ მადრიდის" ლაზარეთში რამდენიმე სიახლეა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ სუპერ თასზე გუნდს კილიან მბაპე ვერ დაეხმარებოდა. თუმცა ფრანგი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა, საუდის არაბეთში ჩავიდა და გაჩნდა შანსი, მას ხვალ ეთამაშა. ბოლო ცნობებით კი, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, უკვე იმის დიდი შანსიცაა, რომ ფრანგი ვარსკვლავი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.
საპირისპირო ამბავი გვაქვს როდრიგოს შემთხვევაში. COPE-ს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ბოლო დროს სტაბილურად ათამაშდა, ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა აქვს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ხვალ მოედანზე გამოჩენას.
ტრავმით უწევს თამაში ანტონიო რუდიგერსაც, რომელსაც "ატლეტიკოსთან" გამართულ ნახევარფინალში იმდენად ძლიერი ტკივილები აწუხებდა, რომ ჩაბი ალონსო იძულებული გახდა, ის დროზე ადრე შეეცვალა.
მადრიდულ გუნდს ტრავმების გამო ასევე ვერ ეხმარებიან ტრენტ ალექსანდ-არნოლდი და ედერ მილიტაო, ხოლო ბრაჰიმ დიასი აფრიკის თასზე ასპარეზობს.
"ბარსელონაში" კი ყველაფერი გარკვეულია - ტურნირის მოქმედ გამარჯვებულებს ფინალში გავი და ანდრეას კრისტენსენი ვერ დაეხმარებიან.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 34 ]