ელ კლასიკოს წინ - კარგი და ცუდი ამბები რეალ მადრიდის ბანაკში

ელ კლასიკოს წინ - კარგი და ცუდი ამბები რეალ მადრიდის ბანაკში

  • თამაშის დრო: კვირა, 11 იანვარი, 23:00

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გასამართი "ელ კლასიკოს" წინ "რეალ მადრიდის" ლაზარეთში რამდენიმე სიახლეა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ სუპერ თასზე გუნდს კილიან მბაპე ვერ დაეხმარებოდა. თუმცა ფრანგი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა, საუდის არაბეთში ჩავიდა და გაჩნდა შანსი, მას ხვალ ეთამაშა. ბოლო ცნობებით კი, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, უკვე იმის დიდი შანსიცაა, რომ ფრანგი ვარსკვლავი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

საპირისპირო ამბავი გვაქვს როდრიგოს შემთხვევაში. COPE-ს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ბოლო დროს სტაბილურად ათამაშდა, ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა აქვს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის ხვალ მოედანზე გამოჩენას.

ტრავმით უწევს თამაში ანტონიო რუდიგერსაც, რომელსაც "ატლეტიკოსთან" გამართულ ნახევარფინალში იმდენად ძლიერი ტკივილები აწუხებდა, რომ ჩაბი ალონსო იძულებული გახდა, ის დროზე ადრე შეეცვალა.

მადრიდულ გუნდს ტრავმების გამო ასევე ვერ ეხმარებიან ტრენტ ალექსანდ-არნოლდი და ედერ მილიტაო, ხოლო ბრაჰიმ დიასი აფრიკის თასზე ასპარეზობს.

"ბარსელონაში" კი ყველაფერი გარკვეულია - ტურნირის მოქმედ გამარჯვებულებს ფინალში გავი და ანდრეას კრისტენსენი ვერ დაეხმარებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #14 10 იანვარი 2026 15:38
    2
    მბაპე ძაან მაგარია რა , იმედია არ ამოგვტენის ჩვენი დაცვის შემხედვარე.
    წევრი [?]
    #13 10 იანვარი 2026 15:22
    4
    ციტატა: La Pulga10
    ეს რომელი ფორმაა მაინც ვერ გავიგე წინაზე რო ეცვათ ჩვენებს


    მეოთხე ფორმაა. დიზაინის შინაარსი ძაან მაგარია. მაისურზე ხაზები ასახავს იმ გზას, რომელიც ეტოომ და რონალდინიომ გაიარეს 2005 წლის 3-0 კლასიკოში და მაისურის შიდა მხრიდან აწერია წუთები რომლებზეც გაიტანეს გოლები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 10 იანვარი 2026 15:17
    0
    ეს რომელი ფორმაა მაინც ვერ გავიგე წინაზე რო ეცვათ ჩვენებს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #11 10 იანვარი 2026 15:17
    1
    ციტატა: Don_Andresito
    აი ღმერთი თუ იყურება და სამართალი აქ ჯერ უნდა წააგონ მწარედ და მერე მბაპეს ტრავმა ისე გაუმიმზდეს რო სეზონი დაასრულოს. მარა ვინაიდან ზედა ძალები მადრიდისტები არიან ყველა პირიქით მოხდება ისინი მოიგებენ და ჩვენ დავკარგავთ ვინმეს


    გული მიგრძნობს ეგრე იქნება. რაღა გააჩუმებს მერე 14 წლის მადრიდისტებს 😵‍💫
    გულშემატკივარი [?]
    #10 10 იანვარი 2026 15:15
    6
    Ჩვენ ისეთი დაცვა გვყავს, არავისთან არ შეიძლება წინასწარ ჭიკჭიკი, დაჟე კოჭლი მბაპეც გაახერხებს რაღაცას
    Culé [?]
    #9 10 იანვარი 2026 14:53
    0
    დღეს ბარსა რეალს მიადუღებს...
    ფლიკი არ დაუშვებს შეცდომებს,,,
    ფანი [?]
    #8 10 იანვარი 2026 14:40
    1
    👇🏽ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია:

    🎙️ „ბარსელონა ფავორიტია? ჩემთვის ფინალები განსხვავებულია. ფინალი ყოველთვის ფინალია, ხოლო რეალ მადრიდთან მატჩი განსაკუთრებული”

    🎙️ “ელ კლასიკო ის შეხვედრაა, რომლის ყურებაც მთელ მსოფლიოს სურს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ მატჩის მოსაგებად და სწორედ ამიტომ მსგავს საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევთ”

    🎙️ “ახლა გუნდში ყველა მზად არის — იქნება ეს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა თუ უშუალოდ თამაშში მონაწილეობა. ყველა ფეხბურთელი ჩვენს გვერდითაა, გავი და კრისტენსენიც”

    🎙️ “ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს ფინალში. მადრიდს ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენც ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. მთელი მსოფლიო გვიყურებს.“

    🎙️ „ამ მომენტში მბაპე საუკეთესო ფორვარდია — ზუსტად ასეა. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და მსოფლიო დონის ფეხბურთელია”

    🎙️”ჩემი გუნდის მიმართ კარგი შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ დაუმტკიცონ ეს გულშემატკივრებს, ოჯახებსა და კლუბს”

    🎙️ “ასევე საკუთარ თავსაც — რომ მათ შეუძლიათ ასეთი უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში.“

    🎙️”ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, რას აკეთებდა მადრიდი, ეს ჩემი საზრუნავი არ არის”

    🎙️ “ყოველთვის მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ეს უბრალოდ ერთი მატჩია. გამარჯვება შეიძლება დამატებით თავდაჯერებას გაძლევდეს.“

    🎙️ “მეორე მხრივ, მარცხმაც შეიძლება მეტი ენერგია მოგცეს, რადგან კონცენტრაცია გაიზრდება, თუმცა ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობთ”
    წევრი [?]
    #7 10 იანვარი 2026 14:35
    0
    წაასაკრებს თავს!დედა მოეტ***ებათ მთელი სეზონი. თავი უნდა შეაკლან და მოუგონ ამ ყველაფერზე წამსვლელ ბო*ებს.
    ფანი [?]
    #6 10 იანვარი 2026 14:27
    0
    რა ორგანიზმი აქ ამ მბაპეს ძმაო მე არ ვიცი.ჯერ განა რამდენი ტრავმა აქვს სულ მიღებული, ძირითადად მირკრო ტრავმები და მერამდენე შემთხვევაა როცა ვადაზე ადრე ბრუნდება.
    Culé [?]
    #5 10 იანვარი 2026 14:01
    0
    🇳🇱 👀 ვან დე ვენი ბარსელონას რადარზეა!

    ფეხბურთელს ტოტენჰემის დატოვება სურს და პრიორიტეტად ბარსელონას განიხილავს.
    კლუბში მას რეალისტურ ვარიანტად მიიჩნევენ ძვირადღირებულ ალტერნატივებთან შედარებით. 💙❤️

    ✍🏼 @diariosport

    🔥 როგორ ფიქრობთ, მოუხდება ვან დე ვენი ბარსას დაცვას?

    ციტატა: La Pulga10
    უნდა ვიხმაროთ მბაპეიან მსაჯებიანა

    ჩემი ფავორიტი მიმია ეგ 🤣🤣 გოგოსიანა ბიჭიანა
    [?]
    #4 10 იანვარი 2026 13:36
    5
    აი ღმერთი თუ იყურება და სამართალი აქ ჯერ უნდა წააგონ მწარედ და მერე მბაპეს ტრავმა ისე გაუმიმზდეს რო სეზონი დაასრულოს. მარა ვინაიდან ზედა ძალები მადრიდისტები არიან ყველა პირიქით მოხდება ისინი მოიგებენ და ჩვენ დავკარგავთ ვინმეს
    წევრი [?]
    #3 10 იანვარი 2026 13:32
    2
    lequipe-ის ინფორმაციით კილიან მბაპე ელ კლასიკოში მონაწილეობას ტკივილგამაყუჩებლებით აპირებს 💉💊
    კაროჩე ყველაფერს აკეთებენ ფინალი რო არ წააგონ დდდ ჟიმჟიმი აქ პაპა პერეს
    წევრი [?]
    #2 10 იანვარი 2026 12:51
    3
    Მუხლის ტრავმა არ მგონია ეგრე მალე მოერჩინა მბაპეს, ალბათ რუდიგერივით ტკივილგამაყუჩებლით ათამაშებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2026 11:38
    7
    უნდა ვიხმაროთ მბაპეიან მსაჯებიანა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid