ვოიჩეხ შჩესნი: იმედი მაქვს, ტერ შტეგენი მალე გამოჯანმრთელდება

34 წლის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ "ბარსელონას" კარის დარაჯს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელმაც მძიმე ტრავა მიიღო, გამამხნევებელი შეტყობინებით მიმართა.
"ბარსა" ტერ შტეგენის შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ შჩესნის განიხილავს. ვოიჩეხმა კარიერა ახლახან დაასრულა, თუმცა, Relevo-ს ინფორმაციით, ის თანახმაა, ფეხბურთს დაუბრუნდეს და "ბლაუგრანაში" სეზონის ბოლომდე ითამაშოს. შჩესნი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ გერმანელ კარის დარაჯზე საუბრობს.
მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ტერ შტეგენი მალე გამოჯანმრთელდება. ის კარგი მეგობარი და შესანიშნავი მეკარეა. მარკს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ესაა ერთადერთი რამ, რაზეც კომენტარის გაკეთება შემიძლია.
- ციტირებს შჩესნის სიტყვებს Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]