შჩესნის აგენტი ბარსელონასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

"ბარსელონას" მეკარის, ვოიცეხ შჩესნის აგენტი ჯონათან ბარნეტი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს ადასტურებს და მიანიშნებს, რომ მისი კლიენტი კატალონიურ კლუბში დარჩება.
შჩესნი "ბარსამ" გასული წლის ოქტომბერში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ დაიმატა და მალევე გუნდის პირველი მეკარე გახდა. უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" 34 წლის კარის დარაჯის თამაშით კმაყოფილია და კლუბს მასთან ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს.
შჩესნი "ბარსელონაში" ბედნიერია. "ბარსა" მისით ძალიან კმაყოფილია, ასე რომ, შეთანხმებას მარტივად მივაღწევთ. როდესაც დრო მოვა, სწრაფად შევთანხმდებით და ვოიცეხს კონტრაქტის გახანგრძლივებაში არანაირ დაბრკოლებას არ შევუქმნით.
- განაცხადა შჩესნის აგენტმა Jijantes-თან საუბრისას.
თავად პოლონელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]