განაცხადი ატლეტიკოსთან მატჩისთვის - ფრენკი დე იონგი არ ითამაშებს
- თამაშის დრო: სამშაბათი, 2 დეკემბერი, 23:55
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ატლეტიკოსთან" ამაღამ გასამართი შეხვედრისთვის გუნდის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
მატჩს გამოტოვებს ფრენკი დე იონგი, რომელსაც სიცხე აქვს.
"ბლაუგრანას" ასევე არ ეყოლება მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო, გავი და ფერმინ ლოპესი.
განაცხადში ზედიზედ მეორედ მოხვდა "ბარსა ატლეტიკის" 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტომას მარკესი.
"ატლეტიკოსთან" თამაშის განაცხადი ასეთია: ჟ. გარსია, შჩესნი, კოჩენი, ბალდე, კუბარსი, კრისტენსენი, მარტინი, კუნდე, ე. გარსია, ჟოფრე, პედრი, კასადო, ოლმო, ბერნალი, დრო, მარკესი, ტორესი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, რაშფორდი, ბარდჯი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]