ბარსელონა-ატლეტიკო - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ატლეტიკო - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 2 დეკემბერი, 23:55

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის გადმოტანილ მატჩში "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. რთული მატჩი იქნება. პირველ ადგილზე ვართ და სწორედ ეს გვინდა, მაგრამ სეზონი ჯერ არ სრულდება.

ბედნიერი ვარ. ტრავმების შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად კიდევ უფრო მომატება შეგვიძლია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

რა აკლია ჩემს გუნდს? ბევრ შეცდომას ვუშვებთ. თამაშის უკეთ კონტროლის უნარი გვაქვს და ბოლო მატჩებში სწორედ ეს მაკლდა. ამ ასპექტში უნდა გავუმჯობესდეთ, რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია.

მომენტი რაფინიასთან? ეს სასაცილო იყო. არ ვიცი, პირველად ვინ თქვა, რომ იმ კადრში მოწყენილი ვარ, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი - ბურთი ბევჯერ დავკარგეთ. ასევე იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი გაგვიძევეს. ყოველ ჯერზე მიწევდა, ჩემი გუნდისთვის დამშვიდება მეთხოვა. როდესაც მესამე გოლი გავიატნეთ, მარკუს სორგი გააძევეს. მარკუსი ჩემი მეგობარია. ჩემთვის ის შტაბში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ჩემი ოჯახის წევრია.

პედრი სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ მზადაა.

არაუხოს არანაირი ვირუსი არ აქვს. ის პირადი მიზეზების გამო ვერ თამაშობს. გთხოვთ, მის სიტუაციას პიტივისცემით მოეკიდოთ.

რაფინიამ დღეს მონაწილეობა მხოლოდ რონდოში მიიღო, მაგრამ ის ახლა 90 წუთი სათამაშოდ მზადაა.

ტერ შტეგენის მომავალი? ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა. ის უმჯობესდება. მარკმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ სათამაშოდ მზად არაა. უნდა მოვიცადოთ. ის კარგ ფორმაშია და ეს გვაბედნიერებს.

ზეწოლა ისეთივეა, როგორიც გასულ სეზონში იყო. მიმდინარე გათამაშების დასაწყისი, ალბათ, ურთულესია. ჩვენი დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას სურს.

ვფიქრობ, კლუბმა ჟოან გარსიას შეძენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის მომავლის გარანტიაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 3 დეკემბერი 2025 02:11
    0
    იმედია არაუხოს არც აღარასოდეს ვნახავ ბარსელონას მაისურით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 2 დეკემბერი 2025 21:57
    0
    ხომ ვთქვი არაუხოს ვირუსი კი არა ფსიქოლოგთან ექნება ვიზიტითქო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 დეკემბერი 2025 20:49
    1
    ერთი ის მამშვჯდებს, რომ იანვარში პსჟ ისე გადასხვაფერდა, რომ ლიგა მოიგეს. მაგათი წყალი გადმოგვსხმოდეს.
    წევრი [?]
    #8 2 დეკემბერი 2025 11:24
    0
    Giorgi99,
    მასეც ნუ იტყვი, წინა წელს პსჟ ძლივს გავიდა პლეიოფში მერე კი ვნახეთ რაც ქნეს.
    თუ ტრავმებმა არ შეგვიშალა ხელი ყველაფერი შესაძლებელია, თან იქნება ზამთარში ვინმე წესიერი დაიმატონ
    Culé [?]
    #7 2 დეკემბერი 2025 09:17
    0
    წელს მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა ვფოკუსირდეთ, სხვა ტიტულები დაივიწყონ მეტი რესურსი არ გვაქვს.
    ფანი [?]
    #6 2 დეკემბერი 2025 00:59
    1


    ლა ლიგაში რა დაძაბულობაა
    Culé [?]
    #5 1 დეკემბერი 2025 23:27
    1
    ციტატა: Visca-barca
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌

    იმედია ფეხბურთს შეეშვება და ემემეიში გადავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 დეკემბერი 2025 21:45
    0
    ციტატა: Visca-barca
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌

    ამ პერიოდში კი, სანამ დროებით შვებულებაშია, გუნდი ეძებოს ერთ თვეში სატრანსფერო ფანჯარა იღება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 დეკემბერი 2025 21:20
    0
    ციტატა: Visca-barca
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌

    სულ რომ გააჟმეინებენ ერთი აღნიშვნა უნდა მოეწყოს კატალოლნიაში
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #2 1 დეკემბერი 2025 21:06
    2
    არაუხომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს ❌

    ურუგვაელმა კლუბს სთხოვა, რომ დროებით გაენთავისუფლებინათ 🙌
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 დეკემბერი 2025 20:47
    11
    მიდი ძია ჰანსი გვჯერა შენი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid