ნიუკასლთან თამაშის განაცხადი ცნობილია - ფრენკი დე იონგი დაბრუნდა

ნიუკასლთან თამაშის განაცხადი ცნობილია - ფრენკი დე იონგი დაბრუნდა

  • თამაშის დრო: ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 23:00

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლთან" სტუმრად გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.

კარგი სიახლეა განაცხადში ფრენკი დე იონგის დაბრუნება, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა დღეს თამაშის ნებართვა მიიღო.

შეხვედრას ტრავმის გამო მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ალეხანდრო ბალდე, გავი და ლამინ იამალი გამოტოვებენ.

"ბლაუგრანას" 22-კაციანი განაცხადი "ნიუკასლთან" მატჩისთვის:

არაუხო, კუბარსი, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, რაფინია, ჟ. გარსია, რაშფორდი, კრისტენსენი, ფერმინი, კასადო, მარტინი, ოლმო, დე იონგი, ბერნალი, კუნდე, ე. გარსია, შჩესნი, ჟოფრე, ბარდჯი, ტონი, კოჩენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 18 სექტემბერი 2025 09:36
    1
    მიდით მიდით მოიხოდეეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 სექტემბერი 2025 01:22
    1
    რაშფორდის იმედი მაქვს მეც, ნიუკასლთან სადებიუტო გოლი დახატავს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 17 სექტემბერი 2025 20:08
    2
    რაშფორდმა იცის ინგლისური ფეხბურთი და იქნებ ამ მატჩში გაამართლოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 სექტემბერი 2025 17:53
    0
    ძალიან მძიმე მატჩი იქნება, ყველაზე მეტად ახალ ტრამვების მეშინია.
    ფანი [?]
    #2 17 სექტემბერი 2025 16:06
    0
    იმედია ქეთიმოს არ დააყენებს ძირითადში. კასადო მშვენივრად იდგა
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 სექტემბერი 2025 14:28
    0
    ნიუკასლის დიდ არტილერია ნახევარდაცვასთან გავი მაგრად დაგვაკლდება)
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო