ბარსელონას მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა ექნება
"ბარსელონას" ფინანსურ დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ მომდევნო ზაფხულში კლუბს ცენტრალურ თავდამსხმელში ფულის გადახდის შესაძლებლობა ექნება, თუ ამას სპორტული დეპარტამენტი ჩათვლის საჭიროდ.
Mundo Deportivo-ს ცნობით იმისათვის, რომ "ბარსამ" მაღალი დონის ცენტრფორვარდი დაიმატოს, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:
- კლუბი 1:1 წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც მარტივად მიღწევადი ამოცანა ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსა" "სპოტიფაი კამპ ნოუს" VIP ადგილების გაყიდვიდან თანხის ნაწილს დეკემბერში მიიღებს, ხოლო მშობლიურ სტადიონზე დაბრუნების შემდეგ კლუბის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- ცენტრფორვარდის მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს. პოლონელის წასვლის შემთხვევაში კი, მისი ხელფასისა და ამორტიზაციის თანხის გათვალისწინებით, "ბარსას" სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 40 მილიონი ევრო გამოუთავისუფლდება.
ასევე Mundo Deportivo-ს ცნობით ამჟამად "ბარსა" რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: ხულიან ალვარესი, ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი, სერჟ გირასი, ეტა ეიონგი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
1 2
კომენტარები [ 21 ]