ბარსელონას მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა ექნება

ბარსელონას მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობა ექნება

"ბარსელონას" ფინანსურ დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ მომდევნო ზაფხულში კლუბს ცენტრალურ თავდამსხმელში ფულის გადახდის შესაძლებლობა ექნება, თუ ამას სპორტული დეპარტამენტი ჩათვლის საჭიროდ.

Mundo Deportivo-ს ცნობით იმისათვის, რომ "ბარსამ" მაღალი დონის ცენტრფორვარდი დაიმატოს, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:

  1. კლუბი 1:1 წესს უნდა დაუბრუნდეს, რაც მარტივად მიღწევადი ამოცანა ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსა" "სპოტიფაი კამპ ნოუს" VIP ადგილების გაყიდვიდან თანხის ნაწილს დეკემბერში მიიღებს, ხოლო მშობლიურ სტადიონზე დაბრუნების შემდეგ კლუბის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
  2. ცენტრფორვარდის მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს. პოლონელის წასვლის შემთხვევაში კი, მისი ხელფასისა და ამორტიზაციის თანხის გათვალისწინებით, "ბარსას" სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 40 მილიონი ევრო გამოუთავისუფლდება.

ასევე Mundo Deportivo-ს ცნობით ამჟამად "ბარსა" რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: ხულიან ალვარესი, ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი, სერჟ გირასი, ეტა ეიონგი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #3 გუშინ, 12:51
    2
    კეინი ჰოლანდი ალვარესიდან ნებისმიერრი ვარიანტი იდეალურია
    Culé [?]
    #2 გუშინ, 12:32
    6
    “სანამ არგენტინაში გავფრინდებოდით, ლეომ მშვიდი ღიმილით თქვა: ‘პოლ, ჯერ ბარსელონას გავუვლით… მინდა კამპ ნოუ ვნახო.’ მეგონა მეხუმრებოდა — მაგრამ არა.

    მაიამიდან კერძო რეისით გავფრინდით და პრაქტიკულად არავინ იცოდა, რომ იქ ვიყავით. მესის სურდა ყველაფერი ჩუმად ყოფილიყო — არც ხმაური, არც კამერები. სასტუმროში დავრჩით, რომლის ფანჯრებიდანაც სტადიონი ჩანდა. ის აივანზე იჯდა, კამპ ნოუს უყურებდა და ჩუმად თქვა: ‘ამ ადგილს… ჩემი ნაწილი ეკუთვნის.’

    ჩუმად ვიყავი — შემდეგ უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი: ‘ზუსტად ასეა, ლეო… სამყაროში ბარსელონას გარდა არ არსებობს კლუბი, რომელიც შენი ღირსია.”

    🎙️როდრიგო დე პოლი
    გულშემატკივარი [?]
    #1 გუშინ, 11:20
    4
    ასაკით ყველაზე კაი ვარიანტები ოსიმენი და ალვარესი არიან,მაგრამ გამორიცხულია ატლეტიკომ 150 მილიონზე ნაკლებად გამოუშვას ხულიანი😀კეინიც ძაან გაასწორებდა 2-3 წლით