ბარსელონა ფერან ტორესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
"ბარსელონამ" იმ ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებაზე ზრუნვა დაიწყო, რომლებზეც კატალონიური კლუბი სამომავლოდ იმედებს ამყარებს. მათ შორისაა ფერან ტორესიც.
Sport-ის ცნობით "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ 25 წლის თავდამსხმელი გუნდს არა მხოლოდ მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც გამოადგება და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო. ფერანს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბმა მასთან შეთანხმებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტორესის ფასი დავარდება.
ფერან ტორესი "ბარსელონაში" 2022 წელს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტიდან" გადმოვიდა. კატალონიური კლუბის მაისურით მან 172 თამაში ჩაატარა, 51 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ესპანელი უნივერსალი შემტევის შედეგები განსაკუთრებით გაუმჯობესდა გუნდში ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 3 ]