ბარსელონამ თვალი ჰარი კეინს დაადგა
როგორც ცნობილია, დიდი ალბათობით რობერტ ლევანდოვსკი სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს და კატალონიური კლუბი მისი შემცვლელის ძიებაშია.
არაერთხელ გაიჟღერა მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი შემტევის, ხულიან ალვარესის სახელმა, თუმცა ის ერთადერთი არაა, ვისაც "ბლაუგრანა" აკვირდება.
Sport-ის ცნობით "ბარსამ" თვალი "ბაიერნის" ბომბარდირს, ჰარი კეინსაც დაადგა. ინგლისელ ვარსკვლავს გერმანელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, რაც 2026 წლის ზაფხულში მის სატრანსფერო ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
32 წლის ჰარი კეინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ცენტრფორვარდია. "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 113 თამაშში მის აქტივში 108 გოლია, მიმდინარე სეზონში კი ინგლისელმა 17 თამაშში უკვე 23 გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 13 ]