ბარსელონა მესის 5-ჯერ შემცირებულ ხელფასს შესთავაზებს

ბარსელონა მესის 5-ჯერ შემცირებულ ხელფასს შესთავაზებს

ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების საკითხი ბოლო დროს აქტუალობას უფრო და უფრო იძენს.

ცნობილია, რომ დაბრუნებით ორივე მხარეა დაინტერესებული, მაგრამ პრობლემას "ბარსას" ფინანსური მდგომარეობა და ლა ლიგის მიერ სახელფასო ხარჯზე დაწესებული შეზღუდვები ქმნის.

El Chiringuito-ს ცნობით "ბარსელონამ" უკვე იცის, თუ რა შეთავაზებას გაუკეთებს ლეოს. საუბარია წელიწადში ხელფასის სახით 6-7 მილიონი ევროს მიღებაზე. ეს თანხა გათვალისწინებულია გადასახადების გადახდის შემდეგ, "ბარსას" კი მესის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 14-15 მილიონი ევრო დაუჯდება.

თანხმობის შემთხვევაში ლეო მესი დაახლოებით იმდენს მიიღებს, რამდენსაც ანსუ ფატი იღებს. ამაზე მაღალი ანაზღაურება დღეს ფრენკი დე იონგს, სერხიო ბუსკეტსს, რობერტ ლევანდოვსკისა და ჟორდი ალბას აქვთ. თუ ბუსკეტსი კლუბში დარჩება, მისი ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კლუბი ალბას ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირებასაც შეეცდება. თუ ასე მოხდა და მესიც დაბრუნდა, "ბარსაში" მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ დე იონგსა და ლევანდოვსკის ექნებათ.

თუმცა ხელფასი ერთადერთი შემოსავალი არ იქნება, რომელსაც "ბარსა" მესის შესთავაზებს. კატალონიელები მზად არიან, არგენტინელს დაუთმონ წილი კლუბის იმ მოგებიდან, რომელსაც ლეოს დაბრუნება მოიტანს.

შედარებისთვის, ამჟამად პსჟ-ში მესის წლიური ხელფასი გადასახადების გადახდის შემდეგ 35 მილიონი ევროა, ანუ დაახლოებით 5-ჯერ მეტი, ვიდრე "ბარსელონაში" დაბრუნების შემთხვევაში ექნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 31 მარტი 2023 22:21
    0
    ციტატა: Maestro 6
    5 ჯერ შემცირება ხმამაღლა ჟღერს თორემ 14 მილიონი არავისააქ მგონი ბარსაში

    14 მილიონი გადასახადების გადახდამდე
    ფანი [?]
    #7 31 მარტი 2023 19:33
    0
    5 ჯერ შემცირება ხმამაღლა ჟღერს თორემ 14 მილიონი არავისააქ მგონი ბარსაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 მარტი 2023 19:18
    0
    ციტატა: Footballfan
    უხელფასოდ უხელფასოდ უკეთესია🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

    ალბას რო უფრო მეტი ხელფასი ექნება ლეოზე არ შერცხვება მაინც. და თუ მაინც იტყვის ლეო დავბრუნდებიო და ეს ზემოთ ჩამოთვლილ ამხანაგებს: ფრენკი დე იონგს, სერხიო ბუსკეტსს, რობერტ ლევანდოვსკისა და ჟორდი ალბას ამის შემდეგ არ შერცხვებათ, მართლა გასაყრელები იქნებიან სუყველანი +ლაპორტა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 მარტი 2023 15:03
    4
    ფატი გასა*მეინებელია წერტილი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #4 31 მარტი 2023 12:46
    2
    თუ დაბრუნდება ლეო დაბრუნდეს თუ არადა წამოვდგებით ფინანსურად ფეხზე 1 2 წელში და მაშინ დავაბრუნოთ და გავაცილოთ სავსე კამპ ნოუთი ლეო ფატი კიდე რაში იღებს ამხელა ხელფასს არვიცი უნდა გაუშვან აუცილებლად პლიუს მიყვეს ალბაც ან დაიკლოს ხელფასი ასევე ბუსკეცმაც და ალონსო გარსია უმტიტი ლენგლე დესტი ტორესიც მიაყოლონ და ამოისუნთქავს ცოტა გუნდი
    ფანი [?]
    #3 31 მარტი 2023 12:44
    3
    Magaze es ar datanxmdeba,arc amis mamiko da dzmebi. Tyuilad imeds nu gavichent...
    [?]
    #2 31 მარტი 2023 12:36
    5
    დარჩენილა პსჟ ში და ეგაა
    წევრი [?]
    #1 31 მარტი 2023 12:11
    2
    უხელფასოდ უხელფასოდ უკეთესია🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣