ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 დეკემბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
14 დეკემბერს "ბარსელონამ" 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1976 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი შემტევი სანტიაგო ესკერო. 2005-2008 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 48 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ესკერომ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1996 წელი
დაიბადა რაფინია.
2000 წელი
კარლეს რეშაკმა ლიონელ მესის მამასთან კონტრაქტი მონჟუიკის ჩოგბურთის კლუბში ხელსახოცზე გააფორმა.
2020 წელი
France Football-მა ყველა დროის ოცნების გუნდი შეადგინა, რომელშიც იმდროინდელი და ყოფილი "ბარსელონელებიდან" ჩავი ერნანდესი, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა და რონალდო მოხვდნენ. იმ გუნდში 4 წარმომადგენელი სხვა არცერთ გუნდს არ ჰყოლია. სათადარიგო გუნდში მოხვდნენ იოჰან კრუიფი და რონალდინიო, ხოლო მესამე გუნდში იოჰან ნეესკენსი, ანდრეს ინიესტა და ტიერი ანრი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]