ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
14 ნოემბერს "ბარსელონამ" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და და 4 წააგეს.
1985 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი. 2014-2019 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 53 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ვერმალენმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1989 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ანდრეუ ფონტასი. 2008-2012 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 18 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ფონტასმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1993 წელი
დაიბადა სამუელ უმტიტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]