ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 დეკემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

11 დეკემბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1961 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ურბანო ორტეგა. 1982-1991 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 182 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ურბანომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის ლიგის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1981 წელი

დაიბადა "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა. 2001-2007  წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 178 თამაში ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდში სავიოლამ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2013 წელი

ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "სელტიკი" 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ნეიმარმა (3), პედრომ, ტელიომ და პიკემ გაიტანეს. პიკეს გოლი "ბარსელონასთვის" ევროტურნირებზე მე-1000 იყო. ნეიმარისთვის კი ეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლები გამოდგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 დეკემბერი 2021 15:01
    2
    ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 დეკემბერი
    ბარსამ ფეხბურთელებზე ზეწოლა დაიწყო, რათა იანვარში ტორესი და კავანი შეიძინოს