ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 დეკემბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 დეკემბერი მოხდა.
თამაშები
3 დეკემბერი "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1981 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია. 2010-2013 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 120 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ვილიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
2016 წელი
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
2020 წელი
ანსუ ფატი "ბარსელონას" კლუბის წევრი (Soci) გახდა. მან საწევრო ბარათი კლუბის მმართველი კომისიის თავმჯდომარისგან, კარლეს ტუსკეტსისგან მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]