ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
5 ნოემბერს "ბარსელონამ" 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1933 წელი
"ბარსელონამ" სეზონი "ოვიედოსთან" 3-7 მარცხით დაიწყო.
1938 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1983-1984) სესარ ლუის მენოტი.
1974 წელი
ჩემპიონთა თასის (ჩემპიონთა ლიგის) საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ფეიენორდი" კარლეს რეშაკის ჰეთ თრიქით 3-0 გაანადგურა. ეს რეშაკის კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი იყო.
1980 წელი
უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონა" გერმანულ "კიოლნთან" საკუთარ კედლებში 0-4 განადგურდა.
1997 წელი
ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონა" კიევის "დინამოსთან" ანგარიშით 0-4 განადგურდა. 3 გოლი ანდრეი შევჩენკომ გაიტანა.
2014 წელი
"აიაქსთან" 2-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლის შესრულებით ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, რაულ გონსალესს გაუთანაბრდა. იმ მომენტისთვის ორივეს ანგარიშზე 71 გოლი იყო.
ეს ჩავისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 150-ე თამაში იყო, ხოლო ლუის სუარესისთვის "ბარსელონას" მაისურით ამ ტურნირზე გამართული პირველი მატჩი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]