ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 3 ნოემბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
3 ნოემბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1937 წელი
დაიბადა ნურია ლიანსა, "ბარსელონას" ქალთა გუნდის ყოფილი მეკარე და შემდგომში ამ სექციის ხელმძღვანელი. "ბარსელონაში" ქალთა ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.
1963 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "სევილია" 6-0 გაანადგურა. გოლები კოჩიშმა (2), სალდუამ (2), პერედამ და სუბალიამ გაიტანეს.
1993 წელი
ვენის "ავსტრიასთან" სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-100 გოლი გაიტანა. გოლის ავტორი ხრისტო სტოიჩკოვი გახდა, რომელმაც იმ თამაშში დუბლი გაიფორმა.
2000 წელი
დაიბადა სერჟინიო დესტი.
2009 წელი
იოჰან კრუიფი კატალონიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.
2024 წელი
"ესპანიოლთან" 3-1 მოგებული თამაში ლამინ იამალისთვის ლა ლიგაში 50-ე მატჩი გამოდგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]