ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

2 ნოემბერს "ბარსელონამ" 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1913 წელი

1 ნოემბერს 7-0 განადგურებიდან მეორე დღეს "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" ამხანაგურ მატჩში 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პაულინო ალკანტარამ გაიტანა.

1994 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" 4-0 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები სტოიჩკოვმა (2), რომარიომ და ფერერმა გაიტანეს.

1999 წელი

ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში "ბარსელონამ" "ფიორენტინასთან" 3-3 ითამაშა. სტუმართაგან გოლები რივალდომ (2) და ფიგუმ გაიტანეს.

2004 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "მილანი" 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ეტო'ომ და რონალდინიომ გაიტანეს.

2005 წელი

"პანათინაიკოსთან" 5-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ნოემბერი 2021 17:16
    0
    ეს რუბრიკაც რო ვერ დამთავრდა. დავიჯერო ერთი წლის არ არის?