ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 თებერვალს მოხდა.
თამაშები
18 თებერვალს "ბარსელონას" 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1920 წელი
კატალონიაში გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 7-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ალკანტარამ (3), ვინიალსმა, სანჩომ, პლასამ და ლაკატოსმა გაიტანეს.
1923 წელი
პრეზიდენტმა ჟოან გამპერმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც "ბარსელონამ" ახალი სტადიონისთვის, "ლეს კორტსისთვის" მიწის ნაკვეთი იყიდა.
1933 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1996/97) ბობი რობსონი.
1987 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის შემტევი კაროლინ გრაჰამ ჰანსენი.
1998 წელი
ესპანეთის თასის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "სარაგოსა" 5-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები რივალდომ (3), ჯოვანიმ და ლუის ენრიკემ გაიტანეს. რივალდოსთვის ეს "ბარსელონაში" შესრულებული პირველი ჰეთ თრიქი იყო.
2003 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" მილანის "ინტერი" 3-0 გაანადგურა. გოლები სავიოლამ, კოკუმ და კლუივერტმა გაიტანეს.
2006 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ბეტისი" 5-1 გაანადგურა. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელისთვის, ფრანკ რაიკარდისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.
2014 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, "მანჩესტერ სიტისთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" 2-0 მოიგო. გოლები მესიმ და დანი ალვესმა გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]