ლამინ იამალი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ლამინ იამალი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

"ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი ლა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში 18 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 4 თამაში ჩაატარა, ოთხივე მოიგო და გაიტანა 2 გოლი.

იამალი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც "ბარსელონას" ერთი ფეხბურთელი ამ ჯილდოს ზედიზედ 2-ჯერ დაესაკუთრა. 8 წლის წინ ეს მოთამაშე, რა თქმა უნდა, ლეო მესი იყო.

ლამინი თვის საუკეთესო ფეხბურთელად სულ სამჯერაა დასახელებული. ამ მაჩვენებლით ის კრიშტიანუ რონალდუს, ჯუდ ბელინგემს, რობერტ ლევანდოვსკის, ვინისიუსსა და კილიან მბაპეს გაუთანაბრდა.

ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2013 წლიდან გადაეცემათ. 8-8 ჯილდოთი რეკორდსმენები ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 იანვარი 2026 15:13
    2
    ნუ ეს რო შარშანდელის აჩრდილია ფაქტია.
    Culé [?]
    #3 10 იანვარი 2026 20:09
    0
    მოსამატებელი აქვს ჯერ მაინც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 იანვარი 2026 20:03
    1
    განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია დეკემბერში არადა.
    წევრი [?]
    #1 10 იანვარი 2026 13:44
    0
    გილოცავ ლამინ