ლამინ იამალი თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

ლამინ იამალი თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

თებერვალი "ბარსელონელებისთვის" წარმატებული გამოდგა. გუშინ ჰანსი ფლიკი ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, დღეს კი ლამინ იამალი 23-წლამდელთა შორის ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ბარსამ" ამ თვეში ლა ლიგაში ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო, რაშიც გუნდის 17 წლის ვარსკვლავმა ერთ-ერთი საკვანძო როლი ითამაშა.

იამალმა მიმდინარე სეზონში ეს ჯილდო აგვისტოშიც მოიგო, სექტემბერში კი ის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ლამინთან ერთად ლა ლიგის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობისთვის ხავი როდრიგესი (სელტა), ხავი გერა (ვალენსია), უჩე (ხეტაფე) და ხესუს როდრიგესი (ბეტისი) იბრძოდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 თებერვალი 2025 21:12
    0
    იამალზე ვინმეს უკვირს, 17 წლის ბავშვს უკვე 23 წლისებს ადარებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 თებერვალი 2025 23:02
    1
    მარტივად.
    წევრი [?]
    #3 25 თებერვალი 2025 21:40
    0
    როგორ გამიკვირდაა🤣🤣
    ფანი [?]
    #2 25 თებერვალი 2025 21:12
    0
    ხლიბო ცოტა ჩამოქაჩე ნამეტანი რომ ხარ გადასული თავს 😂თუარა მიგაჩაქუჩებს ჰანსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 თებერვალი 2025 19:50
    3
    გაგიჭირდებოდა😆👑
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"