ლამინ იამალი ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
"ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.
ესპანეთის ჩემპიონატის 2024/25 წლების სეზონის პირველი ორი თვის საუკეთესო ფეხბურთელები "ბარსელონელები" არიან. ლა ლიგამ აგვისტოში რაფინია, ხოლო სექტემბერში იამალი გამოარჩია.
სექტემბრის თვეში იამალმა თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შედეგად, თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ (2023 წლის აგვისტოში და 2024 წლის აგვისტოში) დასახელების შემდეგ ლამინმა თანატოლების გარდა უფროსებსაც აჯობა.
ამ ნომინაციაში იამალის გამარჯვების შემდეგ საერთო ჩათვლაში "ბარსელონა" გალიდერდა. კატალონიელთა 7 ფეხბურთელს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო 18-ჯერ აქვს მოგებული. მეორე ადგილზე 17 მოგებით მადრიდის "ატლეტიკოა".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]