ისტორია ბარსელონას მხარესაა

ისტორია ბარსელონას მხარესაა

"ბარსელონა" ზამთრის არდადეგებს ლა ლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება. პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ ვინაიდან ჰანსი ფლიკის გუნდი "რეალ მადრიდს" 4 ქულით უსწრებს, დანამდვილებით ვიცით, რომ პირველ წრესაც კატალონიელები მოიგებენ.

აქამდე "ბარსელონა" ესპანეთის "ზამთრის ჩემპიონი" 27-ჯერ გამხდარა, საიდანაც კატალონიელებმა საბოლოო გამარჯვება 17-ჯერ იზეიმეს. ბოლო 13 ასეთი შემთხვევიდან კი "ბლაუგრანამ" ლა ლიგა 9-ჯერ მოიგო.

ბოლო დეკადის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, როდესაც ლა ლიგის ჩემპიონი ის გუნდი გახდა, რომელიც ზამთრის არდადეგების დროს გათამაშებას არ ლიდერობდა. ერთხელ ეს "რეალ მადრიდმა" მოახერხა კორონავირუსის სეზონის დროს, გასულ სეზონში კი - "ბარსამ".

ლა ლიგის განვლილ 94 გათამაშებაში 51-ჯერ მოხდა, როდესაც "ზამთრის ჩემპიონმა" ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა და ტურნირი მოიგო.

ისტორია ჰანსი ფლიკის გუნდის მხარესაა და გერმანელი სპეციალისტი შეეცდება, გააკეთოს ის, რაც 2008 წლის შემდეგ მხოლოდ "ბარსას" გამოსდის - გახდეს ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #5 Saturday, 08:28
    1
    ჩვენია ლა ლიგა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Thursday, 15:56
    0
    ციტატა: Barca
    ფაბრიციომ დაწერა: ფლიკმა უთხრა ბარსელონას ბორდსო რო მცველი უნდა მოიყვანოთო ამ ზამთარს თუ ჩემპიონთა ლიგის თასი გინდათო

    ნეტავ მარტო ერთი მცველი უშველიდეს ამ საქმეს და არაუხოს შესწირავენ ბოლო ბოლო ამ საქმეს.
    ფანი [?]
    #3 Thursday, 12:39
    0
    ფაბრიციომ დაწერა: ფლიკმა უთხრა ბარსელონას ბორდსო რო მცველი უნდა მოიყვანოთო ამ ზამთარს თუ ჩემპიონთა ლიგის თასი გინდათო
    Culé [?]
    #2 Thursday, 11:46
    1
    ფლიკი სანამ იქნება ესპანეთის თასებს სულ მოიგებს შიდა ტრებლს ანუ მაგრამ ლიგაა მთავარი ლიგაა წელს ლალიგა და ლიგაზე არ ვიტყოდი უარს დუბლზე მაგრად მკიდია 2 სხვა თასი მარა ფლიკი არ დათმობს მარტივად მაინც არცერთს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Thursday, 10:33
    1
    უნდა წამოიღონ ლალიგა ამ სეზონში უპრობლემოდ
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"