რა არის ალერგიული რინიტი და როგორ გავუმკლავდეთ მას?
ალერგიული რინიტი, რომელსაც თივის ცხელებასაც (Hay fever) უწოდებენ, არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ალერგიული რინიტი არის ერთგვარი ალერგიული რეაქცია ჰაერის წვრილ ნაწილაკებზე, რომელსაც ალერგენები ეწოდება. ალერგენები შეიძლება იყოს: ყვავილის ან ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი და ა.შ. ალერგიული რინიტი იწვევს ცემინებას, შეშუპებას, ცხვირის ქავილს, თვალების ქავილს და ცრემლდენას. ის შეიძლება იყოს სეზონური და ქრონიკული.
სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით ჰაერში გადატანილი ობის ან ხეების სპორებით, ბალახის და სარეველების მტვრით და ა.შ.
რაც შეეხება ქრონიკულ ალერგიულ რინიტს, ასეთ დროს ადამიანებს აღენიშნებათ სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში. ეს დაავადება ძირითადად გამოწვეულია მტვრის ნაწილაკებით, შინაური ცხოველების ბეწვით ან ქერტლით, ობის სპორებით და სხვა გამღიზიანებლებით.
ალერგიული რინიტის დიაგნოზი ისმება ანამნეზის (მათ შორის რისკ-ფაქტორების განსაზღვრის), გამოვლენილი სიმპტომების, ფიზიკური გამოკვლევისა და დიაგნოსტიკური ტესტების ერთობლიობის საფუძველზე.
ალერგიული რინიტის დიაგნოსტირებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული კანის ტესტები.
კანის ტესტის დროს მცირე რაოდენობით საეჭვო ალერგენები შეჰყავთ ადამიანის კანქვეშ ნემსის გამოყენებით. კანის ტესტები არის ალერგენების იდენტიფიცირების ყველაზე ეფექტური გზა, რადგან მათი მეშვეობით ვლინდება რომელ ალერგენებზეა მგრძნობიარე ადამიანი.
დიაგნოსტირების შედეგად, დაავადების დადასტურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი დროული მკურნალობა.
როგორ მკურნალობენ ალერგიულ რინიტს
მკურნალობისთვის განსხვავებული მეთოდები გამოიყენება. პირველი მიდგომა ალერგიული რინიტის სეზონური ან ქრონიკული ფორმების მკურნალობისთვის არის აცილება, რაც გულისხმობს, რომ საწყისი ეტაპიდანვე თავიდან ავიცილოთ ალერგენები (მაგალითად: მტვერი, ბეწვი და ა.შ), რომლებიც იწვევენ სიმპტომებს.
მსუბუქი ალერგიული რინიტის დროს ცხვირის გამორეცხვა დაგეხმარებათ ცხვირიდან ლორწოს გამოტანაში. ამისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ მარილიანი ხსნარი აფთიაქში ან გააკეთოთ ის სახლში (1 ჭიქა (240 მილილიტრი) გამოხდილი ან ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი (3 გრამი) მარილი და მწიკვი სოდა).
მწვავე ალერგიული რინიტის მკურნალობისთვის კი იყენებენ მედიკამენტებს სხვადასხვა ფორმით - პერორალური ტაბლეტები, თხევადი წამლები, ცხვირის სპრეი და თვალის წვეთები.
ალერგიული რინიტის სამკურნალოდ შეიძლება დაგჭირდეთ შემდეგი ტიპის მედიკამენტების გამოყენება:
- ანტიჰისტამინები - ანტიჰისტამინური მედიკამენტები ახდენენ ჰისტამინის ბლოკირებას, რომელსაც სხეული გამოყოფს ალერგიული რეაქციის დროს. ანტჰისტამინია, მაგალითად: ლორანექსი (ლორანექსი)
- დეკონგესტანტები - ხსნიან შეშუპებას ცხვირსა და სინუსებში. დეკონგესტანტები ხშირად გვხვდება ცხვირის სპრეების სახით.
- კორტიკოსტეროიდები - ცხვირის სპრეები ან ინჰალატორები, რომლებიც ამცირებს ანთებას და ხსნის ალერგიული რინიტის სიმპტომებს. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ცხვირის შეშუპება, ცემინება, ქავილი და სურდო. კორტიკოსტეროიდული სპრეები ზოგადად უსაფრთხოა ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
- ლეიკოტრიენის ინჰიბიტორები - ალერგიული რეაქციის დროს თქვენი სხეული გამოყოფს ლეიკოტრიენებს, ჰისტამინს და სხვა ქიმიკატებს, რომლებიც იწვევენ ანთებას და ალერგიული რინიტის სიმპტომებს. ლეიკოტრიენის ინჰიბიტორები ბლოკავს ლეიკოტრიენს. მსგავსი ტიპის მედიკამენტები ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით.
ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია ასევე იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისთან მიმართებითაც მედიკამენტური მკურნალობა არ მუშაობს ან ეფექტიანი არაა.
სარეკლამო სტატია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 15 ]