ვინ შეცვლის ლევანდოვსკის - The Athletic-ის ანალიზი

ვინ შეცვლის ლევანდოვსკის - The Athletic-ის ანალიზი

The Athletic ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს ბარსას სატრანსფერო ინტერესების შესახებ. ფოკუსში ორი ფორვარდია - ჰარი კეინი და ხუან ალვარესი. სტატიას უცვლელად გთავაზობთ. 

რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი ზაფხულში იწურება და კლუბში ელიან, რომ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ბარსა მისი შემცვლელის ძიებაშია, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი ფორვარდის საუკეთესო ვერსია ბარსას არ უნახავს, მისი შეცვლა მაინც ძალიან რთული იქნება, ის ხომ "ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფორვარდია", როგორც ჰანსი ფლიკმა დაახასიათა. 

შეუძლებელი იყო ბარსას ლევანდოვსკიზე საჭირო კაცი მოეყვანა, იმ პირობებით რა პირობებსაც პოლონელი დათანხმდა. კრიზისში მყოფ "ბარსელონაში" გადავიდა, როელმაც სეზონი 73 ქულით დაასრულა, (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ) ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ კი ბარსამ სამწლიანი მშრალი სერია შეწყვიტა და ლა ლიგა მოიგო. ჯერ ჩავის, შემდეგ კი ფლიკის მწვრთნელობის დროს. როცა კლუბს კრიზისი აქვს, როცა ელემენტალურად ფეხბურთელების ხელფასების გაცემისა და რეგისტრირების პრობლემები იქმნება და ამ დროს ორჯერ იგებ ლა ლიგას, ეს დიდი ამბავია. ორივე ამ ტიტულში ლევანდოვსკის ლომის წილი აქვს - 165 მატჩში 109 გოლი გაიტანა. დიდებული მაჩვენებელია ვეტერანი პოლონელისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ბებერმა პოლონელმა ბოლომდე გაამართლა. 

ლევანდოვსკის მაჩვენებლები ბარსაში გადასვლის დღიდან 

ლევანდოვსკის როლი იმითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ძალიან ახალგაზრდა გუნდში მივიდა, რომელსაც გამოცდილი ლიდერი სჭირდებოდა, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი. მიმდინარე სეზონში ბარსას საშუალო ასაკი 25.3 წელია. ეს კი ნიშნავს, რომ საუბარი გვაქვს ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდზე. თანამედროვე ფეხბურთში მაღალი დონის ფორვარდის პოვნა ისედაც ძალიან რთულია, ამას დაუმატეთ კლუბის ფინანსური მდგომარეობა. ასე რომ, წინასწარ რთულია იმის თქმა, ბარსა ღირსეულად შეცვლის თუ ვერა ლევანდოვსკის ზაფხულში. 

The Athletic-მა რამდენიმე ვარიანტი განიხილა, როგორც ელიტური ფორვარების, ისე შედარებით დაბალი ფასის ფორვარები. 

ხულიან ალვარესი 

ხულიან ალვარესი ლაპორტას საოცნებო ტრანსფერია, მაგრამ ორი რამ აბრკოლებს, პირველი, რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობაა, ბარსასთვის ყველა ტრანსფერი რთულია. მეორე კი არჩევნებია - ან დარჩება ლაპორტა პრეზიდენტად, ან, არა. ალვარესი კი მშვენივრად მოერგო ესპანეთს, "ატლეტიკომ" 95 მილიონ ევროდ შეიძინა "მანჩესტერ სიტისგან". მისი შეძენა რთული იქნება, რადგან დიეგო სიმეონეს ფავორიტ ფეხბურთელად იქცა და "რაიოსთან" მოგების მერე, როცა ალვარესმა ჰეთთრიქი შეასრულა დიეგომ მას "ატლეტიკოს" საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. განსაკუთრებით სახიფათოა კართან ახლოს, გასული სეზონიდან მოყოლებული მასზე მეტი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეაგდო, (მათ შორის, ლევანდოვსკიმ). ალვარესი ძალიან განსხვავდება ლევანდოვსკისგან, სათამაშო ტიპით და უნარებით, უბურთოდ დარჩენილი ლევანდოვსკი სივრცის ათვისებას იწყებს, უბურთოდ დარჩენილი ალვარესი გიჟივით ცდილობს ბურთის დაბრუნებას. 

ფოტოზე ხედავთ ფორვარდების მაჩვენებლებს პრესინგში - ალვარესი მეორეზეა (წითელი წერტილი) ლევანდოვსკი გაცილებით ქვემოთ არის (შავი წერტილი) 

კონტრპრესინგი, რომელიც ბურთის დაკარგვიდან მაქსიმუმ სამ წამში ზეწოლას გულისხმობს "ბარსელონას" სათამაშო ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია, განსაკუთრებით ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, რომლის გუნდებიც ცნობილია უკიდურესად მაღალი დაცვის ხაზით. სწორედ ეს მაღალი ხაზი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში არაერთხელ მოწყვლადი, ეს გვაფიქრებინებს, რომ ალვარესის კარგი მაჩვენებლები კონტრპრესინგზე ბარსას ძალიან გააძლიერებდა. ასეთი ფეხბურთელი კი ძალიან ძვირია - ერთი მხრივ გამტანი ფორვარდია, პასის მიმცემი, პრესინგზე ძალიან კარგია და სათამაშო სტილშიც მშვენივრად ჯდება. წარმოდგენაც გაჭირდება "ატლეტიკო" რამდენს მოითხოვს. 

ევანილსონი 

თუმცა, ვიცით, რომ ალვარესი არ არის კლასიკური ცხრა ნომერი, ის უფრო მეორე ფორვარდია, რომელიც ხან ერლინგ ჰოლანდის ირგვლივ მოძრაობს, ხან სორლოტის, ლევანდოვსკისთან ერთადაც მშვენივრად შეძლებდა თამაშს, მაგრამ მარტო ცხრა ნომერზე? აქ გაუჭირდება. ესე იგი, ბარსას თუ ლევანდოვსკის როლის შენარჩუნება სურს სათამაშო ტაქტიკაში, მაშინ, სხვა ტიპის ფორვარდებსაც უნდა დააკვირდეს. დიაგრამაზე კი გაჩვენებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგავდნენ რობერტ ლევანდოვსკის. 


ერლინგ ჰოლანდი ამ ჩამონათვალში აშკარა გამორჩეული ფიგურაა, თუმცა მისი „მანჩესტერ სიტიდან“ წაყვანა პრაქტიკულად გამორიცხულია. პრემიერ ლიგიდან მეორე ვარიანტი, რომელიც სიაში ფიგურირებს, „ბორნმუთის“ ფორვარდი ევანილსონია,  შედარებით ბიუჯეტური ალტერნატივა.

ევანილსონი დიდად გამტანი ფორვარდი ვერ არის, გასული სეზონიდან მოყოლებული სულ რაღაც 12 გოლი აქვს შეგდებული, xG 4.6. ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ასე "კამპ ნოუზე" არაფერი ესაქმება, მაგრამ აქვს სხვა უპირატესობები -  "ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა ხშირად უსვამს ხაზს 26 წლის თავდამსხმელის გუნდურობას, გასულ სეზონში "ვულვზთან" გამარჯვების მერე ირაოლამ თქვა - "ევანილსონმა მთავარი განსხვავება შექმნა, მცველებსა და მეკარეზე ზოწილით", - ეს მაშინ, როცა გოლი საერთოდ არ შეუგდია. ასე რომ, ევანილსონი არის ფორვარდი, რომელსაც ერთი მხრივ ზურგით მყოფს შეუძლია კარგი თამაში, მეორე მხრივ კი პრესინგზე არის ძალიან კარგი. თუმცა, არის კი ბარსას დონის ფორვარდი? 

ჰარი კეინი 

ერთ დროს მძვინვარე ცხრა ნომერი ახლა ფაქტობრივად გამთამაშებლის ფუნქციებს ასრულებს. ეს ისედაც ღიად ჩანს, მაგრამ სტატისტიკასაც შევხედოთ. განსაკუთრებით გამოიკვეთა ამ მხრივ გერმანიაში გადასვლის შემდეგ. "ბაიერნს" ლევანდოვსკის წასვლა არც უგრძნია, კეინმა მარტივად შეცვალა. 

შედარება ლევანდოვსკისთან - კეინი დროის 13%-ს ატარებს ცხრიანის პოზიციაზე, 18%-ს ათიანის პოზიციაზე. ლევანდოვსკის მაჩვენებელი 20/19-ზეა. 

კეინი კომპანის გუნდის კვარტერბეკია, ბურთის მთავარი გამანაწილებელი და ხშირად ბოლო პასის ავტორიც, მაგრამ ამას მის გოლეადორულ თვისებებზე არ უმოქმედია. კეინს კვლავ გააქვს, გააქვს ბევრი. მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში 30 გოლის გატანა შეძლო. 

კეინი ივლისში 33 წლის გახდება. ცოტა სასაცილოც კი იქნება "ბაიერნის" ბებერი ფორვარდი ისევ ბარსამ შეიძინოს. კეინმა ბილდთან ინტერვიუში თქვა, რომ დიდი ალბათობით დარჩება "ბაიერნში", მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ რთავს წასვლის უფლებას. თუმცა, თუ ასე გადაწყვეტს ამის შესახებ კლუბს ზამთარშივე უნდა შეატყობინოს. 

კარგი ვარიანტია? რა თქმა უნდა. ალვარესს ასეთ ფასად არავინ მოგცემს. კეინი კი განაგრძობს გოლების შეგდებას. 

სამუ აგეოვა 

21 წლის სამუმ 14 თამაშში 9 გოლი შეაგდო. პორტუგალიის ჩემპიონატში გაბრწყინება, რომ ავტომატურად ტოპ 4-ში გაბრწყინებას არ უდრის ეს ბოლო წლებში რამდენჯერმე ვიხილეთ, თუმცა, სამუ პროგრესირებადი ფორვარდია, რომელიც მუდმივად მცველებს ზურგსუკან გარბის, თან ძალიან სწრაფად. 

 

საუკეთესოა აჩქარებაში, დაუღალავია, იდეალური დარტყმა აქვს, მაგრამ უხეში პირველი შეხება. რთული გასახსენებელია როდის ჰყავდა ბოლოს ბარსას ფორვარდი, რომელსაც პირველი შეხება არ უვარგოდა. თუ ბარსას საერთოდ არ აღმოაჩნდა თანხა ვარსკვლავის შესაძენად სამუ კარგი ვარიანტია ტორესთან კონკურენციისთვის. 

დანარჩენი კი არჩევნებზეა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #24 Thursday, 17:50
    0
    ციტატა: Sandro b
    Frenkie de Jong_, ბასტონი 4 მცველიან ტაქტიკაში ვერ ქაჩავს, ამოწეული დაცვის ხაზშიც თამაში გაუჭირდება, უფრო იტალიურ ჩაბეტონებულ დაცვასაა მიჩვეული

    ხო მეც ის გერმანელი მირჩევნია ბასტონს ან მიკი , მაგრამ მიკი არ წამოვა. არადა უნივერსალი ფეხბურთელია.
    Culé [?]
    #23 Thursday, 14:25
    0
    რაღაც სისულელეა ახლა , ასე პირდაპირ ვერავინ შეცვლის ლევანას , კრიზისიდან გამომდინარე თუ ლევანა წავა ან მნიშვნელოვნად შეიმცირებს ხელფასს თავისუფალი სივრცე შეიქმნება რისი საშუალებითაც სხვა ფეხბურთელების კონტრაქტის დარეგისტრირებას შევძლებთ , ვფიქრობ რომ ვლაჰოვიჩზე იჩალიჩონ ბოლომდე სატრანსფერო თანხის დახარჯვა არ მოუწევს გუნდს კაკ მინიმუმ , და რაც მთავარია ცენტრალური მცველია მოსაყვანი ვინ ტოპ დონის ვისაც გამოცდილება ექნება , ეგ უფრო პრიორიტეტულია ახლა , ამდენი გაშვებული გოლის ფონზე სადაც არც მარტინი და არც კუბარსი ამ სეზონში ბავშვურ შეცდომებს უშვებენ , საჭიროა ლიდერი ვინმე ასეთი ვფიქრობ ბასტონია და იანვრიდანვე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები , ეს მარტინი არაა ძირითადის დონის მოთამაშე რომ ბარსა დაეყრდნოს , გაშვებით გუნდიდან შტეგენი , კრისტენსენი და კასადო უნდა გაუშვანო პირველი უბრალოდ დაკარგული პოზიციების გამო და მაღალი ხელფასის , მეორე უფორმობის და მუდამ ტრავმიანობის ხოლო ეს უკანასკნელი ვერ გამართლებული ავანსების გამო , ძალიან არადამაჯერებელია ამ სეზონში , მოსაყვანია ვინმე გამოცდილი ტიპი ნახევარდაცვაში რომელიც პიზიკურად ძლიერიც იქნება , რიგ სპეციფიკიდან გამომდინარე მატჩებში უპირატესობა რომ მოგვცეს აი ვიდალის და კესის მსგავსი , სულ რომ იჯარით მოვიდეს გვაწყობს .
    [?]
    #22 Thursday, 11:59
    1
    სამუ გგონიათ ნაკლები დაჯდება? 100+ ღირს. მე წავიკითხე უფრო ბიუჯეტურ ვარიანტებს ეძებენო, ეტა იონგი ლევანტედან და ასლანი ჰოფენჰაიმიდანო. ეგ ტორესის გაძირითადებას ნიშნავს. თუ ვერ გაქაჩეს ტოპი ოიერზაბალი მოიყვანონ 25 ად. შეთამაშების პრობლემა მაინც არ იქნება
    წევრი [?]
    #21 Thursday, 10:38
    0
    Frenkie de Jong_, ბასტონი 4 მცველიან ტაქტიკაში ვერ ქაჩავს, ამოწეული დაცვის ხაზშიც თამაში გაუჭირდება, უფრო იტალიურ ჩაბეტონებულ დაცვასაა მიჩვეული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 Wednesday, 23:56
    3
    ახლა ვიდეოს გადავაწყდი. ადრე ფლიკი ნერვიულობდა, თუ გახსოვთ, რასაც ვიტყვი მეორე დღეს ჟურნალისტებმა იციანო და ,კრისას" ეძებდა შიგნით. დაკვირვებამ უჩვენა, როცა შტეგენი ტრავმირებული იყო ამბები არ გადიოდა. ახლა კოპაზე მარტო შტეგენს უთხრა თურმე, რომ კარში გარსია იქნებოდა, მეორე დღეს ყველა წერდა თურმე, რომ კარში გარსია იქნებაო და აღმოჩნდა თვითონ კარში. დასკვნა თქვენ გააკთეთ, როგორი კაცი ყოფილა მარკი.
    წევრი [?]
    #19 Wednesday, 23:50
    3
    ფული რომ არ გვიჭირდეს ალვარესი არ არის ის ბიჭი ვისშიც 120-150 გადახდა ღირს. უბრალოდ არ არის გადამწყვეტი მოთამაშე. მე ლიჩნად დღეა ჰოლანდს თუ არ ჩავთვლით ოსიმენი ყველას მირჩევნია. ზისტად მგონია ეტოოზე არანაკლებ შედეგს დადებს, ჯილკას და ყვერებს ზემოდან. მაგრამ არ ღირს ნერვიულობა არავის მომყვანები ეგენი არ არიან. ისევ ლა მასიას მიაწვნენ და ყვერებზე კოცნონ ფლიკს რომ არ წავიდეს. პ.ს გუში ესპანელი სპორტული ჯურნალისტის სტატია წავიკითხე ( ბარსელონას გულშემატკივარია) ტიპი იძახის შემიძლია სახლკარი ჩამოვიდე იმაზე რომ იამალი. მანამ დატოვებს ბარსელონას სანამ 22 წლის გახდებაო😞 ამას ვამტკიცემ მეც. ამ გუნდს ამ
    მართველობითი სტილით მომავალი არ აქვს, გინდათ ამ რეალობას გაუსწორეთ თვალი გინდათ ყოველ სეზონზე ალვარესზე და ჰოლანდზე იოცნებეთ როცა გუნდში მცველი ვერ უყიდიათ ამდენი წელია🤮🤮🤮 ზატო ლაპორტას ფანკლუბი მშვიდათ იყავით თქვენი საყვარელი პრეზიდენტი თავის ნათესავებიანად კაად არიან მოწყობილები კლუბში😁 მესი კი სხვაგან ამთავრებს კარიერას, ამის მერე ვინმეს ჯერა რომ ბარსა მეტია ვიდრე კლუბი???? ამ სლოგანს მაშინ დაეჯვა ზედ, მესი რომ
    ატირებუკი გაუშვით. შავი ლაქაა ამ გუნდის ისტორია. ფეხბურთის ცოცხალი ღმერთი ატირებული გავუშვით და ლაპორტას აქებთ? არ ვიცი რა ღმერთი რომ არ ჩამოდის და დედას არ უ<<ცენზურის დარღვევა>>ავს ბარსელონას კიდე გასაკვირია😁

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ბასტონზე 1 ამბებია, მგინი მართლა მოდის,
    ალაიქებს კომენტარებს და იტალიაში ემშვიდობებიანნ…

    ხო ბრატ ხო😁 მოდის უეაწველი გადაიხდიან ბასტონში 70 მილიონს, დეკომ ჩემი ჯანი მოვტკან ორივე თირკმელს გავყიდიო😅 თან ბასტონის აგენტი ყოფილა ლაპორტას ცოლის ძმის კურსელი და ლაპორტასთან ქონია ძმური ურთიერთობა, მოაგვარებენ ამ
    ამნავს ადვილად. აი ხომ გახსოვთ ცხონებულ რაიოლასთან რა ატნაშენია ქონდა ლაპორტას, ჰალანდი მასე არ დავითრიეთ😅😅😅

    ციტატა: Rick Sanchez
    რეალურად ფერანი შეცვლის და მისი ზამენა ვინმე 28 წლის არშემდგარი ფეხბურთელი იქნება.

    აცადე ხალხს ოცნება თუ ძმა ხარ🙁 ვერ ხედავ ალვარესი, ბასტონი გეხი უფასოდ და ვლაჰოვიჩი უფასოდ სკამისთვის მოყავთ😕😞😞😞
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 Wednesday, 21:28
    0
    თუ ბარსა მომავალ სეზონშიც აპირებს ლა ლიგის მოგებას მაშინ კეინი დაგვჭირდება 3 წელი ისიც თავისუფლად ითამაშებს, ხოდა თუ 3 წელშიც ვერ ამოვედით ჭაობიდან, მაშინ ბარსა დააყენომ ტრანსფერზე და ეგ იქნება. გამოჩნდება ვინმე ნავთობმომპოვებელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 Wednesday, 18:50
    0
    ალვარესი კარგია, მაგრამ ფასი გადაჭარბებულია. 95-ად ნაყიდ ფეხბურთელს ჟმოტი სერესო მინიმუმ 150 დაადებს. ამ ფასად მას არაბებიც კი არ იყიდიან. მე პირადად კეინის სტილის მირჩევნია, მაგრამ დაბერდა და თუნდაც 65 მილიონი გაქუცული გუნდისთვის ცოტა არაა.
    მოკლედ ბარსას ფანები ბჭობდნენ და დეკუ-ლაპორტას დუეტი იცინოდაო.
    Culé [?]
    #16 Wednesday, 18:37
    0
    ალვარესი არა 9 და გვერდზე მეორე ფოვარდი ჭირდება მაგას თან ძალიან არასტაბილურია რაც მთავარია ღირს არარელაური თანხა მაგაში 70 მეტს არ გადავიხდიდი.კეინი სუფთა ჩვენი იგროკია მაგრამ
    ნამეტანი ბებერია :( ლაუტაროს მოვიყვანდი ან ოსი
    Culé [?]
    #15 Wednesday, 16:18
    1
    ბასტონზე 1 ამბებია, მგინი მართლა მოდის,
    ალაიქებს კომენტარებს და იტალიაში ემშვიდობებიანნ…
    წევრი [?]
    #14 Wednesday, 16:02
    1
    ციტატა: Barca
    ოსიმენი ჯობია მგონი ალვარეზს რას ფიქრობთ?


    ოსიმენი უფრო პრესინგისთვის ძაან კაია მეორე სართულზეც შეუძლია და რას იტყვით

    Mec osimeni mirchevnia tan iafia
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 Wednesday, 15:48
    2
    ფორვარდი კი არა დაცვაში - 3 კაცით ვართ რეალურად (ინიგო/ქრისტენსენი/არაუხო) მცველი მოიყვანოს იმ გასიებულმა დეკუმ თორემ სეზონს ვერ დავამთავრებთ ნორმალურად rage
    ფანი [?]
    #12 Wednesday, 15:39
    0
    ოსიმენი ჯობია მგონი ალვარეზს რას ფიქრობთ?


    ოსიმენი უფრო პრესინგისთვის ძაან კაია მეორე სართულზეც შეუძლია და რას იტყვით
    ფანი [?]
    #11 Wednesday, 15:36
    0
    ციტატა: KAIKHOSRO
    ალვარესი და ბასტონია საჩქარო.

    ზამთარში ბასტონია მოსაყვანი და ზაფხულზე ლევანა რო წავა, ალვარესიც შეიძლება.
    ფანი [?]
    #10 Wednesday, 15:27
    0
    ყველაზე კარგი ვარიაბტი კეინია მაგრამ ასაკი არ უწყობს ხელს. თუ ფორვარდი უნდოდათ გიოკერეში არ უნდა დაეკარგათ. ჰოლანდს არავინ მოგვცემს. ალვარესს რაც შეეხება მაგრად მინდოდა ბარსაში, ამ ბოლო დროს რომ ვაკვირდები გული ამიცრუვდა, თითქოს რაღაც აკლია. სამუ და პაჭაპუჭა ფირვარდებში ფულის ყრა სისულელეა, სტატისტიკა ტორესსაც კარგი აქვს. არჩევანს ალბათ მაინც ხულიანზე გავაკეთებდი, იქნებ მოიხოდოს ბარსაში, ბოლობოლო მაისურებით და რეკლამებით მაინც ამოვიღებთ ტრანსფერის ფულს. როგირც ვიცი სორლოტი მიდის და მაგაზეც ღირს დაფიქრება.
    ფანი [?]
    #9 Wednesday, 14:15
    7
    რაფინია არის კაცი პიროვნება ..... აქ რა მოსატანია მარა მაინც ❤️
    ახალბედა [?]
    #8 Wednesday, 13:59
    2
    გაყიდონ გუნდი შეიხზე და მესიც დააბრუნონ 1-2 სეზონი, ბექემი უფასოდ გამოგვატანს დარწმუნებული ვარ.
    Culé [?]
    #7 Wednesday, 13:14
    2
    ალვარესი ძალიან მაგარია მაგრამ ფასი აქვს დიდი
    წევრი [?]
    #6 Wednesday, 12:40
    3
    ალვარესი და ბასტონია საჩქარო.
    Culé [?]
    #5 Wednesday, 08:54
    0
    ალვარესი იდეალურია და ზამენაზე უფასოდ ვლაჰოვიჩი, მაგრამ ამ ხელმზღვანელობის ფონზე თავდასხმელი კი არა მცველი იყიდონ