"ბარსელონა" ზამთრის ჩემპიონია

"ბარსელონა" ზამთრის ჩემპიონია

პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში მოგებითა და ყველა კონკურენტის მიერ ქულების დაკარგვით "ბარსელონამ" ლა ლიგის ზამთრის ჩემპიონობა გაინაღდა.

ზამთრის ჩემპიონი ჩემპიონატის პირველი წრის, ანუ 19 ტურის შემდეგ ვლინდება. ლა ლიგაში ჯერ 18 ტურია გამართული, მაგრამ ვინაიდან "ბარსა" უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს, ვალვერდეს გუნდს ამ "ტიტულს" ვერავინ შეეცილება.

რა თქმა უნდა, ზამთრის ჩემპიონობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ისტორიის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ დამაიმედებელი რამაა. საქმე ისაა, რომ პრიმერა დივიზიონს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სწორედ ის გუნდი იგებს, რომელსაც 19 ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგი ექნება დაფიქსირებული. მაგალითად, ბოლო 10 წელიწადში, მხოლოდ 2-ჯერ მოხდა, რომ ზამთრის ჩემპიონი საბოლოოდ ჩემპიონი ვერ გახდა. პირველად ეს 2013/14 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ლიდერობა ტატა მარტინოს "ბარსელონამ" დათმო, მომდევნო სეზონში კი, ლუის ენრიკეს "ბარსამ" ზამთრის ჩემპიონი "რეალი" საბოლოოდ არ გააჩემპიონა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 7 იანვარი 2019 14:52
    7
    მგონი დროა უკვე გავიქცეთ წინ ერთი 7-8 ქულით smile