ლამინ იამალის მორიგი რეკორდი
გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტთან" გამართულ შეხვედრაში (2-1) "ბარსელონას" ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ასისტი მიითვალა და კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა.
იამალმა მატჩის 53-ე წუთზე ჟიულ კუნდეს გამარჯვების გოლი გაატანინა.
"ბარსას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლამინი 18 წლისა და 148 დღის ასაკში ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (7 გოლი, 7 ასისტი). წინა რეკორდი კილიან მბაპეს ეკუთვნოდა, რომელსაც 2017 წელს 13 საგოლე მოქმედება ჰქონდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]